საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3660-IIს
სარეგისტრაციო კოდი
080020000.05.001.016029
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 56, 20/10/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

 საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 12.11.2008, მუხ. 206) პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ამოცანის შესრულების ხელშეწყობის მიზნით ბიუროსთან შეიძლება შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

    მუხლი 2

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20(27), 1999 წელი, მუხ. 101) მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან შეიძლება შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი მხოლოდ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში.“.

    მუხლი 3

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი       მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 12 ოქტომბერი.

№3660–IIს

 

 

 

 

 

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ“?
დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 12.10.2010.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 12.10.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3660-IIს. სარეგისტრაციო კოდი — 080020000.05.001.016029.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.10.2010 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ“, №3660-IIს, 12.10.2010, სარეგისტრაციო კოდი 080020000.05.001.016029 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.10.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1053658/