„საჯარო სამართლის იურიდიული პირის-აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 20 აგვისტოს №712 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №108/ნ
2010 წლის 19 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 20 აგვისტოს №712 ბრძანებაში ცვლილებ ებ ის ა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის ა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების” მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 20 აგვისტოს №712ბრძანებით დამტკიცებული წესდებ აში (სსმ III, 29.08.2008,№126, მუხ.1285) შევიდეს შემდეგი ცვლილებ ები და დამატებები:
1. წესდების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. აკადემიურ საბჭოში თითოეული ფაკულტეტიდან აირჩევა 2 წევრი.“.
2. წესდების მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:
„დ1) უფლებამოსილია, რექტორის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, რექტორისათვის დაკისრებული მოვალეობების არასათანადოდ შესრულების ან/და რექტორისათვის შეუფერებელი საქმიანობის განხორციელების საფუძვლით, აკადემიური საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით განიხილოს რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. გადაწყვეტილება რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე მიიღება ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. რექტორი ამ ქვე პუნქტით გათვალისწინებულ კენჭისყრებში არ მონაწილეობს. ამ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას;“.
3. წესდების მე-10 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. რექტორს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ირჩევს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით 4 წლის ვადით. რექტორობის კანდიდატისთვის დაუშვებელია შეზღუდვის დაწესება რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, მოქალაქეობისა და დაკავებული აკადემიური თანამდებობის ნიშნით.“.
3. აკადემიური საბჭო რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ნიშნავს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს.
4. რექტორს აკადემიური საბჭოს წევრობა უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში უწყდება.“.
4. წესდების მე-10 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. რექტორს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რექტორი.“.
5. წესდების მე-10 მუხლის მე-10 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
6. წესდების მე-16 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „71“ პუნქტი:
„71. ადმინისტრაციის ხელმძღვანელს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე, რომელიც ახორციელებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილებებს მისი დროებით არყოფნის შემთხვევაში.“.
7. წესდების მე-16 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „72“ პუნქტი:
„72. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს წარმომადგენლობითი საბჭო.“.
8. წესდების 21-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:
„ბ1) უფლებამოსილია, დეკანის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, დეკანისათვის დაკისრებული მოვალეობების არასათანადოდ შესრულების ან/და დეკანისათვის შეუფერებელი საქმიანობის განხორციელების საფუძვლით, ფაკულტეტის საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით განიხილოს დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. გადაწყვეტილება დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე მიიღება ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. დეკანი ამ ქვე პუნქტით გათვალისწინებულ კენჭისყრებში არ მონაწილეობს. ამ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას;“.
9. წესდების 23-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ფაკულტეტის საბჭო ფაკულტეტის დეკანს ირჩევს 4 წლის ვადით. დეკანობის კანდიდატისთვის დაუშვებელია შეზღუდვის დაწესება რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, მოქალაქეობისა და დაკავებული აკადემიური თანამდებობის ნიშნით.
2. დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ფაკულტეტის საბჭო ნიშნავს დეკანის მოვალეობის შემსრულებელს.“.
10. წესდების 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 29. უნივერსიტეტის მართვის ორგანოების არჩევნების გამოცხადება
აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნებს ნიშნავს რექტორი, ხოლო რექტორის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელისა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის არჩევნებს ნიშნავს აკადემიური საბჭო.“.
11. წესდების 37-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 37. რექტორობის კანდიდატის რეგისტრაციაში გატარება
1. რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით დადგენილი წესით, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით.
2. რეგისტრაცია გრძელდება არანაკლებ 2 და არა უმეტეს 3 კვირისა.“.
12. წესდების 38-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. რექტორის არჩევნები ტარდება კანდიდატების რეგისტრაციის დასრულებიდან არა უადრეს 1 და არა უგვიანეს 2 თვის ვადაში.“.
13. წესდების 43-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას აქვეყნებს ფაკულტეტის საბჭო კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით დადგენილი წესით, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით.“.
14. წესდების 44-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 44. დეკანობის კანდიდატის რეგისტრაციაში გატარება
დეკანობის კანდიდატების რეგისტრაცია გრძელდება არანაკლებ 2 და არა უმეტეს 3 კვირისა.“.
15. წესდების 45-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ფაკულტეტის დეკანის არჩევნები ტარდება კანდიდატების რეგისტრაციის დასრულებიდან ა რა უადრეს 3 კვირის და არა უგვიანეს 1 თვის ვადაში.“.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შაშკინი