„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 17 თებერვლის №35 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№193
სარეგისტრაციო კოდი
010240000.22.027.016019
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 134, 19/10/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ს

ბრძანება №193

2010 წლის 19 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 17 თებერვლის №35 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 17 თებერვლის №35 ბრძანებით (სსმ III, 2010წ., №19, მუხ. 222) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ს „დ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებ ი ამოღებულ იქნ ეს.

2. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 7

დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების მიზნით დეპარტამენტი უზრუნველყოფს:

ა) წინადადებების შემუშავებას საერთაშორისო და ევროპულ სამართალთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის მიზნით;

ბ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კოორდინაცია ს;

გ) „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ კონვენციის შესრულების კოორდინაციასა და თანამშრომლობის ორგანიზაციას;

დ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე წინადადებების მომზადების კოორდინაციას;

ე) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში უცხო სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამართლებრივი თანამშრომლობის პოლიტიკის შემუშავებისა და წარმართვის ხელშეწყობას;

ვ) სამინისტროს ურთიერთობების დამყარებას უცხო სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

ზ) სხვა სახელმწიფოებისათვის, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საკითხებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების გაწევის ორგანიზებას საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

თ) სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდებითა და „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში პირის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის ან/და უცხო სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ წინადადების შემუშავებას;

ი) მინისტრისათვის წინადადებების წარდგენას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდებით და „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსაგან მისი შუამდგომლობის შესრულებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის შესახებ;

კ) ჰააგის საერთაშორისო კერძო სამართლის კონფერენციასთან თანამშრომლობა, მასთან სხვა სახელმწიფო ორგანოების თანამშრომლობის კოორდინაცია ს და წარმომადგენლობის განხორციელება ს, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების კოორდინაცია ს და თანამშრომლობის ორგანიზაცია ს;

ლ) დეპარტამენტის უფლებამოსილების ფარგლებში ურთიერთობების დამყარებას და საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციის გამოთხოვას საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან;

მ) სამინისტროს დონორთა და მათ მიერ დაფინანსებული პროექტების შესახებ ინფორმაციის მოძიების კოორდინაცია ს;

ნ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებას.“.

3. III თავი ამოღებულ იქნეს.

4. მე-9 და მე-13მუხლ ებ ი ამოღებულ იქნ ეს.

5. მე-14 მუხლის პირველი პუ ნქ ტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქც ი ით:

„ა) დეპარტამენტის მრჩევლები;“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 20 ოქტომბრიდან.

ზ. ადეიშვილი