,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №180
2005 წლის 14 ოქტომბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 2004 წ., №95, მუხლი 816) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ამოღებულ იქნეს მე-12 მუხლის ,,ი” ქვეპუნქტი;
ბ) მე-12 მუხლის ,,მ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მ) სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის, მონიტორინგისა და სამედიცინო ზედამხედველობის დეპარტამენტი”;
გ) ამოღებულ იქნეს 23-ე მუხლი;
დ) 26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 26
სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის, მონიტორინგისა და სამედიცინო ზედამხედველობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სასჯელაღსრულების სისტემის სამართლებრივი და ორგანიზაციული რეფორმების, პრიორიტეტების, მიმართულებებისა და კონკრეტული ღონისძიებების თაობაზე რეკომენდაციების, წინადადებების, დასკვნებისა და ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
ბ) სასჯელაღსრულების სისტემის საინფორმაციო და ანალიტიკური უზრუნველყოფა;
გ) სასჯელაღსრულების სისტემის სისტემატური მონიტორინგი სისტემაში არსებული ნაკლოვანებებისა და დარღვევების გამოვლენა/აღმოფხვრის მიზნით. რეფორმების მიმდინარეობისა და საკანონმდებლო ცვლილებების იმპლემენტაციის მონიტორინგი, ანალიზი, პროგნოზი, აგრეთვე ამ მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის შედეგად შესაბამისი დასკვნების მომზადება;
დ) სასჯელაღსრულების სისტემასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
ე) კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში სასჯელაღსრულების დაწესებულების სამედიცინო სამსახურების ზედამხედველობა და კონტროლი;
ვ) სასჯელაღსრულების დაწესებულებათა სამედიცინო სამსახურების სანიტარიული ზედამხედველობის, ეპიდემიასაწინააღმდეგო და პროფილაქტიკურ ღონისძიებათა ორგანიზება;
ზ) სასჯელაღსრულების ორგანოთა და სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა;
თ) სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ტუბერკულოზისა და შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის განხორციელების ხელმძღვანელობა და კონტროლი;
ი) ნარკოლოგიური და ფსიქოლოგიური კომისიების ხელმძღვანელობა და კონტროლი;
კ) სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ობიექტების სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შემოწმება;
ლ) სამედიცინო აღრიცხვიანობის, სტატისტიკური, საანგარიშო და სხვა სამუშაო ფორმების შემუშავება და მათი შესრულების კონტროლი;
მ) სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მიყვანისას პირთა წინასწარი სამედიცინო შემოწმების ორგანიზება და კონტროლი;
ნ) ავადმყოფთა დროული ჰოსპიტალიზაციის, აგრავაციის, პროფილაქტიკის, გამოჯანმრთელებულთა საავადმყოფოდან დროული გაწერის ორგანიზება;
ო) მსჯავრდებულთა საერთო, გაძლიერებულ-დიეტური და სამკურნალო კვების რაციონის დაცვის ორგანიზება და სისტემატური კონტროლი;
პ) სასჯელაღსრულების დეპარტამენტსა და სხვა სამედიცინო დაწესებულებებში სპეციალური კონტინგენტის გაგზავნის, მკურნალობისა და გაწერის ორგანიზება და კონტროლი;
ჟ) მსჯავრდებულთა სასჯელის მოხდისა და ავადმყოფობის გამო გათავისუფლების საკითხთა წინასწარი მომზადება.”
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 14.10.2005.
- როდის იქნა მიღებული „,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”“?
- „,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”“ მიღებულია 14.10.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №180. სარეგისტრაციო კოდი — 010.240.030.10.003.000.314.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.10.2005 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”“, №180, 14.10.2005, სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.10.003.000.314 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.10.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/10552/