„საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საგამოძიებო დეპარტამენტის ლოგოს, საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმა), სამსახურებრივი პირადობის მოწმობის, სამკერდე ნიშნისა და ლუქის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“
მიღების თარიღი 21.10.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
ნომერი №50
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016011
გამოქვეყნების წყარო სსმ, 137, 25/10/2010
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.10.2010 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საგამოძიებო დეპარტამენტის ლოგოს, საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმა), სამსახურებრივი პირადობის მოწმობის, სამკერდე ნიშნისა და ლუქის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:"Geo ABC";} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.5pt 44.95pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების
მინისტრის ბრძანება №50
2010 წლის 21 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საგამოძიებო დეპარტამენტის ლოგოს, საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმა), სამსახურებრივი პირადობის მოწმობის, სამკერდე ნიშნისა და ლუქის ნიმუშის დამტკიცების შესახებ
,,გარემოს დაცვის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონის მე-2 მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგამოძიებო დეპარტამენტის ლოგოს, საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმა), სამსახურებრივი პირადობის მოწმობის, სამკერდე ნიშნისა და ლუქის ნიმუში დანართი №1-ის შესაბამისად.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ხაჩიძე
დანართი №1
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგამოძიებო დეპარტამენტის ლოგოს, საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმა), სამსახურებრივი პირადობის მოწმობის, სამკერდე ნიშნისა და ლუქის ნიმუში
პლანშეტი №1
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგამოძიებო დეპარტამენტის ლოგო – მრგვალი მწვანე ფარის ცენტრში მოთავსებულია ოქროს არშიაშემოყოლებული მწვანე ჰერალდიკური ფარი. ფარის მწვანე ველზე მოთავსებულია ოქროს ლომი. ფარი დევს ფარს უკან მოთავსებულ ოქროს აღმართულ მახვილზე.
მრგვალ მწვანე ფარს შემოყვება ოქროს ორი არშია, რომელთა შორის ვერცხლით ქართულ და ინგლისურ ენებზე ჩაწერილია წარწერა: ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი“, ,,DEPARTMENT OF INVESTIGATION“. ქართულ და ინგლისურ წარწერებს შორის გამოსახულია ოქროს ჯვრები.
პლანშეტი 2
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის სამკერდე ნიშანი – მრგვალი მწვანე ფარის ცენტრში მოთავსებულია ოქროს არშიაშემოყოლებული მწვანე ჰერალდიკური ფარი. ფარის მწვანე ველზე მოთავსებულია ოქროს ლომი. ფარი დევს ფარს უკან მოთავსებულ ოქროს აღმართულ მახვილზე.
მრგვალ მწვანე ფარს შემოყვება ოქროს ორი არშია, რომელთა შორის ვერცხლით ქართულ და ინგლისურ ენებზე ჩაწერილია წარწერა: ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი“, ,,DEPARTMENT OF INVESTIGATION“. ქართულ და ინგლისურ წარწერებს შორის გამოსახულია ოქროს ჯვრები.
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის სამკერდე ნიშანზე დეპარტამენტის ლოგოს შემოყვება სტილიზებული, რელიეფური ათქიმიანი ოქროს ვარსკვლავი.
პლანშეტი №3
ყოველდღიური ზამთრის ფორმა
ყოველდღიური ზამთრის ფორმა – შავი ფერის საველე შარვალი, შავი ფერის დათბუნული ქურთუკი, რუხი ფერის სვიტერი, შავი ფეხსაცმელი (ან მაღალყელიანი დათბუნული ფეხსაცმელი), წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
ქურთუკის მარცხენა მკლავზე გამოსახულია საგამოძიებო დეპარტამენტის ლოგო, წინა მხარეს ინგლისურენოვანი სამკერდე წარწერა ,,INVETIGATION DEPARTMENT”; ქურთუკის უკანა მხარეს გამოსახულია წარწერა ქართულ ენაზე ,,საგამოძიებო დეპარტამენტი”.
შავი ფერის კეპი – წინა მხარეს გამოსახულია საგამოძიებო დეპარტამენტის ლოგო, ხოლო უკანა მხარეს წარწერა ინგლისურ ენაზე – ,,INVETIGATION DEPARTMENT”.
პლანშეტი №4
ყოველდღიური საგაზაფხულო-საშემოდგომო ფორმა
ყოველდღიური საგაზაფხულო-საშემოდგომო ფორმა – თეთრი ფერის პერანგი, შავი ფერის შარვალი, რუხი ფერის სვიტერი, შავი ფეხსაცმელი, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა. სვიტერის მარცხენა მხარეს, მკერდზე, გამოსახულია საგამოძიებო დეპარტამენტის ლოგო. შავი ფერის კეპი – წინა მხარეს გამოსახულია საგამოძიებო დეპარტამენტის ლოგო, ხოლო უკანა მხარეს წარწერა ინგლისურ ენაზე - ,,INVETIGATION DEPARTMENT”.
პლანშეტი №5
ყოველდღიური საზაფხულო ფორმა
1. ყოველდღიური საზაფხულო ფორმა – შავი ფერის შარვალი, თეთრი ფერის პერანგი ასაკეცი სახელოთი, შავი ფერის ჰალსტუხი, შავი ფეხსაცმელი, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა. პერანგის მარცხენა მხარეს, მკლავზე, გამოსახულია საგამოძიებო დეპარტამენტის ლოგო.
ყოველდღიური საზაფხულო სპეციალური ფორმა
2. ყოველდღიური საზაფხულო სპეციალური ფორმა – შავი ფერის საველე შარვალი, მუქი მელნისფერი მოკლესახელოებიანი მაისური, შავი ფეხსაცმელი. მაისურის მარცხენა მხრეს, მკლავზე გამოსახულია საგამოძიებო დეპარტამენტის ლოგო. მაისურის წინა მარჯვენა მხარეს გამოსახულია ინგლისურენოვანი სამკერდე წარწერა – ,,INVETIGATION DEPARTMENT”, ხოლო მაისურის უკანა მხარეს წარწერა ქართულ ენაზე – ,,საგამოძიებო დეპარტამენტი”. შავი ფერის კეპი – წინა მხარეს გამოსახულია საგამოძიებო დეპარტამენტის ლოგო, ხოლო უკანა მხარეს წარწერა ინგლისურ ენაზე – ,,INVETIGATION DEPARTMENT”.
3. სამკერდე წარწერა – მართკუთხა შავკანტიან მწვანე ფონზე გამოსახულია შავი ფერის წარწერა ინგლისურ ენაზე: ,,INVESTIGATION DEPARTMENT ”.
პლანშეტი №6
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგამოძიებო დეპარატმენტის წოდებების ნიშნები
1. საგამოძიებო დეპარტამენტის პოლკოვნიკი
სამხრე–შავი ფერის სამხრე (მანჟეტი), ოქროსფერი სტილიზებული ორნამენტი, სამი ოქროსფერი შვიდქიმიანი ვარსკვლავი.
2. საგამოძიებო დეპარტამენტის ვიცე – პოლკოვნიკი
სამხრე–შავი ფერის სამხრე (მანჟეტი), ოქროსფერი სტილიზებული ორნამენტი, ორი ოქროსფერი შვიდქიმიანი ვარსკვლავი.
3. საგამოძიებო დეპარტამენტის მაიორი
სამხრე–შავი ფერის სამხრე (მანჟეტი), ოქროსფერი სტილიზებული ორნამენტი, ერთი ოქროსფერი შვიდქიმიანი ვარსკვლავი.
4. საგამოძიებო დეპარტამენტის კაპიტანი
სამხრე–შავი ფერის სამხრე (მანჟეტი), ოთხი ოქროსფერი შვიდქიმიანი ვარსკვლავი.
5. საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი ლეიტენანტი
სამხრე–შავი ფერის სამხრე (მანჟეტი), სამი ოქროსფერი შვიდქიმიანი ვარსკვლავი.
6. საგამოძიებო დეპარტამენტის ლეიტენანტი
სამხრე–შავი ფერის სამხრე (მანჟეტი), ორი ოქროსფერი შვიდქიმიანი ვარსკვლავი.
7. საგამოძიებო დეპარტამენტის უმცროსი ლეიტენანტი
სამხრე–შავი ფერის სამხრე (მანჟეტი), ერთი ოქროსფერი შვიდქიმიანი ვარსკვლავი.
პლანშეტი №7
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგამოძიებო დეპარტამენტის მოსამსახურის პირადობის მოწმობა წარმოადგენს მართკუთხა ფორმის ,,8,5X5,40” ზომის კომპიუტერული წესით დაბეჭდილ პლასტიკურ დოკუმენტს (ბარათს) რომელშიც მოთავსებულია მაგნიტური ჩიპი
ა ვ ე რ ს ი:
დოკუმენტის ცენტრალურ ზედა ნაწილში წითელ ფონზე თეთრი ფერის ასოებით გამოსახულია წარწერა – ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო საგამოძიებო დეპარტამენტი”; დოკუმენტის მარცხენა მხარეს კომპოზიციის საერთო დამცავი ბადის ფონზე შავი ფერის ასოებით ერთმანეთის ქვემოთ, თანმიმდევრობით გამოსახულია წარწერა ,,სახელი გვარი, თანამდებობა, წოდება”; დოკუმენტის ქვედა მარცხენა კუთხეში გამოსახულია შავი ფერის წარწერა ,,დეპარტამენტის უფროსი” რომლის გასწვრივაც არის ხელმოწერის ფაქსიმილეს ადგილი; დოკუმენტის მარჯვენა მხარეს განთავსებულია დოკუმენტის მფლობელის ფერადი ფოტოსურათი, ზომით ,,3X4”; ფოტოსურათის ზემოთ გამოსახულია მოწმობის რიგითი ნომრის აღმნიშვნელი შავი ფერის წარწერა – ,,მოწმობა №0000”; ფოტოსურათის ქვემოთ მარჯვენა მხარეს შავი ფერის წარწერით გამოსახულია დოკუმენტის მოქმედების ვადა წარწერით – ,,ძალაშია 00.00.0000”; იმ თანამდებობის პირთათვის, რომლებსაც საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებით ,,იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ დამტკიცებული ნუსხის მე-11 მუხლის მე-7 პუნქტით მინიჭებული აქვთ უფლება შეინახონ და ატარონ ცეცხლსასროლი იარაღი, ფოტოსურათის გვერდით, მარჯვენა მხარეს, წითელ ფონზე შავი ასოებით ვერტიკალურად კეთდება წარწერა ,,უფლება აქვს შეინახოს და ატაროს ცეცხლსასროლი იარაღი”.
რ ე ვ ე რ ს ი:
დოკუმენტის ცენტრალურ ზედა ნაწილში წითელ ფონზე თეთრი ფერით გამოსახულია ინგლისურენოვანი წარწერა – ,,MINISTRY OF ENVIRONMENT PROTECTION AND NATURAL RESOURCES OF GEORGIA DEPARTMENT OF INVESTIGATION”; კომპოზიციის საერთო დამცავი ბადის ფონზე დოკუმენტის ცენტრალურ ნაწილში გამოსახულია საგამოძიებო დეპარტამენტის სამკერდე ნიშანი და ზედ გამოსახულია შავი ფერის ასოებით წარწერა ინგლისურ ენაზე თანმიმდევრობით – ,,NAME ,SURNAME , POSITION , RANK”.
პლანშეტი №8
1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საგამოძიებო დეპარატამენტის მოსამსახურის ლუქი, ლუქი №1 – ქაღალდზე დასმული დეპარტამენტის კანცელარიის ბეჭედი, რომელზეც ქართულ და ინგლისურ ენებზე შესრულებულია წარწერა ,,საგამოძიებო დეპარტამენტი” ,,DEPARTMENT OF INVESTIGATION” ,,კანცელარია” ,,OFFICE”.
2. დიდგაბარიტიანი საგნების დალუქვისათვის ჩამკეტ-დასალუქი მოწყობილობის მქონე მინიატურული ტროსიანი ლუქი ჩასახრახნი ელემენტით, რომლის მეშვეობითაც ხდება ლუქის ჩაკეტვა და ჩასახრახნი ელემენტი ტყდება -
ლუქი №2-ის ტექნიკური მახასიათებლები
მასალა: ლუქის კორპუსი – ალუმინის შენადნობი;
ტროსი – მოთუთიავებული ფოლადი.
მარკირება: ექვსნიშნა ციფრით.
ფერები: ლურჯი, მწვანე, წითელი, ყვითელი, შავი.