„სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 13 დეკემბრის №591 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №129
2009 წლის 18 მარტი
ქ. თბილისი
„სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 13 დეკემბრის №591 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 13 დეკემბრის №591 ბრძანებულებაში (სსმ III, 2008 წ., №178, მუხ. 1807) შეტანილ იქნეს ცვლილებები და ბრძანებულების პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმის სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების, უწყებათაშორისი საქმიანობის კოორდინაციის, აგრეთვე შესაბამისი წინადადებებისა და დასკვნების შემუშავების მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან შეიქმნას სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო შემდეგი შემადგენლობით:
ზურაბ ადეიშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე
დიმიტრი შაშკინი – საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი, საკოორდინაციო საბჭოს თანათავმჯდომარე
ირაკლი ბაზერაშვილი – საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის უფროსის მოადგილე
თინა ბურჯალიანი – საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე
ირაკლი გიორგობიანი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე
მურთაზ ზოდელავა – საქართველოს პარლამენტის წევრი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
ეკატერინე ზღულაძე – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე
თამარ თომაშვილი – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, საკოორდინაციო საბჭოს მდივანი
აკაკი მინაშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
ზაზა მეიშვილი – საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე
ანა ჟვანია – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე
დავით საყვარელიძე – საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე
სოზარ სუბარი – საქართველოს სახალხო დამცველი
რუსუდან ტაბატაძე – საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი
ანტონ ქელბაქიანი – საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის თანაშემწე
გიორგი ჯოხაძე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი.
2. ეთხოვოთ საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა:
ინკერი აარნიო-ლუოფს – ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წარმომადგენელს
ჯოვანა ბარბერისს – გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს საქართველოში
პაატა გაჩეჩილაძეს – ორგანიზაცია „21-ე საუკუნის“ გამგეობის თავმჯდომარეს
პერ ეკლუნდს – ევროკომისიის დელეგაციის ხელმძღვანელს საქართველოში
ბორის ვოდსს – ევროსაბჭოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს
თეა თუთბერიძეს – თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენელს
რაიტ კუსს – ციხის საერთაშორისო რეფორმის რეგიონალურ დირექტორს
გარი ლედბეთერს – ამერიკის იურისტთა ასოციაციის/კანონის უზენაესობის ინიციატივის პროგრამის დირექტორს საქართველოში
ნინო მახაშვილს – ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში–თბილისი“ დირექტორს
ზაზა რუხაძეს – ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის გამგეობის თავმჯდომარეს
ვიდარ სტენსლანდს – ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისიის ხელმძღვანელს საქართველოში
გიორგი ტუღუშს – დამოუკიდებელ ექსპერტს
არჩილ ჩოფიკაშვილს – ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ წარმომადგენელს
თამარ ხიდაშელს – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 13 დეკემბრის №591 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 13 დეკემბრის №591 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.03.2009.
- როდის იქნა მიღებული „სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 13 დეკემბრის №591 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
- „სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 13 დეკემბრის №591 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 18.03.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №129. სარეგისტრაციო კოდი — 010.240.020.08..
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 13 დეკემბრის №591 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 13 დეკემბრის №591 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.03.2009 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 13 დეკემბრის №591 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, №129, 18.03.2009, სარეგისტრაციო კოდი 010.240.020.08. (კონსოლიდირებული რედაქცია 18.03.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/104722/