„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №285
2009 წლის 25 მაისი
ქ. თბილისი
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულებით (სსმ III, 2008 წ., №161, მუხ. 1623) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ1 “ ქვეპუნქტი:
„უ1 ) კერძო აღმასრულებელზე სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაცემა, კანონით დადგენილი წესით კერძო აღმასრულებლების რეგისტრაცია და კერძო აღმასრულებელთა რეესტრის წარმოება;“.
2. მე-4 მუხლის „ძ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ძ) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების), შემოქმედებითი კავშირებისა და კერძო აღმასრულებლების რეგისტრაცია და რეგისტრირებული ორგანიზაციების საქმიანობის კონტროლი კანონით დადგენილი წესითა და შემთხვევებში; კერძო აღმასრულებელზე სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაცემა და კანონით დადგენილი წესით ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლის განხორციელება;“.
3. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ძ1 “ ქვეპუნქტი:
„ძ1 ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოში აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების წარმომადგენლობის უზრუნველყოფა სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეებზე, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1 000 000 ლარს ან/და საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრი-სით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება;“.
4. მე-4 მუხლის „ჰ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჰ) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების), შემოქმედებითი კავშირებისა და კერძო აღმასრულებელთა რეესტრების წარმოების უზრუნველყოფა;“.
5. მე-11 მუხლის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ) სამართლებრივი უზრუნველყოფის, რეგისტრაციისა და ნოტარიატის დეპარტამენტი;“.
6. 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 25
სამართლებრივი უზრუნველყოფის, რეგისტრაციისა და ნოტარიატის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში სასამართლო დავებზე სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;
ბ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოში აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების წარმომადგენლობის უზრუნველყოფა სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეებზე, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1 000 000 ლარს ან/და საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსა-ზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება;
გ) სასამართლო დავებზე სამინისტროს წარმომადგენლობის კოორდინაციის უზრუნველყოფა;
დ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული სასამართლო დავების ანალიზი, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება, აღრიცხვა და ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნა;
ე) სამინისტროში მომზადებული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტების ვიზირება და სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა;
ვ) სამინისტროს მიერ სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისათვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის უზრუნველყოფა;
ზ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
თ) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებებისა და შემოქმედებითი კავშირების რეგისტრაცია;
ი) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) და შემოქმედებითი კავშირების რეესტრების წარმოების უზრუნველყოფა;
კ) კერძო აღმასრულებელზე სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაცემა, კერძო აღმასრულებლების რეგისტრაცია და კერძო აღმასრულებელთა რეესტრის წარმოების უზრუნველყოფა;
ლ) კანონით დადგენილი წესით ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლის განხორციელება;
მ) კერძო აღმასრულებლების წარმოებაში არსებული სააღსრულებო საქმეების თაობაზე სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება და მონაცემთა ბანკის შექმნა;
ნ) ნოტარიატის სფეროში მინისტრის (სამინისტროს) კანონით დადგენილ უფლებამოსილებათა განხორციელების ორგანიზაციული უზრუნველყოფა, ნოტარიატთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია და მეთოდური ხელმძღვანელობა;
ო) ნოტარიატის საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა;
პ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში და მინისტრის შესაბამისი დავალების საფუძველზე ნოტარიუსის სამსახურებრივი საქმიანობის ზედამხედველობა;
ჟ) მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებული იმ სხვა სამართლებრივი ხასიათის ამოცანების შესრულება, რომლებიც არ შედის სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება სამინისტროს მმართველობის სფეროს.“.
მუხლი 2
1. ამ ბრძანებულების პირველი მუხლის მე-3, მე-5 პუნქტები და მე-6 პუნქტით გათვალისწინებული დებულების 25-ე მუხლის „ა“-„ი“ და „ნ“-„ჟ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2009 წლის 1 ივნისიდან.
2. ამ ბრძანებულების პირველი მუხლის პირველი, მე-2, მე-4 პუნქტები და მე-6 პუნქტით გათვალისწინებული დებულების 25-ე მუხლის „კ“-„მ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2009 წლის 1 ივლისიდან.
მ. სააკაშვილი