„საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 აგვისტოს №462 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №150
2009 წლის 26 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 აგვისტოს №462 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 აგვისტოს №462 ბრძანებულებით (სსმ III, 2007 წ., №113, მუხ. 1251) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:
ა) დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) დებულების მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „ფ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„ფ) სამხედრო წარმომადგენლების ოფისი (სამმართველო).“;
გ) დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „ფ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„ფ) სამხედრო წარმომადგენლების ოფისი (სამმართველო) კოორდინაციას უწევს სამხედრო წარმომადგენლების (მათი აპარატების) საქმიანობას, ხელს უწყობს მათი შესაბამისი პირობებით უზრუნველყოფას, სამხედრო წარმომადგენლების საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებსა და წინადადებებს და წარუდგენს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი