„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №381
2009 წლის 6 ივლისი
ქ. თბილისი
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში (სსმ III, 2001 წ., №78, მუხ. 555) შეტანილ იქნეს ცვლილებები და ბრძანებულებით დამტკიცებული საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის 36-ე და 37-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 36. წამყვანი საჯარო თანამდებობა
ა) სასაზღვრო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი;
ბ) სასაზღვრო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე;
გ) სასაზღვრო პოლიციის სამმართველოს უფროსი;
დ) სასაზღვრო პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე;
ე) სამსახურის უფროსი;
ვ) სამსახურის უფროსი – გამომძიებელი;
ზ) ხომალდის მეთაური.
მუხლი 37. უფროსი საჯარო თანამდებობა
ა) სამსახურის უფროსის მოადგილე;
ბ) სამსახურის უფროსის მოადგილე – გამომძიებელი;
გ) ხომალდის მეთაურის თანაშემწე;
დ) კატარღის მეთაური;
ე) განყოფილების უფროსი;
ვ) განყოფილების უფროსი – გამომძიებელი;
ზ) განყოფილების უფროსის მოადგილე;
თ) სექტორის უფროსი;
ი) სექტორის უფროსის მოადგილე;
კ) კატარღის მეთაურის თანაშემწე;
ლ) სადგურის უფროსი;
მ) ქვეგანყოფილების უფროსი;
ნ) ქვეგანყოფილების უფროსი – გამომძიებელი;
ო) სადგურის უფროსის მოადგილე;
პ) განსაკუთრებულ მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი;
ჟ) განსაკუთრებულ მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი;
რ) მთავარი ინსპექტორი;
ს) მთავარი სპეციალისტი;
ტ) ოცეულის მეთაური;
უ) ჯგუფის უფროსი;
ფ) უფროსი გამომძიებელი;
ქ) უფროსი ინსპექტორი;
ღ) უფროსი ინსპექტორი – გამომძიებელი;
ყ) წამყვანი სპეციალისტი;
შ) ოცეულის მეთაურის მოადგილე;
ჩ) უფროსი მექანიკოსი;
ც) ინსპექტორი;
ძ) ინსპექტორი – გამომძიებელი;
წ) გამომძიებელი.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 06.07.2009.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
- „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 06.07.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №381. სარეგისტრაციო კოდი — 010.340.000.08..
- სად არის „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.07.2009 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, №381, 06.07.2009, სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.08. (კონსოლიდირებული რედაქცია 06.07.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/105244/