„სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განადგურების, განაწილებისა და/ან რეალიზაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივნისის №209 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№334
სარეგისტრაციო კოდი
040.110.000.08.
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 74, 18/06/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №334

2009 წლის 17 ივნისი

ქ. თბილისი

„სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განადგურების, განაწილებისა და/ან რეალიზაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივნისის №209 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განადგურების, განაწილებისა და/ან რეალიზაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივნისის №209 ბრძანებულებით (სსმ III, 2004 წ., №59, მუხ. 508) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ქონება არ მოიცავს „სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო ქონებას.“.

2. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-3 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ქონების ჩამორთმევისათვის უფლებამოსილი ორგანო (პირი) ჩამორთმეული ქონების შესახებ ინფორმაციას უგზავნის სააგენტოს.“.

4. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. მალფუჭებადი პროდუქციის კატეგორიას მიკუთვნებული პროდუქციის რეალიზაციის შემთხვევაში სარეალიზაციო ფასის დადგენა ხდება გამარტივებული წესით – ადგილობრივ ბაზარზე ანალოგიურ (მსგავს) პროდუქციაზე არსებული ფასების გათვალისწინებით.“.

5. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 8.

1. ქონების განადგურების, განაწილების და/ან რეალიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას, საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით, იღებს სააგენტოს გენერალური დირექტორი.

2. ქონება შეიძლება გადაცემულ იქნეს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის, ასევე სხვა დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისათვის. სახეობის გათვალისწინებით, ქონება შეიძლება აგრეთვე გამოყენებულ იქნეს სოციალური მიზნებისათვის.

3. თუ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის შედეგად ჩამორთმეული ან საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების შედეგად უსასყიდლოდ ჩამორთმეული მალფუჭებადი პროდუქციის კატეგორიას მიკუთვნებული საქონლის ღირებულება (საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების შედეგად უსასყიდლოდ ჩამორთმეული საქონლის ან/და სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემული საქონლის ღირებულება დგინდება საბაჟო ღირებულების განსაზღვრის წესების შესაბამისად) არ აღემატება 700 ლარს, მისი სოციალური მიზნებისათვის განაწილების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქონების ჩამორთმევისათვის უფლებამოსილი ორგანო ან თანამდებობის პირი, აღნიშნული საქონლის კონფისკაციის შესახებ ადმინისტრაციული სახდელის ან საბაჟო სანქციის აღსრულებისთანავე.“.

6. მე-9 მუხლი ამოღებულ იქნეს.

7. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 10.

1. სააგენტოს მიერ ქონების განკარგვის წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

2. ქონების რეალიზაციის ერთ-ერთი ფორმაა საჯარო აუქციონი.“.

8. მე-11, მე-12, მე-13, მე-14, მე-15 და მე-16 მუხლები ამოღებულ იქნეს.

9. მე-18 და მე-19 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 18.

1. საქონლის განადგურების პროცესს ესწრება სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენელი და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს პასუხისმგებელი პირი.

2. საქონლის განადგურების ტექნიკურ და ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, რომლის ტერიტორიაზეც ხდება საქონლის განადგურება.

3. საქონელი უნდა განადგურდეს ამ მიზნისათვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში.

4. საქონლის განადგურების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირები.

    მუხლი 19.

1. ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განაწილების, რეალიზაციის და/ან განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯი ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და/ან ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული ამონაგები თანხიდან, რომლის განაწილების წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

2. ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული ამონაგები თანხა, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული წესის შესაბამისად, განსაზღვრული ხარჯების გამოკლებით ჩაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო აღნიშნული ხარჯების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების შემთხვევაში ამონაგები თანხა მთლიანად ჩაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.“.

10. მე-20 მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი