„საქართველოში არსებული დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს მოქალაქეებისათვის გადახდილი ანაზღაურების დაბეგვრის წესის“ დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 11.03.2005
ძალის დაკარგვა 25.02.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
სარეგისტრაციო კოდი 200110020.10.003.000178
გამოქვეყნების წყარო სსმ, 29, 15/03/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,201 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.03.2005 მიღება
25.02.2010 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
9. გადამხდელის საკონტაქტო მონაცემები ტელეფონი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოში არსებული დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს მოქალაქეებისათვის გადახდილი ანაზღაურების დაბეგვრის წესის“ დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; font-size:11.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:21.3pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:.5in 49.6pt 28.35pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის დადგენილება №44 2005 წლის 11 მარტი ქ. თბილისი ,,საქართველოში არსებული დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს მოქალაქეებისათვის გადახდილი ანაზღაურების დაბეგვრის წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლისა და 217-ე მუხლის მე-12 ნაწილის საფუძველზე, საქართველოში არსებული დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების (შემდგომში – ორგანიზაცია) მიერ საქართველოს მოქალაქეებისათვის (შემდგომში – პირები) გადახდილი ანაზღაურების დაბეგვრის მოწესრიგების მიზნით: 1. დამტკიცდეს ,,საქართველოში არსებული დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს მოქალაქეებისათვის გადახდილი ანაზღაურების დაბეგვრის წესი“ №1 დანართის მიხედვით. 2. დამტკიცდეს ,,საქართველოში არსებული დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციებში მომუშავე საქართველოს მოქალაქის (გადასახადის გადამხდელის) საგადასახადო აღრიცხვის რეგისტრაციის ფორმა“ №2 დანართის მიხედვით. 3. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ს. ზურაბიშვილი) გადასცეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტს იმ ორგანიზაციების ნუსხა, რომლებზეც ვრცელდება ამ დადგენილებით განსაზღვრუ­­ლი დაბეგვრის წესი. 4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარატმენტმა უზრუნველყოს საგადასახადო ორგანოში გადამხდელად რეგისტრირებული და ორგანიზაციის მიერ დაქირავებული პირის ხელახალი რეგისტრაცია. 5. ეთხოვოთ ორგანიზაციებს გააცნონ ეს დადგენილება თანდართული წესის პირველ მუხლში აღნიშნულ პირებს. 6. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრი           ზ. ნოღაიდელი დანართი №1 საქართველოში არსებული დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს მოქალაქეებისათვის გადახდილი ანაზღაურების დაბეგვრის წესი     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს წესი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 217-ე მუხლის მე-12 ნაწილის შესაბამისად, განსაზღვრავს საქარ­თველოში არსებული დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს მოქალა­ქეებისათვის გადახდილი ანაზღაურების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის წესს. 2. ორგანიზაციის მიერ სოციალური გადასახადის გადახდის ვალდებულება რეგულირდება საქართველოს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ან შეთანხმებებით და სა­ქარ­თველოს კანონმდებლობით.     მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება 1. ანაზღაურება: ა) ფიზიკური პირის მიერ ორგანიზაციაში დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური (სარგებელი), რომელიც საკასო მეთოდით განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის შესაბამისად და საგადასახადო მიზნებისათვის მიიჩნევა ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად; ბ) პირის მიერ ორგანიზაციისათვის მომსახურების მიწოდებით მიღებული სხვა შემოსავალი. 2. ორგანიზაციის მიერ დაქირავებული პირი – პირი, რომელიც საგადასახადო ორგანოში წარადგენს ორგანიზაციის მიერ საკუთარ ბლანკზე გაცემულ ოფიციალური საბუთის ორიგინალს, რომელიც შეიცავს სათანადო აღნიშვნას პირზე მითითებით – ,,დაქირავებულია”. ამასთან, ორგანიზაციის მიერ დაქირავებულად არ ითვლება პირი, რომელიც ორგანიზაციისათვის მომსახურების მიწოდებას ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში, აგრეთვე ორგანიზაციისათვის ქონების იჯარით (ქირით) გადაცემას და სხვა ანალოგიურ მომსახურებას. 3. ორგანიზაცია – დიპლომატიური წარმომადგენლობები და დიპლომატიური წარმომადგენლობების თანაბარი სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციები.     მუხლი 3🔗. საშემოსავალო გადასახადის გადახდის წესი 1. ორგანიზაციის მიერ დაქირავებული პირის ამ წესით გათვალისწინებულ საგადასახადო ვალდებულებათა განსაზღვრის საფუძველია ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ოფიციალური საბუთი. 2. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ანაზღაურების მიმართ ორგანიზაციას არ ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული საგადასახადო აგენტის ფუნქციის შესრულება. 3. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაქირავებული პირის მიერ საშემოსავლო გადასახადი გადახდას ექვემდებარება ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა. 4. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მომსახურების მიმწოდებელი საშემოსავლო გადასახადს იხდის საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით.     მუხლი 4🔗. საგადასახადო ანგარიშგება 1. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ანაზღაურების მიმართ ორგანიზაციას არ წარმოექმნება რაიმე ფორმით საგადასახადო ანგარიშგების ვალდებულება. 2. დაქირავებული პირი ვალდებულია ყოველწლიურად, არა უგვიანეს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე, საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია და ორგანიზაციის ბლანკზე გაცემული ოფიციალური საბუთის ორიგინალი, რომელიც შეიცავს სათანადო აღნიშვნას პირისათვის გაცემული ანაზღაურების ოდენობის შესახებ მითითებით – ,,ხელფასი” ან ,,მომსახურების კომპენსაცია”. აღნიშნულის გარდა, საბუთი უნდა შეიცავდეს ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერას, ორგანიზაციის ბეჭედს (არსებობის შემთხვევაში), დაქირავებული ან მომსახურების მიმწოდებელი პირის სახელს, გვარს და საცხოვრებელი ადგილის მისამართს. 3. მომსახურების მიმწოდებლის საგადასახადო ანგარიშგების ვალდებულება დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსით.     მუხლი 5🔗. საგადასახადო აღრიცხვაზე დადგომის ვალდებულება 1. პირი, რომელიც იღებს ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ანაზღაურებას, ვალდებულია დადგეს საგადასახადო აღრიცხვაზე საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ორგანიზაციის მიერ დაქირავებიდან ან მომსახურების მიწოდებიდან არა უგვიანეს 15 სამუშაო დღისა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მიხედვით. 2. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაქირავებული პირი საგადასახადო აღრიცხვაზე ასაყვანად საგადასახადო ორგანოში წარადგენს ორგანიზაციის ბლანკზე გაცემული ოფიციალური საბუთის ორიგინალს, რომელიც შეიცავს სათანადო აღნიშვნას პირზე მითითებით – ,,დაქირავებულია”. აღნიშნულის გარდა, საბუთი უნდა შეიცავდეს ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერას, ორგანიზაციის ბეჭედს (არსებობის შემთხვევაში), დაქირავებული პირის სახელს, გვარს და საცხოვრებელი ადგილის მისამართს. 3. ამ წესის ძალაში შესვლამდე ორგანიზაციის მიერ დაქირავებული პირი ვალდებულია ამ წესის ძალაში შესვლიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში მიმართოს საგადასახადო ორგანოს: ა) ხელახალი რეგისტრაციისათვის – საგადასახადო ორგანოში გადამხდელად რეგისტრირების შემთხვევაში; ბ) საგადასახადო აღრიცხვაზე ასაყვანად – საგადასახადო ორგანოში გადამხდელად არარეგისტრირების შემთხვევაში.     მუხლი 6🔗. პასუხისმგებლობა ამ წესით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შეუსრულებლობისათვის პირს პასუხისმგებლობა ეკისრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. დანართი №2 საქართველოში არსებული დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციებში მომუშავე საქართველოს მოქალაქის (გადასახადის გადამხდელის) საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) ფორმა ნაწილი I. განაცხადის სახე პირველადი საგადასახადო აღრიცხვა (რეგისტრაცია)      (დიახ)                    (არა) 2. ცვლილება                                                           (დიახ)                    (არა) საიდენტიფიკაციო ნომერი       საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების თარიღი                            ს/ნ-ის მიმნიჭებელი საგადასახადო ინსპექცია_____________________   □ ნაწილი II. ინფორმაცია გადამხდელის შესახებ 3. სამართლებრივი ფორმა – გადამხდელის (ფიზიკური პირის) სახელი, გვარი - ___________________________________________________________________ პირადობის მოწმობის ნომერი ________________ პირადი ნომერი _____________ 4. გადასახადის გადამხდელი  ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილის მისამართი __________________________________________________________             (ქალაქი, რაიონი, სოფელი, ქუჩა) საფოსტო ინდექსი ნაწილი III. ინფორმაცია საქმიანობის შესახებ 5. გადამხდელის (ფიზიკური პირის) სამუშაო ადგილის დასახელება____________________ ___________________________________________________________________________________ 6. ეკონომიკური საქმიანობის დაწყების თარიღი                      7. საქმიანობის აღწერა ________________________________________________________ ____________________________________________________________________________ ნაწილი IV. ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის მომსახურე ბანკ(ებ)ის და გახსნილი ანგარიშ(ებ)ის შესახებ 8. ინფორმაცია გახსნილი ანგარიშების შესახებ მომსახურე ბანკ(ებ)ის სრული დასახელება ______________________________________  _____________________________________________________________________________ ბანკის საიდენტიფიკაციო ნომერი (ები)                                  ბანკის მისამართ(ებ)ი _________________________________________________________ ბანკ(ებ)ის კოდ(ებ)ი                                                      თ საბანკო ანგარიშის ნომერი (ები) მ.შ.  უცხოური ვალუტით ბანკის ტელეფონის ნომერი(ები) ნაწილი V. დამატებითი ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის შესახებ 9. გადამხდელის საკონტაქტო მონაცემები ტელეფონი ვებ-გვერდი ელ-ფოსტა 10. მარეგისტრირებელი საგადასახადო ინსპექციის დასახელებავ___________________________________________________ნაწთვ რეგისტრაციისათვის პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა ________________________    (რიცხვი, თვე,  წელი) გადამხდელის ხელმოწერა _________________________________________    (რიცხვი, თვე,  წელი) შენიშვნა: სარეგისტრაციო ინფორმაციაში ცვლილებების განხორციელებისას გადამხდელი – ფიზიკური პირი ვალდებულია ცვლილებების განხორციელებიდან არა უგვიანეს 10 დღისა შესაბამისი ცვლილებები შეიტანოს საკუთარ საგადასახადო სარეგისტრაციო მონაცემებში. საქართვო 77777თვთვთ                                                            7თორთოვრძრრთი3.