„საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№128
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.08.
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 33, 19/03/2009

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №128

2009 წლის 17 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებით (სსმ III, 2005 წ., №135, მუხ. 1486) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. №1 დანართის:

ა) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) მთავარ პროკურორს;“;

ბ) „უ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. №1 დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ძ1“ ქვეპუნქტი:

„ძ1) საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს;“.

3. № 2 დანართის:

ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მინისტრის მოადგილესა და სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს (№1 დანართის „ღ“, „ჩ“, „ძ“ და „ძ1“ ქვეპუნქტების დებულებათა გათვალისწინებით);“;

ბ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროსა და მათ სისტემაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების არა უმეტეს 80 თანამშრომელს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის არა უმეტეს 60 თანამშრომელს, იუსტიციის სამინისტროს და მის სისტემაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების არა უმეტეს 50 თანამშრომელს, საქართველოს სხვა სამინისტროებისა და მათ სისტემაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების, საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის არა უმეტეს 30 თანამშრომელს, სახელმწიფო მინისტრების აპარატების არა უმეტეს 10 თანამშრომელს, თითოეული უწყების მიხედვით – შესაბამისი უწყების მომართვის საფუძველზე.“.

    მუხლი 2

ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი