საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საკოორდინაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 15.10.2010
ძალის დაკარგვა 20.10.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
ნომერი №147
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.038.016005
გამოქვეყნების წყარო სსმ, 134, 19/10/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საკოორდინაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მინისტრის ბრძანება 17.09.2009
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საკოორდინაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
span.HeaderChar { }
span.FooterChar { }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 56.7pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის
ბრძანება №147
2010 წლის 15 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საკოორდინაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს
„პატიმრობის კოდექსის
“ მე-2
მუხლის მე-4 ნაწილის და 44-ე მუხლის მე-3 ნაწილის
შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საკოორდინაციო საბჭოს თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საკოორდინაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 17 სექტემბრის №583 ბრძანება (
სსმ III, 18.09.2009,
№114, მუხ. 1303).
3
. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ხ
. კალმახელიძე
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საკოორდინაციო საბჭოს
დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საკოორდინაციო საბჭოს (შემდგომში – საბჭო) უფლებამოსილებას, მისი შექმნისა და საქმიანობის წესს.
2. საბჭოს მიზანია სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე რეკომენდაციების, წინადადებების წარდგენა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთაგან სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიისა და ადგილობრივი საბჭოს წევრების კანდიდატების შერჩევა.
3. საბჭო თავის საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.
მუხლი 2🔗. საბჭოს კომპეტენცია
საბჭო უფლებამოსილია:
ა) შეიმუშაოს და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს (შემდგომში – მინისტრს) წარუდგინოს წინადადებები და რე
კომენდაციები სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებით;
ბ) განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით მოიწვიოს ექსპერტები და სპეციალისტები;
გ) არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთაგან შეარჩიოს და დასამტკიცებლად წარუდგინოს მინისტრს სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიისა და ადგილობრივი საბჭოს
წევრობის თითო
კანდიდატურა;
დ) საჭიროების შემთხვევაში ითანამშრომლოს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან, სამინისტროს საქვ
ეუწყებო დაწესებულებებთან;
ე) განახორციელოს მინისტრის მიერ მინიჭებული სხვა უფლებამოსილება.
მუხლი 3🔗. საბჭოს შემადგენლობა
1. საბჭო შედგება 5
წევრისაგან,
საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს მინისტრი.
2. საბჭოს შემადგენლობაში შედიან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
მუხლი 4🔗. საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა
საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) პირადი განცხადება;
ბ) საბჭოს სხდომის, არასაპატიო მიზეზით, ზედიზედ 3-ჯერ გაცდენა;
გ) მინისტრის მოტივირებული გადაწყვეტილება ან საბჭოს რეკომენდაცია;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ქმედუუნაროდ, უგზო-უკვლოდ
დაკარგულად აღიარება ან გარდაცვლილად გამოცხადება;
ე) კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;
ვ) გარდაცვალება.
მუხლი 5🔗. საბჭოს საქმიანობის წესი
1. საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, რომელსაც საბჭო თავისი შემადგენლობიდან, ერთი წლის ვადით, ირჩევს სრული შემადგენლობის უმრავლესობით.
2. საბჭოს სხდომას იწვევს და წარმართავს საბჭოს თავმჯდომარე. საბჭოს სხდომა, როგორც წესი, იმართება 6
თვეში ერთხელ. საბჭოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საბჭოს თავმჯდომარის, მინისტრის ან საბჭოს არანაკლებ სამი წევრის მოთხოვნით.
3. საბჭოს სხდომას, თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, წარმართავს საბჭოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული საბჭოს სხვა წევრი.
4. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით. საბჭოს თითოეული წევრი უფლებამოსილია ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით დააფიქსიროს საკუთარი აზრი საბჭოს სხდომის ოქმში შეტანით.
5. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილების მიღებისას ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
6. საბჭოს სხდომის გადაწყვეტილება ფორმდება სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს სხდომის თავმჯდომარე.
მუხლი 6🔗. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთაგან სამინისტროს ადგილობრივი საბჭოსა და მუდმივმოქმედი კომისიის წევრის შერჩევის წესი
1. სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს/
მუდმივმოქმედი კომისიის წევრობის უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლის სადამფუძნებლო დოკუმენტაცია, რეგისტრაციაში გატარების მომეტისათვის, ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას.
2. სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს/
მუდმივმოქმედი კომისიის წევრის უფლებამოსილების გასვლამდე 15 დღით ადრე საბჭო აცხადებს ვაკანსიას.
3. ინფორმაცია ვაკანსიის გამოცხადების შესახებ უნდა განთავსდეს სამინისტროს ვებ-გვერდზე.
4
. არასამთავრობო ორგანიზაციები ერთმანეთში კონსულტაციებისა და შეთანხმების შედეგად, ვაკანსიის გამოცხადებიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში, საბჭოში წარადგენენ სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს/
მუდმივმოქმედი კომისიის წევრობის
კანდიდატურას. იმ შემთხვევაში, თუ კონსულტაციების შედეგად შეთანხმება მიღწეული ვერ იქნა, არასამთავრობო ორგანიზაციას უფლება ენიჭება დამოუკიდებლად წარადგინოს კანდიდატურა.
5
. კანდიდატურის წარდგენის ვადის ამოწურვიდან ხუთი დღის ვადაში საბჭოს მიერ შეირჩევა სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს/
მუდმივმოქმედი კომისიის წევრობის კანდიდატი, რომელიც სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს/
მუდმივმოქმედი კომისიის წევრის უფლებამოსილების გასვლამდე არა უგვიანეს ხუთი დღისა წარედგინება მინისტრს დასამტკიცებლად.
6
. იმ შემთხვევაში, თუ მინისტრი არ დაამტკიცებს წარდგენილ კანდიდატურას, საბჭოს მიერ მინისტრს წარედგინება სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს/
მუდმივმოქმედი კომისიის წევრობის ახალი კანდიდატურა.