"საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№315
სარეგისტრაციო კოდი
010240030.10.003.016046
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 134, 19/10/2010

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება№315

2010 წლის 13 ოქტომბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში   დამატებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კა­ნონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ,,საქარ­თვე­ლოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დე­ბულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით (სსმ III, 2004 წე­ლი, №99, მუხლი 849) დამტკიცებულ დებულე­ბა­ში შე­ტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ს“ და ,,ტ“  ქვე­პუნქ­ტები:

,,ს) მდგრადი განვითარების დეპარტამენტი;

ტ) კოორდინაციის სამსახური.“.

2. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ს“ და ,,ტ“  ქვე­პუნქ­ტები:

  ,,ს) მდგრადი განვითარების დეპარტამენტი – მდგრადი განვითარების სტრატეგიის მომზადება და მისი ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამის შემუშავება; მსოფლიო გლობალური გამოწვევების წინაშე ქვეყნის მზადყოფნის უზრუნველმყოფი ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა, მდგრადი გან­ვი­თარების ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი ინოვაციური პრო­ექ­ტების მიღება, დამუშავება და ანალიზი, მათი რეალიზაციის აუცილებლობისა და განხორციელების მიზანშეწონილობის შე­სახებ შესაბამისი წინადადებების წარდგენა საქართველოს მთა­ვ­­რო­ბისათვის; ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალისა და რე­სურ­სების გამოვლენის ხელშეწყობა მდგრადი განვითარების მი­მარ­თულებით; ეკონომიკის მდგრადი და უსაფრთხო განვი­თა­რების ხელშეწყობის მიმართულებით შესაბამისი საკანონ­მდებ­ლო ინი­ციატივების მომზადება და მისი კანონმდებლობით დად­გე­­ნილი წესის შესაბამისად საქართველოს მთავრობისათვის წარდგენა; ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად კომპეტენციის ფარგლებ­ში აქტიური თანამშრომლობა აღმასრულებელ ხელი­სუფ­ლებასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან, ბიზნესსექტორთან და სა­ერ­თა­შორისო ინსტიტუტებთან;

ტ) კოორდინაციის სამსახური – სახელმწიფო დაწესებუ­ლე­ბებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, ბიზნეს­სექტორს, სამოქალაქო საზოგადოების წევრებსა და სამი­ნის­ტროს შორის ორგანიზებული, ეფექტური და კოორდი­ნირებული კომუნიკაციის უზრუნველყოფა; ეკონომიკის მდგრადი და უსაფრ­თხო განვითარების ხელშეწყობის მიზნით, კომპე­ტენციის ფარგლებში, საჯარო სექტორის, ბიზნესის სფეროსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიერ მიწო­დებული ინიციატივების შეფასება; წინადადებების მომზადება სა­მინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეუ­ლე­ბის წინაშე დასმული ამოცანების შესრულების ხელ­შეწ­ყობის მიზნით; სამინისტროს წინაშე დასმული ამოცანებისა და სა­კით­ხების შესწავლასა და განხილვაში მონაწილეობა.“.  

 მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომ­ბრიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                                                  ნ. გილაური