„შეწყალების საკითხთა კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 10 ივნისის №212 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №587
2009 წლის 8 სექტემბერი
ქ. თბილისი
„შეწყალების საკითხთა კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 10 ივნისის №212 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „შეწყალების საკითხთა კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 10 ივნისის №212 ბრძანებულების (სსმ III, 2004 წ., №60, მუხ. 516) პირველი პუნქტით დამტკიცებული კომისიის შემადგენლობიდან გამოყვანილ იქნეს დავით აფრასიძე – მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის თავმჯდომარე და ბრძანებულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. შეიქმნას შეწყალების საკითხთა კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ელენე თევდორაძე – რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე
გიორგი არსენიშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი
ლაშა ბუღაძე – დრამატურგი
მარიკა ვერულაშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი
მურთაზ ზოდელავა – საქართველოს პარლამენტის წევრი
ჩიორა თაქთაქიშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი
ნინო კალანდაძე – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
ზურაბ კიკნაძე – ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ფილოლოგი
რომან მარსაგიშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი
აკაკი მინაშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი
ნიკოლოზ რურუა – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი
მამუკა ფაჩუაშვილი – გაზეთ „24 საათის“ მთავარი რედაქტორი
გივი შაჰნაზარი – მწერალი
ბეჟან ხურციძე – საქართველოს პარლამენტის წევრი.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი