„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№179
სარეგისტრაციო კოდი
040.110.040.08
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 45, 10/04/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №179

2009 წლის 7 აპრილი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის № 219 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის № 219 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 2008 წ., №66, მუხ. 726) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება და დამატებები:

ა) დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ა) 2006 წლის 1 იანვრის შემდეგ დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეს (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა);

ბ.ბ) მოქმედ სამხედრო მოსამსახურეს (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა).“;

ბ) დებულების მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მხოლოდ სამსახურებრივი სარგებლობისათვის განკუთვნილი ბინები.“;

გ) დებულების მე-4 მუხლს დაემატოს მე-3–მე-5 პუნქტები შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება, თუ დათხოვნილი სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი არ არის „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“, „ე“, „ვ“, „თ“ (მხოლოდ კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ან „ი“ ქვეპუნქტით და ამავე დროს:

ა) სამხედრო ძალებში ნამსახური აქვს არანაკლებ 8 წელი, ან

ბ) სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილია ავადმყოფობის გამო, რომელიც დაკავშირებულია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან, ან ზღვრული ასაკით; ან

გ) დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის ორდენით; ან

დ) არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანი ან სამხედრო ძალების ვეტერანი.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება, თუ მოქმედ სამხედრო მოსამსახურეს:

ა) სამხედრო ძალებში ნამსახური აქვს არანაკლებ 8 წელი; ან

ბ) დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის ორდენით; ან

გ) არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანი ან სამხედრო ძალების ვეტერანი.

5. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სამხედრო მოსამსახურე გარდაცვლილია, ბინის პრივატიზების უფლებამოსილება აქვს მის მემკვიდრე(ებ)ს, მე-3 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული დოკუმენტის საფუძველზე.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 07.04.2009.
როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“?
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 07.04.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №179. სარეგისტრაციო კოდი — 040.110.040.08.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.04.2009 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“, №179, 07.04.2009, სარეგისტრაციო კოდი 040.110.040.08 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.04.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/104842/