⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (10.03.2015)
გაუქმებულია:

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს თეატრის,მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 18.10.2010
ძალის დაკარგვა 10.03.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
ნომერი №3/226
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.054.016002
გამოქვეყნების წყარო სსმ, 135, 21/10/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,552 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.10.2010 მიღება
10.03.2015 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📤 მითითებული ნორმატიული აქტები (5)

დოკუმენტის ტექსტი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს თეატრის,მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; } p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:.25in; line-height:200%; font-size:12.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; } span.BodyTextChar { } span.BodyTextIndent2Char { } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:45.0pt 46.3pt 45.0pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანება №3/226 2010 წლის 18 ოქტომბერი ქ. თბილისი „ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ „ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის შექმნის შესახებ “ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 10 ნოემბრის №932 ბრძანებულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს „ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის “ თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 25 იანვრის № 3/22 ბრძანება. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ნ. რურუა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება 1. საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი (შემდეგში – „ მუზეუმი“ ) არის „ საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. 2. მუზეუმი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, სამართლებრივი აქტებით და ამ დებულებით. 3. მუზეუმის სახელწოდებაა – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი. 4. მუზეუმს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ლოგო, ბეჭედი, ბლანკი და შტამპი საკუთარი დასახელებით, სახაზინო და საბანკო ანგარიშები როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთის საბანკო დაწესებულებებში და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 5. მუზეუმის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქალაქი თბილისი, ია კარგარეთელის ქუჩა № 6. მუხლი 2🔗. მუზეუმის მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი 1. მუზეუმში დაცული საგანძური წარმოადგენს ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას, სახელმწიფო საკუთრებას, ეროვნული სიმდიდრის შემადგენელ ნაწილს, ერის მატერიალური და სულიერი კულტურის ძეგლების ერთობლიობას, ხელშეუხებელ ერთიან სამუზეუმო ფონდს. 2. მუზეუმის მიზანია: ა) სამუზეუმო ფონდის შევსებისა და სრულყოფის მიზნით შეიძინოს ან შემოწირულობა-საჩუქრის სახით შეკრიბოს თეატრალური, მუსიკალური, ქორეოგრაფიული, კინოხელოვნების და საერთოდ ქართული კულტურის განვითარების პროცესებთან დაკავშირებული მასალა – ხელნაწერები, იკონოგრაფიული, აუდიო-ვიზუალური, ნივთიერი მასალა, ფოტოები, ფოტონეგატივები, აფიშები, პროგრამები, სახვითი ხელოვნების ნიმუშები, სცენოგრაფიული და სხვა მასალები; ბ) პოპულარიზაცია გაუწიოს საქართველოს კულტურულ ფასეულობებს, მხარი დაუჭიროს ქვეყნის კულტურული და ინტელექტუალური მემკვიდრეობის მნიშვნელოვან პროპაგანდას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო საზოგადოების წინაშე; გ) ახალი ტექნოლოგიების ათვისებისა და დანერგვის საფუძველზე უზრუნველყოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-აღრიცხვისა და რესტავრაცია-კონსერვაციის ოპტიმალური პირობები. 3. მუზეუმის ფუნქციებს და საქმიანობის სფეროს განეკუთვნება: ა) ხელოვნების სხვადასხვა დარგის მოღვაწეებთან, კულტურის სფეროს დაწესებულებებთან, არასამთავრობო და კომერციულ ორგანიზაციებთან, შემოქმედებით კოლექტივებთან და ცალკეულ ხელოვანებთან თანამშრომლობა; კულტურული პროგრამების შემუშავება, უცხოეთის სამუზეუმო და საზოგადოებრივ სამეცნიერო ცენტრებთან თანამშრომლობა; ბ) სტაციონაrუlი ექსპედიციებისა და მოძრავი გამოფენების მოწყობა როგორც ქვეყნის შეგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, მათი პერიოდული რეექსპოზიციის მოწყობა; გ) როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ კომერციულ ან საქველმოქმედო სამუზეუმო ღონისძიებებში, მათ შორის: გამოფენებში, კონკურსებსა და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება და მსგავსი ღონისძიებების მოწყობა; დ) მუზეუმში დაცული ექსპონატების დაცვა-აღრიცხვა, დიგიტალიზაცია, სარესტავრაციო და საკონსერვაციო სამუშაოების ჩატარება; ე) მუზეუმში დაცული კულტურული და ინტელექტუალური მემკვიდრეობის ექსპერტიზა და კლასიფიკაცია; სააღრიცხვ ო დოკუმენტების შედგენა, სტანდარტიზაცია და რეგისტრაცია; ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნა თანამედროვე მეთოდოლოგიის გამოყენებით; ვ) სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოების ტექნოლოგიური და მეთოდოლოგიური სრულყოფისა და შრომის ორგანიზაციის მოწინავე მეთოდების დანერგვის მიზნით სხვა სახელმწიფოების გამოცდილების შესწავლა; ზ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სასწრაფო–გადაუდებელი, გეგმიური, მცირე და დიდი მოცულობის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოების განხორციელება; სიძველეთა დაცვის ოპტიმალური პირობების უზრუნველყოფა; თ) გამოფენების, კოლექციებისა და სამეცნიერო რესურსებზე დაყრდნობით საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება; საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საენციკლოპედიო და საცნობარო ხასიათის ლიტერატურის, ბუკლეტების, ღია ბარათების, პლაკატების, სუვენირების, სამეცნიერო და პოპულარული ხასიათის ლიტერატურის გამოცემა; ი) კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სტაჟირების გავლის შემთხვევაში შესაბამისი სერთიფიკატის გაცემა; კ) სამეცნიერო პროგრამების შემუშავება და განხორციელება; ლ) საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება; მ) მეცნიერების, სტუდენტებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის, მუზეუმში დაცულ მასალებზე მუშაობის ხელშეწყობის უზრუნველყოფა; ნ) საომარი მოქმედებებისა და საგანგებო მდგომარეობის დროს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად, მუზეუმში დაცული კულტურული ფასეულობების დაცვის უზრუნველყოფა. 4. მუზ ეუმს უფლება აქვს: ა) განახორციელოს „ მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა საქმიანობა; ბ) წარმართოს შრომითი ურთიერთობები სახელშეკრულებო საფუძველზე, საქართველოს „ შრომის კოდექსის“ შესაბამისად; გ) საკუთარი სახელით განახორციელოს თავისი უფლება-მოვალეობები, დადოს გარიგებები, გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ ან მოპასუხედ. მუხლი 3🔗. მუზეუმის მართვა და სტრუქტურა 1. მუზეუმის მართვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად. 2. მუზეუმის სტრუქტურული ერთეულები დაკისრებულ ფუნქციებს ახორციელებენ მუზეუმის შინაგანაწესისა და არსებული ინსტრუქციების შესაბამისად, მათთვის დადგენილ კომპეტენციათა ფარგლებში. 3. მუზეუმის მართვას ახორციელებს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი. 4. მუზეუმის დირექტორი: ა) ხელმძღვანელობს მუზეუმის საერთო საქ მიანობას და პასუხისმგებელია ამ საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე; ბ) მინდობილობის გარეშე წარმოადგენს მუზეუმს ყველა ინსტანციაში, ნიშნავს რწმუნებულებს, გასცემს მინდობილობებს, მუზეუმის სახელით დებს გარიგებებს; გ) მოქმედი კანონმდებლობისა და წინამდებარე დებულების შესაბამისად, განაგებს მუზეუმის ქონებას და საფინანსო სახსრებს, პასუხისმგებელია მათ კანონიერ გამოყენებაზე; დ) საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუზეუმის თანამშრომლებს; უფლებამოსილია კონკრეტული სამუშაოს შესრულებისათვის ხელშეკრულების საფუძველზე აიყვანოს შტატგარეშე თანამშრომელი; ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია თანამშრომლების მიმართ გამოიყენოს წახალისებისა და დისციპლინურ ი პასუხისმგებლობის ზომები; ვ) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, ამტკიცებს მუზეუმის სამეცნიერო საბჭოს დებულებას; ზ) სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოების ეფექტურად დაგეგმვისა და მონიტორინგის მიზნით ქმნის სათათბირო ორგანოს – სარესტავრაციო საბჭოს და ამტკიცებს მის დებულებას; თ) სათათბირო ხმის უფლებით ესწრება სამეცნიერო საბჭოს სხდომებს; ი) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, ამტკიცებს მუზეუმის საშტატო განრიგსა და სახელფასო ფონდს; კ) თავისი კომპეტენციის ფარლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; ლ) დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მუზეუმის ერთ-ერთი თანამშრომელი შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე; მ) მუზეუმის წინაშე მდგარი რიგი საკითხების გადასაწყვეტად უფლებამოსილია შექმნას დროებითი სამუშაო ჯგუფები, კომისიები; ნ) ამტკიცებს დაწესებულების შინაგანაწესს, თანამშრომლების ფუნქციონალურ დატვირთვას და სამსახურებრივ ინსტრუქციებს. მუხლი 4🔗. მუზეუმის სამეცნიერო საბჭო 1. მუზეუმის სამეცნიერო საბჭო არის მუზეუმის სათათბირო ორგანო, რომელიც შედგება მუზეუმის თანამშრომლებისა და მოწვეული პირებისაგან. 2. სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობასა და მის დებულებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით ადგენს და ამტკიცებს მუზეუმის დირექტორი. 3. სამეცნიერო საბჭო განიხილავს მუზეუმის შემოქმედებითი განვითარების გეგმა სა და მუზეუმის სამეცნიერო მოღვაწეობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 4. სამეცნიერო საბჭოს სხდომები ფორმდება ოქმის სახით, რომელიც შესასრულებლად სარეკომენდაციო ხასიათისაა. მუხლი 5🔗. მუზეუმის სახელმწიფო კონტროლი 1. მუზეუმის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმია ნობის ზედამხედველობას. 2. მუზეუმის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, არის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა. 3. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გაუქმოს მუზეუმის არამართლზომიერი გადაწყვეტილება. მუხლი 6🔗. მუზეუმის ქონება 1. მუზეუმს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გადაეცემა შესაბამისი ქონება, რომელიც მუზეუმის სხვა ქონებასთან ერთად შესაძლებელია გამოყენებულ იქნე ს მხოლოდ ამ დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად. 2. მუზეუმს, მხოლოდ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანხმობით, შეუძლია განახორციელოს შემდეგი საქმიანობა: ა) უძრავი ქონების შეძენა, მუზეუმის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და ვალდებულებებით დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებათა მიღება მუზეუმის ქონებასთან დაკავშირებით, რომელიც სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს; ვ) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმი ტების განსაზღვრა. 3. ამ მუხლის მეორე პუნქტის „ ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობა. 4. ამ მუხლის მეორე პუნქტის „ ბ“ და „ გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. 5. მუზეუმს უფლება აქვს, მისთვის გადაცემული სახელმწიფო ქონება გაასხვისოს/სარგებლობის უფლებით გადასცეს სხვა პირს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 7🔗. მუზეუმის დაფინანსების წყაროები 1. მუზეუმის დაფინანსების წყაროებია: ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) სახელმწიფო შეკვეთების შესრულებიდან მიღებული შემოსავალი; გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავლები; დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი ფინანსური სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება მუზეუმის დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. მუზეუმის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია. მუხლი 8🔗. მუზეუმის საბუღალტრო ანგარიშგება და კონტროლი 1. მუზეუმის სამეურნეო-საფინანსო წელი ემთხვევა კალენდარულ წელს. 2. მუზეუმი წლის დასაწყისში ადგენს განვლილი წლის წლიურ ბალანსს და დადგენილ ვადებში წარუდგენს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს. 3. მუზეუმი წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტი. მუხლი 9🔗. მუზეუმის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია 1. მუზეუმის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2. მუზეუმის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში. მუხლი 11🔗. მუზეუმის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი მუზეუმის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.