„ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №399 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №152
2009 წლის 27 მარტი
ქ. თბილისი
„ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №399 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №399 ბრძანებულებით (სსმ III, 2006 წ., № 88, მუხ. 1168) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
ა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს ტერიტორიაზე უცხოელები შემოდიან საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილი სასაზღვრო გამტარი პუნქტებიდან, თუ აქვთ მოქმედი სამგზავრო დოკუმენტები და საქართველოში ყოფნის ნებართვა (გარდა ამ დებულების მე-15 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა), თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.“;
ბ) მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები ორგანიზებული ტურისტული მოგზაურობის მიზნით საქართველოში შემოსვლისას სარგებლობენ საქართველოში შემოსვლის გამარტივებული რეჟიმით. საქართველოში შემოსვლის გამარტივებული რეჟიმით სარგებლობისათვის ტურისტული სააგენტოები და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი აფორმებენ შეთანხმებას ორგანიზებული ტურისტული მოგზაურობის შესახებ. შეთანხმების საფუძველზე, შესაბამისი ტურისტული სააგენტო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს 3 დღით ადრე უგზავნის შეტყობინებას დაგეგმილი ტურისტული მოგზაურობის თაობაზე, საქართველოში შემოსვლის მსურველ პირთა ვინაობის მითითებით, მათი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებთან ერთად. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი აღნიშნულ დოკუმენტაციას მიღებიდან 1 დღის ვადაში უგზავნის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საამისოდ უფლებამოსილ ორგანოებს, რომლებიც სასაზღვრო კონტროლის განხორციელებისას უზრუნველყოფენ აღნიშნულ პირთა საქართველოში შემოსვლას მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე. საქართველოში ასეთი შემოსვლა არ უნდა ხორციელდებოდეს ტრანზიტული მიზნით და საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 72 საათს.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
3. ეს ბრძანებულება ძალაშია ამოქმედებიდან 1 წლის განმავლობაში.
მ. სააკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №399 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 27.03.2009.
- როდის იქნა მიღებული „ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №399 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ“?
- „ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №399 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ“ მიღებულია 27.03.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №152. სარეგისტრაციო კოდი — 010.120.000.08..
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №399 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №399 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.03.2009 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №399 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ“, №152, 27.03.2009, სარეგისტრაციო კოდი 010.120.000.08. (კონსოლიდირებული რედაქცია 27.03.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/104788/