აქციონერთა საერთო კრების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№10-09/19
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 77, 22/10/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

სააქციო საზოგადოება „ელექტრომშენი ქუთაისის“ აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ

 სააქციო საზოგადოება „ელექტრომშენი ქუთაისის“ სამეთვალყურეო საბჭო იწვევს სააქციო საზოგადოების აქციონერთა საერთო კრებას, რომელიც გაიმართება 2010 წლის          12 ნოემბერს, დღის 17 საათზე, შემდეგ მისამართზე: ქ. ქუთაისი, ნიკეას ქ. №3

   სს „ელექტრომშენი ქუთაისის“ სამეთვალყურეო საბჭოს მიერ სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2010 წლის 19 ოქტომბერი.

 

დღის წესრიგი:

1. 5%-ზე მეტ აქციათა მფლობელი აქციონერის 2010 წლის 13 აგვისტოს განცხადებით მოთხოვნილი საკითხების განხილვა;

2. სხვადასხვა.

  დღის წესრიგის საკითხების გამო დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს „ელექტრომშენი ქუთაისის“ დირექტორატში, ხოლო განმარტებების მისაღებად, მოთხოვნა წერილობით უნდა იქნ ე ს დაყენებული დირექტორატის წინაშე კრებამდე 10 დღით ადრე.

  კრების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული არიან:

  _ჩვეულებრივი აქციის მფლობელი აქციონერები, თუ ისინი რეგისტრირებული არიან საზოგადოების აქციონერთა რეესტრში 2010 წლის 19 ოქტომბრის მდგომარეობით.            

  აქციონერები კრებაზე მონაწილეობის მიღების უფლებას შეამოწმებენ სს „ელექტრომშენი ქუთაისის“ რეგისტრატორთან სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რე-გისტრატორთან“, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №74ა, ტელ.: 22-53-51, 25-15-60.  

სს „ელექტრომშენი ქუთაისის“ დირექცია