„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პრივატიზებულ საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მენეჯმენტის დახმარების ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 სექტემბრის №468 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№511
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.08.
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 102, 18/08/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №511

2009 წლის 13 აგვისტო

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პრივატიზებულ საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მენეჯმენტის დახმარების ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 სექტემბრის №468 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პრივატიზებულ საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მენეჯმენტის დახმარების ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 სექტემბრის №468 ბრძანებულებას (სსმ III, 2008 წ., №144, მუხ. 1433) დაემატოს შემდეგი მე-6 პუნქტი რედაქციით:

„6. ამ ბრძანებულების მე-2 პუნქტით განსაზღვრული სსიპ – პრივატიზებულ საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მენეჯმენტის დახმარების ცენტრის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების ვადა გაგრძელდეს 2009 წლის 1 ოქტომბრამდე.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი