„ბავშვთა დაცვისა და დეინსტიტუციონალიზაციის სამთავრობო სამოქმედო გეგმის, ბავშვთა დაცვისა და დეინსტიტუციონალიზაციის სამთავრობო კომისიის და ბავშვთა დაცვისა და დეინსტიტუციონალიზაციის სამთავრობო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ"
მიღების თარიღი 21.04.2005
ძალის დაკარგვა 25.02.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №75
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.000209
გამოქვეყნების წყარო სსმ, 51, 27/04/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (3)
| მიზანი | შედეგი |
| 5. ე.წ. მარგინალური ჯგუფის ბავშვთა სოციალური ინკლუზია | 5.1 სოციალური პასპორტიზაცია; 5.2 მომზადდა პროგრამები უნარშეზღუდული, უსახლკარო და ე.წ. ქუჩის ბავშვების სამუშაო უნარ/ჩვევების გამომუშავებისა და მათი დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მოსამზადებლად; |
| 6. საზოგადოებივი ცნობიერების ამაღლება ბავშვზე ზრუნვის საკითხებში | 6.1. შეიცვალა საზოგადოებრივი აზრი ე.წ. მარგინალური ჯგუფის ბავშვების მიმართ; 6.2. საზოგადოება მხარს უჭერს სახელმწიფო მიდგომებსა და პოლიტიკას ბავშვზე ზრუნვის საკითხებში. |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„ბავშვთა დაცვისა და დეინსტიტუციონალიზაციის სამთავრობო სამოქმედო გეგმის, ბავშვთა დაცვისა და დეინსტიტუციონალიზაციის სამთავრობო კომისიის და ბავშვთა დაცვისა და დეინსტიტუციონალიზაციის სამთავრობო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ"
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:.2in; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:63.0pt 50.85pt 45.35pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის
დადგენილება №75
2005 წლის 21 აპრილი
ქ. თბილისი
ბავშვთა დაცვისა და დეინსტიტუციონალიზაციის სამთავრობო სამოქმედო გეგმის, ბავშვთა დაცვისა და დეინსტიტუციონალიზაციის სამთავრობო კომისიის და ბავშვთა დაცვისა და დეინსტიტუციონალიზაციის სამთავრობო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოში ბავშვთა უფლებების დაცვა და მათთვის ზრუნვა სახელმწიფოს მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში სახელმწიფო უწყებათა საქმიანობის კოორდინაციის პროცესის ეფექტიანობისათვის, ევროკომისიის მიერ საქართველოში 2001 წლის სასურსათო უზრუნველყოფის პროგრამის განხორციელების ფარგლებში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „ბავშვთა უფლებათა კონვენციის“ მე-4 მუხლის შესაბამისად და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე:
1. დამტკიცდეს თანდართული ბავშვთა დაცვისა და დეინსტიტუციონალიზაციის სამთავრობო სამოქმედო გეგმა.
2. შეიქმნას ბავშვთა დაცვისა და დეინსტიტუციონალიზაციის სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ალექსანდრე ლომაია – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
ვალერი ჩეჩელაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ვლადიმერ ჭიპაშვილი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
3. სამთავრობო კომისიამ უზრუნველყოს ბავშვთა დაცვისა და დეინსტიტუციონალიზაციის სამთავრობო სამოქმედო გეგმის ეფექტიანად განხორციელება და საქართველოს მთავრობისათვის შესაბამისი წინადადებების წარმოდგენა.
4. სამთავრობო კომისიის თავმჯდომარემ შესრულებული საქმიანობის ანგარიში სამ თვეში ერთხელ წარმოუდგინოს საქართველოს მთავრობას.
5. დამტკიცდეს ბავშვთა დაცვისა და დეინსტიტუციონალიზაციის სამთავრობო კომისიის თანდართული დებულება.
6. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
ბავშვთა დაცვისა და დეინსტიტუციონალიზაციის სამთავრობო კომისიის
დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. ბავშვთა დაცვისა და დეინსტიტუციონალიზაციის სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) არის საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანო, რომელიც ბავშვთა დაცვისა და დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის ეფექტიანობის მიზნით ახორციელებს ბავშვთა დაცვისა და დეინსტიტუციონალიზაციის სამთავრობო სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგს და შეიმუშავებს შესაბამის დასკვნებსა და წინადადებებს საქართველოს მთავრობისათვის წარსადგენად.
2. კომისია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონების, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, განკარგულებებისა და ამ დებულების შესაბამისად.
მუხლი 2🔗. კომისიის ძირითადი ამოცანები
კომისიის ძირითადი ამოცანებია:
ა) ბავშვთა დაცვისა და დეინსტიტუციონალიზაციის სამთავრობო სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული საკითხების შესწავლა და მათი განხორციელების მონიტორინგი;
ბ) შესაბამისი დასკვნებისა და წინადადებების წარდგენა საქართველოს მთავრობისათვის.
მუხლი 3🔗. კომისიის უფლებამოსილებანი
კომისია უფლებამოსილია:
ა) საქართველოს მთავრობას წარუდგინოს ბავშვთა დაცვისა და დეინსტიტუციონალიზაციის სამთავრობო სამოქმედო გეგმის ეფექტიან განხორციელებასთან დაკავშირებული დასკვნები და წინადადებები;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოითხოვოს ბავშვთა დაცვისა და დეინსტიტუციონალიზაციის სამთავრობო სამოქმედო გეგმის განხორციელებისათვის საჭირო ნებისმიერი ინფორმაცია;
გ) კონკრეტული საკითხების გადასაწყვეტად შესაბამისი სფეროებიდან მოიწვიოს სპეციალისტები;
დ) ცალკეული საკითხების მომზადებისა და შემუშავების მიზნით შექმნას სამუშაო ჯგუფები;
ე) განსაზღვროს კომისიის მუშაობის პერიოდულობა;
ვ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს დასანიშნად წარუდგინოს კონკურსის საფუძველზე შერჩეული კომისიის ტექნიკური სამდივნოს კოორდინატორი.
მუხლი 4🔗. კომისიის გადაწყვეტილების მიღების წესი
1. კომისია კოლეგიური ორგანოა და გადაწყვეტილებებს იღებს დასკვნების სახით კომისიის სხდომებზე.
2. კომისიის სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.
3. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით.
4. კომისიის შეკრების წესსა და სხვა ორგანიზაციულ საკითხებს განსაზღვრავს კომისია.
მუხლი 5🔗. კომისიის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა
1. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს კომისიის ტექნიკური სამდივნო.
2. ტექნიკური სამდივნოს შემადგენლობაში შედიან:
ა) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამი წარმომადგენელი;
ბ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამი წარმომადგენელი;
გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ერთი წარმომადგენელი;
დ) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა დაცვის ფონდ UNICEF-ის ერთი წარმომადგენელი;
ე) კომისიის მიერ შერჩეული ორი წარმომადგენელი ბავშვთა დაცვისა და დეინსტიტუციონალიზაციის სფეროში მოღვაწე საერთაშორისო და საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან.
3. ტექნიკური სამდივნოს მუშაობას ხელმძღვანელობს და მისი საქმიანობისათვის პასუხისმგებელია ტექნიკური სამდივნოს კოორდინატორი (შემდგომში – კოორდინატორი). იგი ანგარიშვალდებულია კომისიის წინაშე. კოორდინატორი ასრულებს აგრეთვე კომისიის სხდომების მდივნის ფუნქციას.
მუხლი 6🔗. კომისიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
კომისიის დებულებაში ცვლილებები და დამატებები შეაქვთ საქართველოს მთავრობის დადგენილებით კანონმდებლობის შესაბამისად.
ბავშვთა დაცვისა და დეინსტიტუციონალიზაციის სამთავრობო სამოქმედო გეგმა
შესავალი
ეს სამოქმედო გეგმა შემუშავდა საქართველოს მთავრობის ვალდებულების თანახმად (III-1) ევროსასურსათო უსაფრთხოების პროგრამის წინაშე (EC-FSP).
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის მიხედვით შეთანხმებულ იქნა ეროვნული სამოქმედო გეგმის შექმნა დეინსტიტუციონალიზაციისა და ბავშთა კეთილდღეობის შესახებ, რომელშიც აისახებოდა ამ საკითხებზე მომუშავე სამთავრობო თუ არასამთავრობო სექტორების გამოცდილება.
სამოქმედო გეგმის მიზანია სოციალურად დაუცველი ბავშვების კეთილდღეობა (ინსტიტუციებსა თუ მათ გარეთ). სამთავრობო და არასამთავრობო სექტორებთან შეთანხმებული ინიციატივები ხელს შეუწყობს უფრო ფართო სოციალური პოლიტიკის ჩარჩო-გეგმის ჩამოყალიბებას და შესაბამისად მოხდება წარმოდგენილი სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული საკითხების გადასინჯვა.
მიზნები
სამოქმედო გეგმის მთავარი მიზანია საქართველოს სოციალურად დაუცველ ბავშვთა რაოდენობის შემცირება სოციალური დაცვის სტრუქტურების გაძლიერებითა და მთავრობის ცენტრალურ და ადგილობრივ დონეებზე მართვის პრინციპების გაუმჯობესებით. მთავარი მიზნის მიღწევა შესაძლებელია შემდეგი ამოცანების გადაწყვეტით:
1. 2005 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ინსტიტუციებში მყოფი ბავშვების 40 პროცენტის მოთავსება ზრუნვის ალტერნატიულ გარემოში 2007 წლის ბოლოსათვის.
2. ინსტიტუციაში მოხვედრის რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების 70 პროცენტის მოთავსება ალტერნატიულ გარემოში (შემცირდეს ინსტიტუციებში ბავშვთა ჩარიცხვის მაჩვენებელი) 2007 წლის ბოლოსათვის.
მთავარი მიზანი უზრუნველყოფს ისეთი საყოველთაო ამოცანის გადაწყვეტას, როგორიც არის საქართველოში ბავშვთა კეთილდღეობის გაუმჯობესება იმ შემთხვევაში, თუ ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა პირობა იქნება დაცული:
1. მთავრობა უზრუნველყოფს ზოგადად ბავშვთა კეთილდღეობისა და განვითარების პოლიტიკის რეფორმას.
2. საქართველოში არ მოხდება პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაციის მკვეთრი გაუარესება.
3. წარმატებით განხორციელდება სოციალური დაცვის სისტემის რეფორმა, კერძოდ კი სოციალური დახმარების ახლად წარმოდგენილი სქემა იქნება ეფექტიანი.
მთავარი მიზნის მისაღწევად აუცილებელია შუალედური შედეგების სახით შემდეგი ორი ქვემიზნის განხორციელება:
1. თემზე დაფუძნებული ბავშვთა სერვისების დანერგვა.
2. დეინსტიტუციონალიზაცია.
ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად მთავრობის სტრატეგია არის შემდეგი:
● ინსტიტუციების ოპტიმიზაცია;
● ბავშვთა ყველა ტიპის მომსახურების განსაზღვრა და რეგულაცია;
● ბავშვთა საკითხებზე მომუშავე სტრუქტურებს შორის ფუნქციების გადანაწილება;
● ფინანსური მექანიზმების შემუშავება (მობილიზაცია, მენეჯმენტი, განაწილება/ხარჯვა);
● ადამიანური რესურსების მომზადება/გადამზადება;
● ბავშვთა დეინსტიტუციონალიზაციისათვის საჭირო საკანონმდებლო ბაზის შექმნა;
● ე.წ. მარგინალური ჯგუფის ბავშვთა სოციალიზაციის ხელშეწყობა.
ქვემოთ მოცემულია იმ მთავარი ღონისძიებების ნუსხა, რომლებიც სამოქმედო გეგმის ფარგლებში უნდა განხორციელდეს:
ორგანიზაციული საკითხები
წარმოდგენილი სამოქმედო გეგმის მესამე (3.3) მიზნით გათვალიწინებული სამთავრობო სტრუქტურის შექმნამდე სამოქმედო გეგმის განხორციელებას უზრუნველყოფს ბავშვთა დაცვისა და დეინსტიტუციონალიზაციის სამთავრობო კომისია, მოგვიანებით - თვით ბავშვთა დაცვისა და დეინსტიტუციონალიზაციის სამთავრობო კომისია. სამუშაო ჯგუფები და მათი ფუნქციები მოექცევა აღნიშნულ სამთავრობო სტრუქტურაში.
ბავშვთა კეთილდღეობის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო სტრუქტურას დაამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
სამოქმედო გეგმა
მიზანი
შედეგი
ღონისძიებები
1. ბავშვთა ინსტიტუციონალური ქსელის რაციონალიზაცია და ოპტიმიზაცია 2007 წლის ბოლომდე
1.1. ინსტიტუციებში მყოფი ბავშვების რაოდენობის შემცირება;
1.2. შენარჩუნებულია ინსტიტუციებში ჩარიცხვის დაბალი მაჩვენებელი;
1.3. გაიზარდა ბავშვზე ზრუნვის ალტერნატიული ფორმები ინსტიტუციების ტრანსფორმირებისა და ოპტიმიზაციის ხარჯზე;
1.4. მოხდა ინსტიტუციათა რეაბილიტაცია ოპტიმიზაციის გეგმის ფარგლებში;
1.5. განვითარდა ადამიანური რესურსები.
● შერჩეულ ინსტიტუციებში ახალი ნაკადის შეყვანასთან დაკავშირებით მორატორიუმის გამოცხადება;
● ინსტიტუციაში მოხვედრის რისკის ქვეშ მყოფ ბავშვებთან პრევენციის მექანიზმის განხორციელება მათი ალტერნატიულ გარემოში მოთავსების გზით;
● ინსტიტუციათა დირექტორების სამუშაო აღწერილობების გადასინჯვა და მათი, როგორც რეფორმის მენეჯერების, მხარდაჭერა და მუშაობის მონიტორინგი;
● ადგილობრივ კომისიათა და სამეურვეო ორგანოთა თანამშრომლების მომზადება/გადამზადება;
● დაუყოვნებელი მოთხოვნილების მიხედვით მართვის სტრუქტურის ჩამოყალიბება, რომელიც მიზნობრივი პროექტების განხორციელების მიზნით უზრუნველყოფს:
5.1. ალტერნატიულ მომსახურეობას იმ ბავშვებისათვის, რომლებიც ინსტიტუციაში მოხვედრის რისკის ქვეშ იმყოფებიან, ისევე როგორც იმ ბავშვებისათვის, რომელნიც მომავალში დატოვებენ ინსტიტუციებს;
5.2. ინსტიტუციებში დარჩენილი ბავშვების მომსახურების გაუმჯობესებას;
5.3. სერვისების ახალი ფორმების პილოტაჟს (როგორც რეგიონებში ასე თბილისში)
● დაინტერესებული მომსახურების მომწოდებელების დადგენა ალტერნატიული მომსახურების განხორციელების მიზნით და მათი შესაძლებლობების იდენტიფიცირება ტენდერში წარმოდგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით;
● დეინსტიტუციონალიზირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის სოციალური დაცვის სისტემის სრულყოფა და გაუმჯობესება;
● საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში სოციალური მუშაკის მოსამზადებელი კურსების დანერგვა;
● პროფესიული გადამზადების კურსებით უზრუნველყოფა ინსტიტუციებში და ზოგადად სოციალურ სფეროში მომუშავე კადრისათვის;
● ახალი სოციალური მუშაკების მომზადება.
2. ბავშვზე ზრუნვის საკითხებში არსებული საკანონმდებლო ბაზის გადასინჯვა და ადეკვატური ცვლილებებისა თუ ახალი ინიციატივების წარმოდგენა 2005 წლის ბოლომდე
2.1 შვილობილობისა და შვილად აყვანის კანონებში შეტანილია სათანადო ცვილებები;
2.2 შემოთავაზებულია ბავშვთა სოციალური დაცვის შესახებ ახალი კანონპროექტი (შესაძლოა ბავშვთა კეთილდღეობის კოდექსის სახით).
● ოთხი დროებითი, მიზნობრივი სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბება, რომელიც იმუშავებს ისეთ საკითხებზე, როგორიც არის: შვილად აყვანა, შვილობილობა და მეურვეობა, ბავშვზე ზრუნვის ალტერნატიული ფორმები და ახალი სერვისები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა შეფასებისა და დაცვის მექანიზმები, და სხვა;
● ბავშვზე ზრუნვის საკითხებში არსებული საკანონმდებლო ბაზის ცვლილებებისა თუ ახალი ინიციატივების წარმოდგენა დაინტერესებული ორგანოების, არასამთავრობო სტრუქტურებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის;
● ერთი დროებითი მიზნობრივი სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბება, რომელიც იმუშავებს შემდეგ საკითხებზე: არსებული სტრუქტურების შეფასება და ახალი ტიპის სტრუქტურული მოდელი, ადგილობრივი ორგანოების ფუნქციები და მათი გადანაწილება, პოტენციური ბენეფიციარის სასარგებლოდ სახელმწიფო თუ ადგილობრივ დონეზე სერვისების უზრუნველყოფის მექანიზმები და სხვა;
● დამატებითი მიზნობრივი სამუშაო გუნდების ჩამოყალიბება საჭიროების მიხედვით (კვლევითი, საკონსულტაციო, სამივლინებო, მეთოდოლოგიური, და ა. შ.);
3. ბავშვზე ზრუნვის საკითხებზე მომუშავე სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურების პასუხისმგებლობებისა და ფუნქციების ერთიანი სამთავრობო სტრუქტურის ქვეშ მოქცევა 2005 წლის ბოლომდე
3.1 გადაწყვეტილების მიმღები ორგანოები დეცენტრალიზირებულია რეგიონალურ თუ ადგილობრივ დონეზე;
3.2 წარმოდგენილია რეგიონალური გუნდები ბავშვის დახმარების ახალი მომსახურებების დაგეგმვისა და დანერგვისათვის;
3.3 სამინისტროთა შორის ბავშვზე ზრუნვის საკითხებში ადმინისტრაციული ფუნქციები და პასუხისმგებლობები გაერთიანებულია ერთ სტრუქტურაში;
3.4 შემუშავებულია ახალი ფინანსური პარამეტრები ბიუჯეტის შემდგომი სამწლიანი ციკლისათვის.
● სტრუქტურისა და უფლებამოსილების განსაზღვრა სამუშაოს ახალი ტიპებისათვის, რომელიც შეცვლის არსებულ კომისიებს და იქნება პასუხისმგებელი ბავშვზე ზრუნვის საკითხებზე;
● ბავშვთა ადეკვატური შეფასებისა და ბავშვთა უფლებების შესახებ ტრენინგების უზრუნველყოფა, რათა გათვალისწინებულ იქნეს ბავშვთა უზენაესი ინტერესები და მოთხოვნილებები;
● ბავშვისა და მისი მოთხოვნილებების შეფასების კრიტერიუმების შემუშავება სოციალური მუშაკებისათვის, ფსიქოლოგებისათვის, ფსიქიატრებისათვის და ადგილობრივად მომუშავე კადრისათვის (უნარშეზღუდულობის ტიპის, ქცევითი პრობლემების და ა.შ. შესაბამისად);
● ცენტრალური და ადგილობრივი მართვის ორგანოების შესაძლებლობების შეფასება სოციალური მომსახურების დაფინასებასთან დაკავშირებით;
● ახალი ალტერნატიული მომსახურების დანახარჯებისა და ოპტიმიზაციის შედეგად დანაზოგი თანხების მართვის მოკლე და გრძელვადიანი გეგმების შემუშავება და პროგნოზირება.
4. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა და მათი ოჯახების რეგისტრაციის სისტემის ჩამოყალიბება 2006 წლის ბოლომდე
4.1 შეიქმნა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა და მათი ოჯახებისათვის ახალი სერვისების დაგეგმვისა და მონიტორინგის მონაცემთა ბაზა;
4.2. დაინერგა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა და მათი ოჯახების მოთხოვნილებების შეფასების მეთოდოლოგია;
4.3. შეიქმნა დარეგისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და ოჯახებისათვის ინდივიდუალური განვითარების გეგმები;
● უნარშეზღუდულ ბავშვთა და მათი ოჯახების აღწერა;
● უნარშეზღუდულ ბავშვთა და მათი ოჯახის წევრების ინტერვიუერების ტრენინგი;
● ინსტიტუციაში მყოფი ყველა უნარშეზღუდული ბავშვის დარეგისტრირება;
● სოციალურად დაუცველ ბავშვთა კლასიფიკაციისათვის კომპიუტერული პროგრამების შექმნა და მუდმივი განახლება;
● არსებული კანონმდებლობის გადასინჯვა, რომელიც უნარშეზღუდულ ბავშვთა დახმარებას, მხარდაჭერასა და მომსახურებას ითვალისწინებს;
● შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა ინტერესების დაცვით, ახალი კანონქვემდებარე აქტების შემუშავება;
5. ე.წ. მარგინალური ჯგუფის ბავშვთა სოციალური ინკლუზია
5.1 სოციალური პასპორტიზაცია;
5.2 მომზადდა პროგრამები უნარშეზღუდული, უსახლკარო და ე.წ. ქუჩის ბავშვების სამუშაო უნარ/ჩვევების გამომუშავებისა და მათი დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მოსამზადებლად;
● უნარშეზღუდულ ბავშვთა სამუშაო ჩვევების სპეციფიკაცია, მათი ადგილსამყოფლის მიხედვით;
● უნარშეზღუდული, უსახლკარო და ე.წ. ქუჩის ბავშვებისათვის მათი ბუნებრივი გარემოს, უნარების, სამუშაო მიდრეკილებებისა და ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების გათვალისწინებით შესაბამისი სამუშაოსათვის მომზადება;
● უნარშეზღუდული, უსახლკარო და ე.წ. ქუჩის ბავშვებისათვის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება, მათი პროფესიული და ტექნიკური განათლების უზრუნველყოფა.
6. საზოგადოებივი ცნობიერების ამაღლება ბავშვზე ზრუნვის საკითხებში
6.1. შეიცვალა საზოგადოებრივი აზრი ე.წ. მარგინალური ჯგუფის ბავშვების მიმართ;
6.2. საზოგადოება მხარს უჭერს სახელმწიფო მიდგომებსა და პოლიტიკას ბავშვზე ზრუნვის საკითხებში.
● საზოგადებრივი აზრის წინასწარი კვლევა ბავშვზე ზრუნვის ალტერნატიული ფორმებსა თუ ახალ მომსახურებებზე მზაობის დასადგენად;
● სამოქმედო გეგმის თითოეული მიმართულების PR კამპანია შემდეგი საშუალებებით:
1) ტელევიზიისა და რადიო რგოლები;
2) სპეციალური სატელევიზიო პროგრამები;
3) ღონისძიებების გაშუქება სანფორმაციო გადაცემებში;
4) რეგიონალური კონფერენციების ჩატარება;
5) სპეციალური ტრენინგების ჩატარება ბავშვების, მშობლებისა და მასწავლებლებისათვის.