,,სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქარ­თველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებაში ცვლი­ლების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№414
სარეგისტრაციო კოდი
010.040.000.08.
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 88, 20/07/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №414

2009 წლის 16 ივლისი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის № 676 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებით (სსმ III, 1999 წ., №69(76), მუხ. 1064) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1.

1. საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ადგილზე აღინიშნება სასაზღვრო ნიშნებით – ძირითადი სასაზღვრო ბოძით (თანდართული აღწერილობისა (დანართი №1) და ესკიზების (დანართი №2) მიხედვით), დამატებითი სასაზღვრო ბოძით (თანდართული აღწერილობისა (დანართი №3) და ესკიზების (დანართი №4) მიხედვით), პირამიდითა და კოპეცით.

2. პირამიდა რკინაბეტონისაგან დამზადებული ერთი მეტრის სიმაღლის ბოძია, ხოლო კოპეცი – ცემენტის ხსნარზე ქვებისაგან ამოყვანილი ერთი მეტრის სიმაღლის კოშკი.

3. სასაზღვრო ნიშნების განლაგების თანამიმდევრობა განისაზღვრება მოსაზღვრე სახელმწიფოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

დანართი №1

ძირითადი სასაზღვრო ბოძი

ძირითადი სასაზღვრო ბოძი არის ფიგურა, რომლის სიმაღლე მიწის ზედაპირიდან 200 სანტიმეტრია. იგი შედგება: 82X78X5 სანტიმეტრის შემონაკირწყლის ფუძისაგან, 82X78X5 სანტიმეტრის შემონაკირწყლისაგან, 22X18X181 სანტიმეტრის მართკუთხა პარალელეპიპედისაგან და 22X18X9 სანტიმეტრის მართკუთხა პირამიდისაგან. ბოძი შეღებილია საქართველოს სახელმწიფო დროშის ფერებში – სასაზღვრო ბოძი თეთრია, ყოველი მხარის შუა ნაწილში დატანილი აქვს 10 სმ სიგანის წითელი ვერტიკალური ხაზი, რომელსაც შუაში კვეთს იმავე ფერისა და სიგანის ჰორიზონტალური ხაზი, იგი ბოძის ვერტიკალური კიდეებიდან დაშორებულია თითო სანტიმეტრით. ძირითადი სასაზღვრო ბოძის ზედა ნაწილში მართკუთხა პირამიდის ფუძიდან 5 სანტიმეტრით ქვემოთ მოსაზღვრე სახელმწიფოს მხრიდან მაგრდება საქართველოს სახელმწიფო გერბი, გერბის ზომაა 22X20 სანტიმეტრი. სახელმწიფო გერბის ქვედა ნაწილიდან 10 სანტიმეტრის დაშორებით წყდება ვერტიკალური წითელი ხაზი, სადაც ზევიდან და ქვევიდან 2 სანტიმეტრის დაშორებით შავი საღებავით იწერება ბოძის ნომერი, ციფრების სიმაღლეა 8 სმ.

 

 

 

 

 

 

დანართი №2

ძირითადი სასაზღვრო ბოძი

                              წინა მხარე            უკანა მხარე                    გვერდითი მხარე

დანართი №3

დამატებითი სასაზღვრო ბოძი

დამატებითი სასაზღვრო ბოძი არის ფიგურა, რომლის სიმაღლე მიწის ზედაპირიდან 120 სანტიმეტრია. იგი შედგება: 82X78X5 სანტიმეტრის შემონაკირწყლის ფუძისაგან, 82X78X5 სანტიმეტრის შემონაკირწყლისაგან, 22X18X101 სანტიმეტრის მართკუთხა პარალელეპიპედისაგან და 22X18X9 სანტიმეტრის მართკუთხა პირამიდისაგან. ბოძი შეღებილია საქართველოს სახელმწიფო დროშის ფერებში – სასაზღვრო ბოძი თეთრია, ყოველი მხარის შუა ნაწილში დატანილი აქვს 10 სმ სიგანის წითელი ვერტიკალური ხაზი, რომელსაც შუაში კვეთს იმავე ფერისა და სიგანის ჰორიზონტალური ხაზი, იგი ბოძის ვერტიკალური კიდეებიდან დაშორებულია თითო სანტიმეტრით. დამატებითი სასაზღვრო ბოძის ზედა ნაწილში, მართკუთხა პირამიდის ფუძიდან 5 სანტიმეტრით ქვემოთ, მოსაზღვრე სახელმწიფოს მხრიდან წყდება ვერტიკალური წითელი ხაზი, სადაც ზევიდან და ქვევიდან 2 სანტიმეტრის დაშორებით შავი საღებავით იწერება ბოძის ნომერი, ციფრების სიმაღლეა 8 სმ.

დანართი №4

 წინა მხარე              უკანა მხარე     გვერდითი მხარე