„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის № 614 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.010.000.08.002.003
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №501
2009 წლის 11 აგვისტო
ქ. თბილისი
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის № 614 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის № 614 ბრძანებულებაში (სსმ III, 2004 წ., № 152, მუხ. 1389) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-17 პუნქტის „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ს) განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი;“;
ბ) ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-17 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„უ) სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი;“;
გ) დებულების 21-ე პუნქტის „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ს) განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი ახორციელებს უკანონო მოქმედებების აღსაკვეთად განსაკუთრებულ დავალებათა შესრულებას საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ბაქო-სუფსის მაგისტრალური მილსადენის საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი მონაკვეთის დაცვასა და უსაფრთხოებას;“;
დ) დებულების 21-ე პუნქტის „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„უ) სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი უზრუნველყოფს სუფსის ნავთობის ტერმინალის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მაგისტრალური ნავთობსადენისა და ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი მონაკვეთის დაცვასა და უსაფრთხოებას, აგრეთვე მათი ინფრასტრუქტურის ობიექტების დაცვის კომპლექსური ღონისძიებების განხორციელებას;“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2009 წლის 1 სექტემბრიდან.
მ. სააკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის № 614 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 11.08.2009.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის № 614 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
- „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის № 614 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 11.08.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №501. სარეგისტრაციო კოდი — 140.010.000.08..
- სად არის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის № 614 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.08.2009 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის № 614 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, №501, 11.08.2009, სარეგისტრაციო კოდი 140.010.000.08. (კონსოლიდირებული რედაქცია 11.08.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/105430/