სასამართლო განჩინება "დიჯილტო ელექტრონიქსი"-ის მიმართ გადახდიუუნარობის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
2010 წლის 4 ოქტომბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ბესიკ სისვაძემ განიხილა შპს „დიჯიტელ ელექტრონიქსის“ მიმართ წარმოებულ გადახდისუუნარობის საქმეზე კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2010 წლის 12 თებერვალს მიღებულ იქნა განჩინება, რომლითაც მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად მოვალე შპს „დიჯიტელ ელექტრონიქსის“ მიმართ დაიწყო რეაბილიტაციის პროცესი. ამ განჩინებით კრედიტორებს განემარტათ თავიანთი ვალდებულებების თაობაზე: ა) დანიშნონ რეაბილიტაციის მმართველი და სასამართლოს წარუდგინონ კრედიტორებსა და რეაბილიტაციის მმართველს შორის დადებული ხელშეკრულება; ბ) მიიღონ გადაწყვეტილება რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მომზადებაზე უფლებამოსილი პირის (მოვალე, კრედიტორი, რეაბილიტაციის მმართველი და ან რამდენიმე მათგანი ერთდროულად) განსაზღვრის თაობაზე; გ) განსაზღვრონ რებილიტაციის გეგმის პროექტის მომზადების ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 60 (სამოცი) დღეს. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,განჩინება 2010 წლის 19 თებერვალს გამოქვეყნდა საქართველოს ოფიციალურ ბეჭდ ვ ით ორგანოში – „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.
აღნიშნული განჩინების შესაბამისად, სასამართლოს წარედგინა კრედიტორთა ნაწილის (შპს „ნიუ ელექტრონიქს-2009“-ის, რუსლან ფრეიმერის, ვანო წიკლაურის, გურამ ჯლანტიაშვილის, ეკა სანიკიძის და ერიკ გევორქიანის) მიერ ხელმოწერილი ოქმი, რომლითაც მათ გამოხატეს ნება შპს „დიჯიტელ ელექტრონიქსის“ რებილიტაციის მ მართველად გიორგი დანელიას დანიშვნის, მისთვის რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მომზადების დავალებისა და რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მომზადების ვადად 60 (სამოცი) დღის განსაზღვრის თაობაზე.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის უფლება აქვთ კრედიტორებს, რომლებიც ფლობენ კრედიტორთა ხმების საერთო რაოდენობის სულ მცირე 10%-ს. ამ მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ერთი ლარის მოთხოვნა არის ერთი ხმა. მოცემულ შემთხვევაში აღიარებული მოთხოვნების საერთო ჯამი შეადგენს 2099932,49 (ორი მილიონ ოთხმოცდაცხრამეტი ათას ცხრაას ოცდათორმეტი მთელი, ორმოცდაცხრა მეასედი) ლარს, შესაბამისად მისი 10% შეადგენს 209993,249 (ორას ცხრა ათას ცხრაას ოთხმოცდაცამეტი მთელი, ორას ორმოცდაცხრა მეათასედი) ლარს. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ სასამართლოსათვის წარდგენილ ოქმზე ხელმომწერ კრედიტორთა მოთხოვნების ჯამი შეადგენს 262140,89 (ორას სამოცდაორი ათას ას ორმოცი მთელი, ოთხმოცდაცხრა მეასედი) ლარს, ცხადი ხდება, რომ ოქმზე ხელმომწერ კრედიტორებს აქვთ კრების მოწვევის უფლებამოსილება. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საკითხები, რომლებიც შეეხებ ა რეაბილიტაციის მ მ ართველის დანიშვნას და რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მომზადების ვადის განსაზღვრას, საჭიროებ ს კრედიტორთა კრების გადაწყვეტილებას, რომელსაც განჩინებით ამტკიცებს სასამართლო.
აღნიშნულის გათვალისწინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2010 წლის 7 ივნისს მიიღო განჩინება 2010 წლის 18 ივნისისათვის კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე. ამ კრების დღის წესრიგად განისაზღვრა რეაბილიტაციის მმართველის დანიშვნის, რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მომზადებაზე უფლებამოსილი პირისა და რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მომზადების ვადის განსაზღვრის თაობაზე კრედიტორთა ჯგუფის მიერ წარმოდგენილი წინადადებების განხილვა.
2010 წლის 18 ივნისის კრედიტორთა კრებაზე ვერ იქნა მიღებული დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების დადებითად გადაწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებები, რადგან მათ მხარი არ დაუჭირა გადამწყვეტი ხმის უფლების მქონე უზრუნველყოფილმა კრედიტორმა სს „საქართველოს ბანკმა“.
2010 წლის 25 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიიღო განჩინება შპს „დიჯიტელ ელექტრონიქსის“რებილიტაციის პროცესის შეწყვეტის, გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების, მეურვის უფლებამოსილების შეწყვეტის, მეურვისათვის გასამრჯელოს განსაზღვრის, მომრიგებელთა საბჭოს უფლებამოსილების შეწყვეტისა და კრედიტორთა კრების გადაწყვეტილების შესაბამისად გაკოტრების მმართველად ადვოკატ გიორგი ზედელაშვილის დამტკიცების თაობაზე. აღნიშნული განჩინება მოვალე შპს „დიჯიტელ ელექტრონიქსის“მიერ გასაჩივრდა კერძო საჩივრით. მისი განხილვის შედეგად თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2010 წლის 13 აგვისტოს მიიღო განჩინება, რომლითაც გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 25 ივნისის განჩინება და საქმე კრედიტორთა კრების მოწვევის ეტაპიდან დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს კრედიტორთა კრების მოწვევის საფუძვლები, სადაც განხილული იქნება რეაბილიტაციის მმართველის დანიშვნის, რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მომზადებაზე უფლებამოსილი პირისა და რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მომზადების ვადის განსაზღვრის თაობაზე კრედიტორთა ჯგუფის მიერ წარმოდგენილი წინადადებები.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმ ის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 44-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „დიჯიტელ ელექტრონიქსის“გადახდისუუნარობის საქმესთან დაკავშირებით მოწვეულ იქნ ე ს კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით: რეაბილიტაციის მმართველის დანიშვნის, რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მომზადებაზე უფლებამოსილი პირისა და რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მომზადების ვადის განსაზღვრის თაობაზე კრედიტორთა ჯგუფის მიერ წარმოდგენილი წინადადებების განხილვა;
2. კრედიტორთა კრების ჩატარების დროდ და ადგილად განისაზღვროს 2010 წლის 29 ოქტომბერი, 12 (თორმეტი) საათი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია, მდებარე თბილისში, დავით აღმაშენებლის მე-12 კილომეტრი, №6 მისამართზე, სასამართლო სხდომის დარბაზი №22;
3. განჩინების შესავალი და სარეზოლუციო ნაწილები გამოქვეყნდეს არა უგვიანეს 2010 წლის22 ოქტომბრისა გაზეთ„საკანონმდებლო მაცნეში“. განჩინება გამოქვეყნდეს სასამართლო დაფაზეც. ბეჭვდით ორგანოში განჩინების გამოქვეყნების უზრუნველყოფა დაევალოს შპს„დიჯიტელ ელექტრონიქსის“მეურვეს ირაკლი ნინუას;
4. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ბ. სისვაძე