,,დაზღვევის სფეროში ლიცენზიების გაცემის წესისა და სალიცენზიო პირობების დამტკიცების შესახებ”
მიღების თარიღი 14.10.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №183
სარეგისტრაციო კოდი 290.160.000.10.003.000.317
გამოქვეყნების წყარო სსმ, 120, 19/10/2005
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.10.2005 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
,,დაზღვევის სფეროში ლიცენზიების გაცემის წესისა და სალიცენზიო პირობების დამტკიცების შესახებ”
/* Font Definitions */ @font-face {font-family:SimSun; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"\@SimSun"; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს მთავრობის
დადგენილება №183
2005 წლის 14 ოქტომბერი
ქ. თბილისი
დაზღვევის სფეროში ლიცენზიების გაცემის წესისა და სალიცენზიო პირობების დამტკიცების შესახებ
1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს დაზღვევის სფეროში ლიცენზიების გაცემის თანდართული წესი და სალიცენზიო პირობები.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
დაზღვევის სფეროში ლიცენზიების გაცემის წესი და სალიცენზიო პირობები
მუხლი 1🔗. სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზირება
1. ლიცენზიები გაიცემა მხოლოდ შემდეგი საქმიანობისათვის:
ა) სიცოცხლის დაზღვევა;
ბ) დაზღვევა (არა სიცოცხლის);
გ) გადაზღვევა.
2. სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზია შეიძლება გაიცეს მხოლოდ შპს და სს-ის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის იურიდიულ პირებზე, რომელთა საქმიანობის საგანია დაზღვევა, აგრეთვე კანონმდებლობით სადაზღვევო ორგანიზაციებისათვის განსაზღვრული სხვა საქმიანობა.
3. ლიცენზიას გასცემს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
4. ლიცენზიის მაძიებლის წერილობით განცხადებას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირობების დამადასტურებელი დოკუმენტების გარდა თან უნდა ერთვოდეს ცნობები საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ სადაზღვევო საქმიანობის განხორციელებისათვის დადგენილი შევსებული მინიმალური საწესდებო კაპიტალის არსებობის შესახებ.
5. ლიცენზიის მაძიებელი, რომელსაც სურს განახორციელოს სიცოცხლის დაზღვევის სახეს მიკუთვნებული არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევა და უზრუნველყოფა, ვალდებულია დამატებით წარმოადგინოს არასახელმწიფო საპენსიო სქემის წესები. სიცოცხლის დაზღვევის ლიცენზია, რომელიც მოიცავს არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის განხორციელების უფლებასაც, გაიცემა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ექსპერტიზისა და რეგისტრაციის საფუძველზე, რომელსაც „ერთი სარკმლის” პრინციპის საფუძველზე მოიპოვებს ლიცენზიის გამცემი. აღნიშნული არ ართმევს უფლებას ლიცენზიის მაძიებელს თვითონ წარმოადგინოს ეს დასკვნა.
6. სალიცენზიო მოწმობის ფორმას განსაზღვრავს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური.
7. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტში გათვალისწინებულ დოკუმენტებში მოხდა რაიმე ცვლილება, ლიცენზიის მაძიებელი (ლიცენზიის მფლობელი) ვალდებულია ლიცენზიის გამცემს წერილობით აცნობოს ამის თაობაზე და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 დღეში.
8. თუ ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყნებში რეგისტრირებული ორგანიზაციები ახორციელებენ ამ დადგენილებით განსაზღვრულ საქმიანობას და კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოში დააფუძნებენ ფილიალს (წარმომადგენლობას), აღნიშნული ფილიალები დამფუძნებელი ორგანიზაციების ლიცენზიის (სახელმწიფო რეგულირების) საფუძველზე განახორციელებენ ლიცენზირებად საქმიანობას ისე, რომ არ არიან ვალდებული მოიპოვონ შესაბამისი ლიცენზია. დამფუძნებელი ორგანიზაციების მფლობელობაში არსებულ ლიცენზიას ისეთივე სამართლებრივი სტატუსი აქვს, როგორც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გაცემულ ლიცენზიას და არავის არა აქვს უფლება მოითხოვოს ამ ფილიალების მიერ შესაბამისი ლიცენზიის მოპოვება.
9. თუ პირს უკვე აქვს აღებული ლიცენზია დაზღვევის სხვა სახეობაში და სურს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელება, მას არ მოეთხოვება ლიცენზიის აღება ამ საქმიანობისათვის.
მუხლი 2🔗. სალიცენზიო მოსაკრებელი
სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის წესი და ოდენობა განისაზღვრება საქართველოს კანონით.
მუხლი 3🔗. უარი ლიცენზიის გაცემაზე
1. ლიცენზია არ გაიცემა, თუ ლიცენზიის მისაღებად წარდგენილი საბუთები არ აკმაყოფილებს ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების პირობებს.
2. ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში ლიცენზიის გამცემი ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს დასაბუთებული უარი ლიცენზიის მაძიებელს.
3. ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ ლიცენზიის გამცემის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად.
მუხლი 4🔗. სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლი და ლიცენზიის გაუქმება
1. სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლი ხორციელდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.
2. სალიცენზიო პირობების შესრულების მუდმივ კონტროლს ახორციელებს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური.
3. ლიცენზიის გაუქმება ხდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.