პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 15.10.2010
ძალის დაკარგვა 01.01.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №832
სარეგისტრაციო კოდი 100110000.08.002.016031
გამოქვეყნების წყარო სსმ, 134, 19/10/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით
- „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 თებერვლის №137 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 01.07.2015
- „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 15 ოქტომბრის №832 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 01.01.2014
დოკუმენტის ტექსტი
პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; }
p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
span.HeaderChar { }
span.FooterChar { }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
span.msoIns { text-decoration:underline; color:teal;}
span.msoDel { text-decoration:line-through; color:red;}
@page Section1 {size:595.45pt 841.7pt; margin:53.85pt 50.95pt 45.0pt 57.55pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №8
32
2010 წლი
ს 15 ოქტომბერი
ქ. თბილისი
პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,
დამტკიცდეს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოებში სახელმწიფო
სამსახურის გავლის თანდართული
წესი.
2
. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად,
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების
ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის შესახებ“
საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 დეკემბრის №706
ბრძანებულება.
3
. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
დანართი
პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესი
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗. წესის მოქმედების სფერო
ეს წესი განსაზღვრავს და აწესრიგებს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა
და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს (შემდე
გში – სამინისტრო) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – სასჯელაღსრულების დეპარტამენტში (შემდეგში – დეპარტამენტი) და მის დაქვემდებარებაში არსებულ პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში –
პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოებში (შემდე
გში – სისტემის ორგანო) სახელმწიფო სამსახურის გავლის წესს, სისტემის ორგანოს მოსამსახურეთა სტატუსს, მათ უფლებებსა და მოვალეობებს, სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიებს.
მუხლი 2🔗. სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძვლები
სისტემის ორგანოში სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, პატიმრობის კოდექსი, „
სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონი, „
საჯარო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონი, ეს წესი და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტები.
მუხლი 3🔗. სამსახურის პრინციპები
სისტემის ორგანოში სამსახურს საფუძვლად უდევს კანონიერების, პიროვნების პატივისცემის, მისი უფლებებისა და თავისუფლების დაცვის, ჰუმანიზმის, საჯაროობის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების წინაშე ანგარიშვალდებულებისა და დაქვემდებარების, სამსახურებრივი დისციპლინის დაცვის, შრომისათვის წახალისების, თანამშრომელთა კვალიფიკაციისა და უნარის გათვალისწინებით,
მათი სამსახურებრივი დაწინაურების პრინციპები.
მუხლი 4🔗. სისტემის ორგანოს მოსამსახურე
1. სისტემის ორგანოს მოსამსახურე (შემდე
გში – მოსამსახურე) არის საჯარო მოსამსახურე, რომელსაც,
როგორც წესი, მინიჭებული აქვს
სახელმწიფო სპეციალური
წოდება. სისტემის ორგანოში შეიძლება არსებობდეს
სახელმწიფო სპეციალური წოდების არმქონე (სამოქალაქო) თანამდებობები. აღნიშნულ
თანამდებობებ
ზე მყოფ მოსამსახურეებ
ზე ამ წესით დადგენილი ნორმები არ ვრცელდება,
გარდა სამსახურებრივ დისციპლინასთან დაკავშირებული შესაბამისი ნორმებისა.
2. სისტემის ორგანოს
საშტატო ნუსხას ამტკიცებს დეპარტამენტის თავმჯდომარე საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა
და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრთან (შემდე
გში –
მინისტრი) შეთანხმებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. მოსამსახურეთა ატესტაცია ხორციელდება მინისტრის მიერ დამტკიცებული დებულების შესაბამისად
.
4. სამსახურებრივ უფლებამოსილებათა განხორციელებისას მოსამსახურე არის ხელისუფლების წარმომადგენელი და პატიმრობის/
თავისუფლების აღკვეთის აღსრულებასთან დაკავშირებული მისი კანონიერი მოთხოვნა შესასრულებლად სავალდებულოა.
5. მოსამსახურის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობის დაკისრება
ს კანონით დადგენილი წესით.
6. სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას მოსამსახურის კანონიერი მოქმედებით გამოწვეული
მატერიალური
ზიანი შესაძლებელია ანაზღაურებულ იქნეს
სახელმწიფოს მიერ,
კანონით დადგენილი წესით.
7. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურეს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით ატაროს და გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი და სხვა სპეციალური საშუალებები.
8. სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას მოსამსახურე,
როგორც წესი,
ატარებს სამსახურებრივ
ფორმას, რომლის ატრიბუტიკას
ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. სამსახურებრივი ფორმის ტარების პირობებს ადგენს მინისტრი. მოსამსახურეებს ეძლევათ მინისტრის მიერ დამტკიცებული ნიმუშის შესაბამისი
პირადობის მოწმობები და პირადი ნომრები (ჟეტონები).
9. მოსამსახურე ექვემდებარება სახელ
მწიფო დაზღვევას.
მუხლი 5🔗. მოსამსახურის სამსახურებრივი უფლებები და მოვალეობები
1. მოსამსახურეებს, მოქმედი
კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად,
დაკავებული თანამდებობიდან გამომდინარე, აქვთ
გარკვეული უფლებები და
მოვალეობები
.
2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურე ემორჩილება თავის უშუალო და ზემდგომ უფროსს. უკანონო ბრძანების ან მითითების მიღებისას მოსამსახურე ხელმძღვანელობს კანონით.
3. მოსამსახურეთა შორის
, რომლებიც სამსახურებრივად არ არიან ერთმანეთთან დაქვემდებარებული, უფროსობა განისაზღვრება სპეციალური წოდების
, ხოლო თანაბარი წოდების შემთხვევაში – დაკავებული
თანამდებობის მიხედვით.
4. აშკარად
უკანონო ბრძანების ან მითითების შესრულება მოსამსახურეს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან.
5. აკრძალულია მოსამსახურის კანონიერ საქმიანობაში ჩარევა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.
6. მოსამსახურეს
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მართლსაწინააღმდეგო
ქმედობის ან სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად
შესრულებისათვის ეკისრება კანონმდებლობით გათვალისწინებული
პასუხი
სმგებლობა.
თავი II
მოსამსახურეთა სამსახურში მიღება და გადაადგილება
მუხლი 6🔗. სამსახურში მიღების წესი
1. სისტემის ორგანოში სამუშაოდ მიიღება 18-
დან 40 წლამდე საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელმაც იცის სახელმწიფო ენა და თავისი
პიროვნული თვისებების
, განათლების
, ფიზიკური მომზადების
ა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით,
შეძლებს შეასრულოს მასზე
დაკისრებული მოვალეობანი. 18-დან 21 წლამდე პირები მიიღებიან მხოლოდ უმცროსი სპეციალური წოდების მქონე თანამდებობებზე.
2. „
სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“
საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო დაწესებულებებიდან
და საქართველოს
თავდაცვის სამინისტროს სისტემიდან გადმოსულ ან აღნიშნული უწყებების
ყოფილ მოსამსახურეებზე (გარდა უარყოფითი საფუძვლით გათავისუფლებული პირებისა), მათი სისტემის ორგანოში მიღებისას,
ასაკობრივი შეზღუდვა არ ვრცელდება.
3. განსაკუთრებულ შემთხვევაში,
სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, სისტემის ორგანოში
შესაძლებელია სამუშაოდ მიღებულ იქნენ 40 წელს გადაცილებული პირები,
მოსამსახურის დანიშვნის უფლების მქონე თანამდებობის პირის უშუალო უფროსის თანხმობით.
4. უმცროსი
და საშუალო სპეციალური წოდების მქონე თანამდებობებზე მიიღებიან საშუალო ან უმაღლესი განათლების მქონე პირები.
5. უფროსი
და უმაღლესი
სპეციალური წოდების მქონე თანამდებობებზე მიიღებიან უმაღლესი განათლების მქონე პირები.
6. სისტემის ორგანოს
უმცროსი სპეციალური წოდების მქონე თანამდებობებზე პირი შეიძლება დაინიშნოს ხელშეკრულების საფუძველზე.
7. სისტემის ორგანოში
შეიძლება მიღებულ იქნეს წვევამდელი, რომელსაც სისტემის
ორგანოში 4 წლის ვადით უწყვეტი სამსახური ჩაეთვლება სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდად.
8
. დეპარტამენტის თავმჯდომარეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
9
. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს დეპარტამენტის თავმჯდომარე მინისტრთან შეთანხმებით, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე მინისტრთან შეთანხმებით ან მინისტრი.
10
. დეპარტამენტის მოსამსახურეებს, გარდა დეპარტამენტის თავმჯდომარისა და მისი მოადგილეებისა, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე.
11
. პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულების დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე მინისტრთან შეთანხმებით.
12
. პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულების დირექტორის მოადგილეებსა და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულების დირექტორის წარდგინებით.
13
. პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულების მოსამსახურეებს, გარდა ამ მუხლის მე-11
და მე-12
პუნქტებით გათვალისწინებული მოსამსახურეებისა, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულების დირექტორი.
14. კანდიდატი სამსახურში მიღებისას ან მოსამსახურე სამსახურში მიღებიდან 6 თვის განმავლობაში გადის სავალდებულო პროფესიული მომზადების (სასწავლო) კურსებს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – სასჯელაღსრულებისა
და პრობაციის
სასწავლო ცენტრში. პროფესიული მომზადების (სასწავლო) კურსების გავლის წესსა და პირობებს ადგენს მინისტრი.
მუხლი 7🔗. შეზღუდვები სისტემის ორგანოში მიღებისა და სამსახურის გავლასთან დაკავშირებით
სისტემის ორგანოში არ მიიღება პირი,
თუ იგი:
ა) ნასამართლევია დანაშაულის განზრახ
ჩადენისათვის და მოხსნილი არა აქვს ნასამართლობა;
ბ) სასამართლო გადაწყვეტილებით ცნობილია ქმედუუნაროდ ან შეზღუდული ქმედუნარიანობის
მქონედ;
გ) სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;
დ) დაავადებულია
ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით,
ფსიქიკური ან/და სხვა ქრონიკული სნეულებით;
ე) შესაბამისი
თანამდებობის დაკავებისას
უშუალო სამსახურებრივი ზედამხედველობით და
უკავშირდება ახლო ნათესავს;
ვ) არის უცხო ქვეყნის მოქალაქეობის პრეტენდენტი,
კანონით ან საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამონაკლისის გარდა.
მუხლი 8🔗. შეუთავსებლობა
მოსამსახურის სამსახურებრივი შეუთავსებლობა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის
შესაბამისად.
მუხლი 9🔗. მოსამსახურის ფიცი
მოსამსახურე დებს ფიცს „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 10🔗. მოსამსახურეთა გადაყვანა/თანამდებობრივი გადაადგილება
1. თუ ამ წესით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული,
მოსამსახურის გადაყვანა/თანამდებობრივი გადაადგილება ხორციელდება
„საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
2. მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილება ხორციელდება
:
ა) ზემდგომ თანამდებობაზე – მოსამსახურის თანხმობით,
სამსახურებრივი დაწინაურებით;
ბ) თანაბარ თანამდებობაზე – მოსამსახურის თანხმობით,
ვაკანტურ თანამდებობათა აუცილებელი დაკომპლექტების ან სხვა სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე
;
გ) დაბალ თანამდებობაზე:
გ.ა)
შტატებით გათვალისწინებული
თანამდებობების
შემცირებისას;
გ.ბ)
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სამედიცინო კომისიის დასკვნის შესაბამისად;
გ.გ)
სამსახურის
ინტერესებიდან გამომდინარე;
გ.დ)
პირადი თხოვნით;
გ.ე)
ატესტაციის შედეგების საფუძველზე
;
გ.ვ)
დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის საფუძველზე
.
3. მოსამსახურის თანამდებობრივი გადაადგილება ხორციელდება მისი განათლებისა და
გამოცდილების გათვალისწინებით. პირის სხვა სპეციალობით დანიშვნას, როგორც წესი, წინ უნდა უძღოდეს მისი შესაბამისი სამსახურებრივი გადამზადება.
4. მოსამსახურის გადაყვანა სისტემის იმავე ორგანოში ხდება თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის ბრძანებით,
სისტემის ერთი ორგანოდან სხვა ორგანოში – დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით, ხოლო
დეპარტამენტის თავმჯდომარის გადაყვანა – მინისტრის ბრძანებით. ბრძანება მოსამსახურეს უნდა გააცნოს უშუალო ხელმძღვანელმა.
5
. შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას ან,
სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე,
დაბალ თანამდებობაზე გადაადგილებისას,
მოსამსახურეს უნარჩუნდება
ადრე დაკავებული თანამდებობის შესაბამისი თანამდებობრივი სარგო.
6
. სხვა საფუძვლებით (გარდა უარყოფითი მოტივებისა) მოსამსახური
ს დაბალ თანამდებობაზე გადაადგილებისას,
თუ მან 15 წელი იმსახურა სისტემის
ორგანოში, მას
ასევე უნარჩუნდება
ადრე დაკავებული თანამდებობის შესაბამისი თანამდებობრივი სარგო.
7
. სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით შესაბამისი ორგანოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, უფლებამოსილ თანამდებობის პირს შეუძლია თანამდებობიდან
დროებით გადააყენოს სისტემის
ორგანოს თანამშრომელი.
8
. სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით თანამდებობიდან გადაყენებულ მოსამსახურეს,
გამართლების შემთხვევაში უნდა მიეცეს ადრე დაკავებული ან მისი თანაბარი თანამდებობა, ამასთან,
აუნაზღაურდეს
სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდშ
ი მიუღებელი თანამდებობრივი სარგო.
9
. დაწესებულების ლიკვიდაციის, შტატებით გათვალისწინებული
თანამდებობათა შემცირების, ხანგრძლივი შრომისუუნარობის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის თანამდებობასთან შეუსაბამობის გამო გათავისუფლებული მოსამსახურე პირადი თანხმობით ირიცხება მოხელეთა რეზერვში.
10
. ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, მოსამსახურეთა
თანამდებობრივ გადაადგილებაზე
უფლებამოსილ პირს შეუძლია მოსამსახურე მიამაგროს იმავე ორგანოს სხვა სტრუქტურულ ერთეულს ან სისტემის
სხვა ორგანოს.
მუხლი 11🔗. ატესტაცია
1. მოსამსახურე ექვემდებარება ატესტაციას, რომლის მიზანია განსაზღვროს, თუ რამდენად შეეფერება იგი დაკავებულ თანამდებობას.
2. მოსამსახურე ატესტაციას გადის მინისტრის მიერ დადგენილი წესით.
3. ატესტაციის მოწყობის ვადებს განსაზღვრავს მინისტრი.
მუხლი 12🔗. მოსამსახურეთა პროფესიული მომზადება
1. სისტემის ორგანოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით დაკომპლექტების მიზნით ხორციელდება
თანამშრომელთა პროფესიული
მომზადება, რომელიც მოიცავს
სპეციალურ პირველდაწყებით მომზადებას
, აგრეთვე
პერიოდულ შემოწმებას
ვარგისიანობაზე, რაც დაკავშირებულია ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებასთან.
2. მოსამსახურეთა
მომზადებას
, გადამზადებასა
და კვალიფიკაციის ამაღლებას ახორციელებს
სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სასჯელაღსრულებისა
და პრობაციის
სასწავლო ცენტრი.
3. პროფესიული მომზადების გავლის წესს და პირობებს
განსაზღვრავს მინისტრი.
მუხლი 13🔗. მოსამსახურის სამსახურებრივი გადაადგილება სხვა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში
1. მოსამსახურის სამსახურებრივი გადაადგილება სხვა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში შეიძლება მხოლოდ მისივე
თანხმობით,
დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე.
2. სხვა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში მოსამსახურის
სამსახურებრივი გადაადგილების დროს მისთვის
სახელმწიფო საბინაო
ფონდიდან საცხოვრებელი ბინის
(სახლის) გამოყოფის
შეუძლებლობის შემთხვევაში, მას
ეძლევა შესაბამისი
კომპენსაცია დროებითი საცხოვრებელი ბინის (სახლის) ქირის გადასახდელად, ამასთან,
მას და მისი ოჯახის წევრებს უნაზღაურდებათ მგზავრობისა
და ტვირთის გადაზიდვის ხარჯები.
თავი III
სახელმწიფო სპეციალური წოდებები
მუხლი 14🔗. უმცროსი, საშუალო და უფროსი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე თანამდებობები
უმცროსი, საშუალო და უფროსი სახელმწიფო
სპეციალური წოდებების მქონე თანამდებობათა ჩამონათვალსა
და მათ
ზღვრულ სპეციალურ წოდებებს ამტკიცებს დეპარტამენტის თავმჯდომარე.
მუხლი 15🔗. სახელმწიფო სპეციალური წოდება
1. მოსამსახურეს კანონმდებლობით დადგენილი წესით
ენიჭება სახელმწიფო სპეციალური წოდება.
2. მოსამსახურეთათვის მინიჭებული სახელმწიფო
სპეციალური წოდებები მუდმივია. სამსახურის შეწყვეტის შემდეგ სახელმწიფო
სპეციალურ წოდებას ემატება სიტყვა „გადამდგარი” ან „თადარიგის”.
3. სახელმწიფო სპეციალური წოდების საკითხები
რეგულირდება
„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ” საქართველოს კანონით
და მინისტრის შესაბამისი
ბრძანებით
.
თავი IV
სამსახურებრივი დისციპლინა
მუხლი 16🔗. სამსახურებრივი დისციპლინა სისტემის ორგანოში
1. სისტემის
ორგანოში სამსახურებრივი დისციპლინა გულისხმობს მოსამსახურის მიერ საქართველოს კონსტიტუციის, კანონმდებლობის, ფიცის, ხელშეკრულების პირობების, აგრეთვე მინისტრის ბრძანებების, უშუალო ან/და ზემდგომი უფროსის მითითებების, მასზე
დაკისრებული მოვალეობის შესრულებას.
2. სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეების მიერ
სამსახურის გავლის წესს ამტკიცებს
მინისტრი.
მუხლი 17🔗. სისტემის ორგანოს ხელმძღვანელის მოვალეობები სამსახურებრივი დისციპლინის დასაცავად
1. სისტემის ორგანოს ხელმძღვანელი პასუხისმგებელია მისდამი დაქვემდებარებული მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დაცვაზე.
2. ხელმძღვანელი
ვალდებულია:
ა) შეუქმნას მოსამსახურეებს
შრომის, დასვენებისა და კვალიფიკაციის ამაღლების საჭირო პირობები;
ბ) მოსამსახურეებს
ჩაუნერგოს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის პასუხისმგებლობის გრძნობა;
გ) უზრუნველყოს საჯაროობა და ობიექტურობა სამსახურებრივი საქმიანობის შეფასებაში;
დ) პატივი სცეს მოსამსახურის პირად ღირსებას.
მუხლი 18🔗. წახალისება სამსახურებრივ საქმიანობაში მიღწეული წარმატებებისათვის
1. სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და მიღწეული წარმატებებისათვის სისტემის
ორგანოს მოსამსახურისათვის გათვალისწინებულია წახალისების შემდეგი ფორმები
:
ა) მადლობის გამოცხადება;
ბ) ფულადი პრემია;
გ) მადლობის სიგელით დაჯილდოება;
დ) მორიგი სახელმწიფო
სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება;
ე) შეფარდებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის
ვადაზე ადრე მოხსნა;
ვ) სამსახურებრივ-საშტატო
იარაღით დაჯილდოება.
2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გამოჩენილი მამაცობისა და გამბედაობისათვის მოსამსახურე შეიძლება წარდგენილ იქნეს სახელმწიფო ჯილდოზე.
მუხლი 19🔗. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება
სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის გამო მოსამსახურის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინური პასუხისმგებლობის
შემდეგი ზომები
:
ა) შენიშვნა;
ბ) საყვედური;
გ) თანამდებობრივი სარგოს დაკავება არა უმეტეს 15 დღისა;
დ) სასტიკი საყვედური;
ე) დაბალ
თანამდებობაზე გადაყვანა
;
ვ) სახელმწიფო
სპეციალური
წოდების
ჩამორთმევა
;
ზ) უფრო დაბალ თანამდებობრივ სარგოზე გადაყვანა, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლის ვადით;
თ) სისტემის ორგანოდან დათხოვნა.
მუხლი 20🔗. წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების წესი
1. წახალისება და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის
გამოყენება ხორციელდება
მოსამსახურის დანიშვნისა და გათავისუფლების უფლების მქონე პირის, აგრეთვე მისი ზემდგომი უფროსის მიერ. სამსახურებრივ-საშტატო
ცეცხლსასროლი იარაღით დაჯილდოება ხორციელდება
კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. თუ უშუალო
უფროსი მიიჩნევს, რომ მოსამსახურე
იმსახურებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებას
ან წახალისებას,
და ეს არ შედის მის კომპეტენციაში, იგი ზემდგომი უფროსის წინაშე წარადგენს შესაბამის
შუამდგომლობას.
3. დაუშვებელია
მოსამსახურისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდება
მისი ავადმყოფობის, შვებულებაში ან მივლინებაში ყოფნის დროს, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ დისციპლინური გადაცდომის
ჩადენის
შემდეგ გავიდა ერთ წელზე მეტი.
4. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის
გამოყენება და წახალისება, როგორც წესი, ხორციელდება
ბრძანების საფუძველზე
; ამასთან,
მადლობა, შენიშვნა და
საყვედური შეიძლება გამოცხადდეს ზეპირადაც.
5. ბრძანების საფუძველზე
გამოცხადებული შენიშვნა ან
საყვედური არ შეიძლება მოიხსნას ზეპირად.
6. მოსამსახურეს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებამდე
უნდა ჩამოერთვას წერილობითი ახსნა-განმარტება. წახალისების ან
მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის
გამოყენების თაობაზე
მოსამსახურეს ეცნობება პირადად.
7. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა
უნდა იყოს შეფარდებული 10 დღის განმავლობაში იმ დღიდან, როცა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირისათვის ცნობილი გახდა ჩადენილი გადაცდომის შესახებ
, ხოლო იმ შემთხვევაში, როცა ხორციელდება
სამსახურებრივი შემოწმება, დაიწყო სისხლისსამართლებრივი
დევნა ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
საქმის წარმოება, არა უგვიანეს ერთი თვისა, დამრღვევის ავადმყოფობის ან შვებულებაში ყოფნის დროის ჩაუთვლელად.
8. ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის
შეიძლება დისციპლინური პასუხისმგებლობის
მხოლოდ ერთი ზომის
გამოყენება.
9. ბრძანება დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების
შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს
გაცნობიდან ერთი თვის ვადაში,
კანონმდებლობით დადგენილი წესით.
10. ზემდგომ უფროსს უფლება აქვს მოხსნას ან შეცვალოს
ქვემდგომი უფროსის მიერ შეფარდებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა
, თუ ის
არ შეესაბამება ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის
სიმძიმეს.
11. მოსამსახურე ითვლება დისციპლინური
პასუხისმგებლობის არმქონედ
, თუ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შ
ეფარდების დღიდან ერთი წლის განმავლობაში არ შეეფარდა დისციპლინური პასუხისმგებლობის
ახალი ზომა
. ზეპირად
გამოცხადებული შენიშვნა ან საყვედური
მოხსნილად ითვლება ერთი თვის გასვლის შემდეგ.
12. უფროსი, რომელიც გადაამეტებს თავის უფლებამოსილებებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებისას,
პასუხს აგებს კანონმდებლობით დადგენილი
წესით.
13. მოსამსახურის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის
შეფარდების წესს განსაზღვრავს მინისტრი.
თავი V
სამსახურის გავლის პირობები
მუხლი 21🔗. სამუშაო დროის ხანგრძლივობა
1. მოსამსახურისათვის დადგენილია ორმოცდაერთსაათიანი
სამუშაო კვირა და არანორმირებული სამუშაო დღე.
2. სისტემის ორგანოს იმ თანამდებობათა ჩამონათვალს, რომლებისთვისაც შემოკლებული სამუშაო დღეა დადგენილი, განსაზღვრავს მინისტრი.
3. მოსამსახურეები, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ბრძანების საფუძველზე,
შეიძლება დასაქმებულ იქნენ უქმე და დასვენების
დღეებში. ასეთ
შემთხვევაში,
მათ ეძლევათ ანაზღაურება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ცვლებში მომუშავე მოსამსახურეებისათვის დგინდება თანაბარი
ხანგრძლივობის დღის, საღამოსა და ღამის ცვლები.
მუხლი 22🔗. შვებულება
მოსამსახურისათვის დგინდება
შემდეგი სახის ანაზღაურებადი შვებულებები:
ა) მორიგი ყოველწლიური;
ბ) მოკლევადიანი;
გ) ავადმყოფობის გამო;
დ) სასწავლო;
ე) ორსულობისა და მშობიარობის გამო.
მუხლი 23🔗. მორიგი ყოველწლიური შვებულება
1
. მორიგი ყოველწლიური შვებულება მოსამსახურეს ეძლევა 30 კალენდარული დღის ოდენობით.
2
. შვებულების ხანგრძლივობა გამოითვლება კალენდარული დღეებით. უქმე
და დასვენების
დღეები
(არა უმეტეს 10 დღისა) მორიგი ყოველწლიური შვებულების ანგარიშში
არ ითვლება.
3
. მორიგი ყოველწლიური შვებულება მოსამსახურეს ეძლევა კალენდარული წლის განმავლობაში შვებულების გრაფიკის შესაბამისად, თანამდებობაზე
დანიშვნის უფლების მქონე პირის ბრძანებით. წინა წლის გამოუყენებელი შვებულება მოსამსახურეს შეიძლება მიეცეს მომდევნო წლის პირველ კვარტალში. მორიგი ყოველწლიური შვებულების ხანგრძლივობა თანამდებობაზე
ახლად დანიშნული
მოსამსახურისათვის გამოითვლება ნამსახურები დღეების
პროპორციულად: ორ-ნახევარი
დღე სამსახურის ყოველ სრულ თვეზე მიღების დღიდან. ასეთ შემთხვევაში,
მოსამსახურეს,
მისი მოთხოვნით, 10 დღეზე ნაკლები შვებულება
შეიძლება მიეცეს მომდევნო წლის შვებულებასთან ერთად.
4
. მოსამსახურეს, რომე
ლიც უნდა დაითხოვონ სამსახურიდან (გარდა უარყოფითი საფუძვლით
დასათხოვი პირი
სა), შეუძლია ისარგებლოს
მორიგი ყოველწლიური შვებულებით.
მუხლი 24🔗. მოკლევადიანი შვებულება
1. მოსამსახურეს, ოჯახური მდგომარეობის გამო ან
სხვა საპატიო მიზეზით,
შეიძლება მიეცეს მოკლევადიანი შვებულება 10 დღის ხანგრძლივობით.
2. მოკლევადიანი შვებულება
მორიგი
ყოველწლიური
შვებულების ანგარიშში
არ შედის.
მუხლი 25🔗. შვებულება ავადმყოფობის გამო
1. მოსამსახურეს ავადმყოფობის გამო შვებულება ეძლევა დროებითი შრომისუუნარობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის საფუძველზე.
2. ავადმყოფობის გამო შვებულებაში ყოფნის დრო არ უნდა აღემატებოდეს ზედიზედ
ოთხ თვეს.
ეს დრო შეიძლება გაგრძელდეს
თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის მიერ სამედიცინო
დაწესებულების მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტის
საფუძველზე. ავადმყოფობის გამო შვებულებაში ყოფნის ვადის გასვლისა და გამოჯანმრთელების
შემდეგ მოსამსახურე
ექვემდებარება სამედიცინო კომისიის მიერ
ვარგისიანობაზე შემოწმებას,
რათა მიეცეს შემდეგში სამსახურის გაგრძელების უფლება. მოსამსახურეს, რომელიც დაი
ჭრა
, დასახიჩრდ
ა ან მიიღო
კონტუზია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ავადმყოფობის გამო შვებულებაში
ყოფნის დრო არ განესაზღვრება.
3. ავადმყოფობის გამო შვებულება
არ შედის მორიგი ყოველწლიური შვებულების ანგარიშში.
4. ავადმყოფობის გამო მოსამსახური
ს სამსახურიდან დათხოვნისას მას
არ ეძლევა ავადმყოფობისათვის შვებულება.
მუხლი 26🔗. სასწავლო შვებულება
1.
მოსამსახურეს შეიძლება მიეცეს სასწავლო შვებულება კვალიფიკაციის ასამაღლებლად 2 წელიწადში ერთხელ 3 თვემდე ვადით, თანამდებობრივი სარგოს შენარჩუნებით.
2. თუ მოსამსახურეს სასწავლო შვებულება ეძლევა სისტემის ორგანოს ინიციატივით, მას სრულად აუნაზღაურდება სასწავლო შვებულებასთან დაკავშირებული შესაბამისი ხარჯები.
მუხლი 27🔗. ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულება, დახმარება და კომპენსაცია
ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულება, დახმარება და კომპენსაცია მოსამსახურეს ეძლევა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 28🔗. მოსამსახურის ფულადი ანაზღაურება
1. სამსახურისათვის მოსამსახურე იღებს:
ა) ხელფასს, რომელიც მო
იცავს თანამდებობრივ სარგოს და სახელმწიფო
სპეციალური წოდებისათვის დადგენილ დანამატს;
ბ
) სასურსათო ულუფის კომპენსაციას;
გ
) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებსა და კომპენსაციებს.
2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურისათვის მიყენებული ზიანი სრული მოცულობით ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურის დაღუპვის შემთხვევაში,
მის ოჯახს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან
ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება არა უმეტეს 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარისა. დაკრძალვის ხარჯებს აანაზღაურებს სახელმწიფო.
4. მოსამსახურეს, რომელიც დაიჭრა ან დასახიჩრდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეძლევა ერთჯერადი დახმარება არა უმეტეს 7 000 (შვიდი ათასი) ლარისა. დაზიანების სიმძიმის ხარისხი განისაზღვრება მოქმედი
კანონმდებლობის შესაბამისად.
5. სახელმწიფო
სპეციალური წოდებისათვის დანამატისა და სასურსათო ულუფის კომპენსაციის ოდენობას განსაზღვრავს მინისტრი.
მუხლი 29🔗. შეღავათები, გარანტიები და კომპენსაციები
1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების
ფარგლებში,
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად,
მოსამსახურისთვის შეიძლება განისაზღვროს ამ წესით გაუთვალისწინებელი სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებები და შეღავათები.
2
. მოსამსახურეებს უფლება აქვთ ისარგებლონ უფასო სამედიცინო მომსახურებით (მათ შორის,
წამლებითაც) სამინისტროს სამედიცინო დაწესებულებებში.
3
. მოსამსახურეს, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის იყენებს სახელმწიფო ან პირად საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებას, საწვავით უზრუნველყოფს დეპარტამენტი.
4
. მოსამსახურისა და მისი ოჯახის წევრის (წევრების) სამედიცინო მომსახურების წესსა და პირობებს განსაზღვრავს მინისტრი.
5
. სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, მოსამსახურეს, კანონმდებლობით დადგენილი წესით,
შესაძლებელია სარგებლობაში გადაეცეს სისტემის ორგანოს ბალანსზე რიცხული,
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბინა, სახლი, დამხმარე ნაგებობა
და მათზე და
მაგრებული მიწის ნაკვეთი.
თავი VI
სამსახურის შეჩერება და შეწყვეტა
მუხლი 30🔗. სამსახურის შეჩერების საფუძვლები
სისტემის ორგანოში სამსახურის შეჩერების ძირითადი
საფუძვლებია:
ა) მოსამსახურის მოტივირებული და დასაბუთებული წერილობითი განცხადება სამსახურის შეჩერების შესახებ, რომელსა
ც მოსამსახურის სამსახურში მიღების უფლებამოსილების მქონე პირი აკმაყოფილებს
გონივრული ვადით;
ბ) შვებულება;
გ) მოსამსახურის კანდიდატად წამოყენება
საპრეზიდენტო ან წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებში, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი;
დ) კანონით დადგენილ შემთხვევებში და წესით,
მოსამსახურისათვის
სხვა სამსახურებრივი დავალების დაკისრება
;
ე) კვალიფიკაციის ამაღლება, პროფესიული გადამზადება;
ვ) მოსამსახურის დროებითი გათავისუფლების სხვა შემთხვევები (კანონის შესაბამისად ან მის საფუძველზე).
მუხლი 31🔗. სამსახურის შეწყვეტის საფუძვლები
სისტემის ორგანოებში სამსახურის შეწყვეტის ძირითადი
საფუძვლებია:
ა) სისტემის ორგანოებიდან დათხოვნა;
ბ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;
გ) მოსამსახურის უგზო-უკვლოდ დაკარგულად ცნობა ან გარდაცვლილად აღიარება
კანონით დადგენილი წესით;
დ) მოსამსახურის გარდაცვალება.
მუხლი 32🔗. სისტემის ორგანოდან დათხოვნა
სისტემის ორგანოდან მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ იქნეს:
ა) სხვა დაწესებულებაში გადასვლის გამო;
ბ) სამსახურში მიღებისას დადგენილი მოთხოვნების დარღვევისათვის;
გ) დაწესებულების
ლიკვიდაციის ან შტატების შემცირების გამო;
დ) სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნილი მოსამსახურის აღდგენის შემთხვევაში;
ე) სამსახურებრივი შეუფერებლობის გამო ატესტაციის შედეგების საფუძველზე
;
ვ) სამსახურში ყოფნის ზღვრული
ასაკის მიღწევის
გამო;
ზ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამსახურის ვადის გასვლის გამო;
თ) ხელშეკრულების
პირობების დარღვევის გამო;
ი) დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო
;
კ) ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო;
ლ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს
გამამტყუნებელი განაჩენის გამო;
მ) ავადმყოფობის გამო – თუ
სამედიცინო კომისიის მიერ მშვიდობიანობის
დროს სამხედრო სამსახურისათვის უვარგისად არის
მიჩნეული (ომის დროს
– II ხარისხის შეზღუდულად ვარგისი);
ნ) ჯანმრთელობის გაუარესების გამო – თუ
სამედიცინო კომისიის მიერ მშვიდობიანობის
დროს ვარგისადაა
მიჩნეული სამხედრო სამსახურისთვის (ომის დროს –
I ხარისხის შეზღუდულად ვარგისი), სამწყობრო სამსახურების
გარდა, შესაბამისი
ვაკანტური თანამდებობების არარსებობის
გამო;
ო) ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობის
გამო (გარდა ამავე მუხლის „მ” და „ნ” ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა);
პ) არადამაკმაყოფილებელი პროფესიული ჩვევების გამო;
ჟ) პირადი პატაკით (განცხადებით).
მუხლი 33🔗. საშუალო, უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე პირების სამსახურიდან დათხოვნის თავისებურებანი
საშუალო, უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე პირები სისტემის ორგანოდან შეიძლება დაითხოვონ:
ა)
საქართველოს სამხედრო ძალების თადარიგში, თუ დასათხოვმა პირმა არ მიაღწია ზღვრულ ასაკს, რომელიც დადგენილია „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით თადარიგში ჩასარიცხი პირებისათვის;
ბ
) გადადგომით ასაკის გამო – ზღვრული ასაკის მიღწევისას
თადარიგში ყოფნით;
გ
) გადადგომით ავადმყოფობის გამო – სამედიცინო კომისიის მიერ მიჩნეული სამხედრო სამსახურისათვის უვარგისად სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნით
.
მუხლი 34🔗. მოსამსახურეების ასაკობრივი შეზღუდვა
1. მოსამსახურეებს, რომლებსაც აქვთ უმცროსი სპეციალური წოდება, შეუძლიათ იმსახურონ სისტემის ორგანოში 60 წლის ჩათვლით.
2. მოსამსახურეებს, რომლებსაც აქვთ საშუალო და უფროსი სპეციალური წოდებები
, შეუძლიათ იმსახურონ სისტემის ორგანოში შემდეგი ასაკის მიღწევამდე:
ა) იუსტიციის უმცროსი ლეიტენანტი – იუსტიციის კაპიტანი – 55 წლის ჩათვლით (თადარიგში ყოფნით
); 60 წლის ჩათვლით (
გადადგომით)
;
ბ) იუსტიციის მაიორი – იუსტიციის პოლკოვნიკი – 60 წლის ჩათვლით (თადარიგში ყოფნით
); 65 წლის ჩათვლით (
გადადგომით)
.
3. სამსახურში ყოფნის
ზღვრულ ასაკს მიღწეული
მოსამსახურეები ექვემდებარებიან დათხოვნას, გარდა ამ წესით გათვალისწინებული შემთხვევებისა
.
4. სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, ატესტაციის შედეგებისა
და სამედიცინო დასკვნის გათვალისწინებით,
მინისტრის ნებართვით,
იუსტიციის პოლკოვნიკის სპეციალური წოდების მქონე ზღვრულ ასაკს მიღწეულ
მოსამსახურეს, მისივე
თანხმობით, შეი
ძლებ
ა გაუგრძელდეს სამსახურის ვადა 5 წლამდე ვადით
.
5. სამსახურის ვადის გაგრძელების შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება
არ გამორიცხავს მოსამსახურის დათხოვნის შესაძლებლობას ამ წესით გათვალისწინებული შესაბამისი
საფუძვლებით.
მუხლი 35🔗. სისტემის ორგანოდან დათხოვნილთა ვალდებულება
სამსახურიდან
დათხოვნილი მოსამსახურე ვალდებულია დააბრუნოს მასზე სამსახურებრივად გაპიროვნებული მატერიალური ფასეულობანი.
თავი VII
მოსამსახურის აღდგენა სისტემის ორგანოში
, თანამდებობაზე და სახელმწიფო
სპეციალურ წოდებაში
მუხლი 36🔗. სისტემის ორგანოში, თანამდებობაზე და სახელმწიფო სპეციალურ წოდებაში აღდგენის საფუძვლები
1. ის მოსამსახურე, რომე
ლიც უსაფუძვლოდ იქნა
დათხოვნილი სისტემის ორგანოდან, გათავისუფლებული
დაკავებული თანამდებობიდან ან რომელსაც
ჩამოერთვა სახელმწიფო
სპეციალური წოდება, ექვემდებარება აღდგენას,
როგორც სისტემის ორგანოში, ასევე
შესაბამის თანამდებობაზე და სახელმწიფო
სპეციალურ წოდებაში.
2. სისტემის ორგანოში
, თანამდებობაზე და სახელმწიფო
სპეციალურ წოდებაში
აღდგენის საფუძველია სამსახურებრივი შემოწმების დასკვნა, სასამართლოს კანონიერ
ძალაში შესული გადაწყვეტილება, აგრეთვე რეაბილიტირებულის განცხადება სისტემის ორგანოში აღდგენის შესახებ
.
მუხლი 37🔗. სისტემის ორგანოში, თანამდებობაზე და სახელმწიფო სპეციალურ წოდებაში აღდგენის წესი
1. მოსამსახურეს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით
გაასაჩივროს გადაწყვეტილება მისი სისტემის ორგანოდან დათხოვნის, თანამდებობიდან გათავისუფლებისა
და სახელმწიფო
სპეციალური წოდების ჩამორთმევის შესახებ.
2. სისტემის ორგანოში, თანამდებობაზე და სახელმწიფო
სპეციალურ წოდებაში
აღდგენის შესახებ უფლებამოსილი ორგანოს
მიერ მიღებული გადაწყვეტილება ექვემდებარება აღსრულებას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. მოსამსახურის სამსახურში აღდგენა ხდება ადრე დაკავებულ ან მა
სთან გათანაბრებულ
თანამდებობაზე, მისივე
თანხმობით.
მუხლი 38🔗. სისტემის ორგანოში აღდგენის შემდეგ სამსახურის სტაჟის გამოთვლა
სამსახურში
აღდგენილ მოსამსახურეს მუშაობის უწყვეტ სტაჟში ჩაეთვლება დათხოვნის ბრძანების ხელმოწერის დღიდან აღდგენამდე განვლილი პერიოდი.
მუხლი 39🔗. მიყენებული ზიანის ანაზღაურება
უსაფუძვლოდ დათხოვნილ მოსამსახურეს აღდგენის შემთხვევაში უნაზღაურდება მიყენებული მატერიალური ზიანი
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი VIII
მოსამსახურეთა სტაჟი, საპენსიო უზრუნველყოფა
მუხლი 40🔗. მოსამსახურეთა სამსახურის სტაჟის გამოთვლა
მოსამსახურეთა სამსახურის სტაჟი გამოითვლება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 41🔗. სამსახურის გავლის წესი ომის პირობებში და იმ ადგილებში, სადაც გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა
მოსამსახურეთათვის
სამსახურის გავლის წესი ომის პირობებში და იმ ადგილებში, სადაც გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 42🔗. საპენსიო უზრუნველყოფა
მოსამსახურის საპენსიო უზრუნველყოფა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.