⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.05.2011)
გაუქმებულია:

სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული საშუალებით განხორციელების შესახებ დროებითი წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 22.10.2010
ძალის დაკარგვა 01.05.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
ნომერი №9
სარეგისტრაციო კოდი 040170040.21.014.016003
გამოქვეყნების წყარო სსმ, 136, 22/10/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 4,140 სიტყვა · ~21 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.10.2010 მიღება
01.05.2011 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🔗 ციტირება სხვა დოკუმენტებში (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული საშუალებით განხორციელების შესახებ დროებითი წესის დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:"MS Shell Dlg 2"; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:GrigoliaMtavr;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {mso-style-link:"Comment Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {mso-style-link:"Body Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-autospace:none; font-size:16.0pt; font-family:GrigoliaMtavr; color:navy; font-weight:bold;} a:link, span.MsoHyperlink {color:blue; text-decoration:underline;} a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {mso-style-link:"Comment Subject Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} span.CommentTextChar {mso-style-name:"Comment Text Char"; mso-style-link:"Comment Text"; font-family:"Times New Roman","serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header; font-family:"Times New Roman","serif";} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer; font-family:"Times New Roman","serif";} span.CommentSubjectChar {mso-style-name:"Comment Subject Char"; mso-style-link:"Comment Subject"; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:bold;} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; text-autospace:none; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} span.BodyTextChar {mso-style-name:"Body Text Char"; mso-style-link:"Body Text"; font-family:GrigoliaMtavr; color:navy; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:49.5pt 1.0in 1.0in 49.5pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება №9 2010 წლის 22 ოქტომბერი ქ. თბილისი სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული საშუალებით განხორციელების შესახებ დროებითი წესის დამტკიცების შესახებ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 12​1 მუხლის მე-3 პუნქტისა და 15​1 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს: ა) სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული საშუალებით განხორციელების დროებითი წესი; ბ) მომხმარებლის რეგისტრაციის განაცხადი (დანართი №1); გ) აფიდავიტის ფორმა (დანართი №2). 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედების ვადა განისაზღვროს 2010 წლის 1 დეკემბრამდე. ტ. ურჯუმელაშვილი სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული საშუალებით განხორციელების შესახებ დროებითი წესი     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული საშუალებით განხორციელების შესახებ დროებითი წესის (შემდგომში – წესი) მიზანია შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) 24-ე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული საშუალებით განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში აღნიშნული სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისთვის ხელშეწყობა. 2. წესი შემუშავებულია სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული საშუალებით განხორციელების პილოტური რეჟიმის (შემდგომში – პილოტური რეჟიმი) გაშვების ხელშეწყობის მიზნით. პილოტური რეჟიმი მოქმედებს 2010 წლის 1 დეკემბრამდე და მიზნად ისახავს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დახმარებითა და ზედამხედველობით სახელმწიფო შესყიდვების პროცედურებში მონაწილე პირთა ადაპტაციას შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემასთან.     მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებანი 1. წესის მიზნებისთვის, მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ ადმინისტრირებადი სახელმწიფო შესყიდვების პორტალი, www.tenders.spa.ge, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებას გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან ელექტრონული ტენდერის მეშვეობით ღია, გამჭვირვალე და კონკურენტუნარიან გარემოში (შემდგომში – სისტემა); ბ) ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვა – სისტემის მეშვეობით გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის საშუალებით ჩატარებული სახელმწიფო შესყიდვა; გ) სისტემაში რეგისტრაცია – შემსყიდველი ორგანიზაციის ან/და მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების მიზნით, სისტემაში სარეგისტრაციო განაცხადის შევსების შედეგად შესაბამისი მომხმარებლის სახელისა და პაროლის მიღება; დ) სტუმარი – პირი, რომელსაც შესაძლებლობა აქვს სისტემაში რეგისტრაციის გარეშე გაეცნოს სისტემაში არსებულ ინფორმაციას რეგისტრირებული მომხმარებლების შესახებ, ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ და ონლაინ რეჟიმში დააკვირდეს ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვის პროცედურას; ე) სისტემის რეგისტრირებული მომხმარებელიშემსყიდველი ორგანიზაცია ან მიმწოდებელი, რომელმაც დადგენილი წესით გაიარა სისტემაში რეგისტრაცია (შემდგომში – რეგისტრირებული მომხმარებელი); ვ) მიმწოდებელი – რეგისტრირებული მომხმარებელი, რომელსაც სურვილი აქვს მოახდინოს თავისი პროდუქციის (საქონელი, მომსახურება, სამშენებლო სამუშაო) რეალიზაცია სისტემის მეშვეობით და არ აქვს გადახდილი საფასური; ზ) სატენდერო განცხადება – შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ სისტემაში განთავსებული განცხადება გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ; თ) ტენდერის ჩატარება – გამარტივებული ელექტრონული ტენდერის და ელექტრონული ტენდერის (შემდგომში – ტენდერი) საშუალებით სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების მიზნით შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის/წარმომადგენლების ქმედებათა ერთობლიობა; ი) ტენდერის მიმდინარეობის სტატუსი – რეგისტრირებული მომხმარებლის ქმედების შედეგად სისტემის მეშვეობით ტენდერისთვის მინიჭებული ამ მუხლის „კ“ – „ტ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სტატუსი, რომელიც ასახავს ტენდერის მიმდინარეობის კონკრეტულ ეტაპს (შემდგომში – სტატუსი); კ) ტენდერი გამოცხადებულია – სტატუსი, რომელიც მოიცავს სატენდერო განცხადების სისტემაში განთავსებიდან სატენდერო წინადადებების მიღების დაწყებამდე ტენდერის მიმდინარეობის ეტაპს. მხოლოდ აღნიშნულ ეტაპზე აქვს შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება შეიტანოს ცვლილება სატენდერო განცხადებაში (გარდა ტენდერის ტიპისა და შესყიდვის ობიექტისა) და შეცვალოს სატენდერო დოკუმენტაცია სისტემაში უკვე ატვირთული სატენდერო დოკუმენტაციის გაუქმებით და შეცვლილი/დამატებული დოკუმენტაციის სისტემაში ატვირთვის გზით; ლ) წინადადებების მიღება დაწყებულია – სტატუსი, რომელიც მოიცავს ტენდერის მიმდინარეობის ეტაპს, რომლის დროსაც მიმწოდებელს უფლება აქვს წარადგინოს თავისი სატენდერო წინადადება და მიიღოს მონაწილეობა ელექტრონულ ვაჭრობაში. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტატუსის ტენდერისთვის მინიჭება დაუშვებელია იმ შემთხვევაში, თუ ტენდერს დადგენილი წესით არ მინიჭებია ამ პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტატუსი;  მ) წინადადებების მიღება დასრულებულია – სტატუსი, რომელიც მოიცავს ტენდერის მიმდინარეობის ეტაპს ელექტრონული ვაჭრობის დამატებითი რაუნდების დასრულებიდან ტენდერისთვის შერჩევა/შეფასების სტატუსის მინიჭებამდე. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტატუსის ტენდერისთვის მინიჭება დაუშვებელია იმ შემთხვევაში, თუ ტენდერს დადგენილი წესით არ მინიჭებია ამ პუნქტის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სტატუსები ამავე პუნქტში მოცემული მიმდევრობით; ნ) შერჩევა/შეფასება – სტატუსი, რომელიც მოიცავს ტენდერის მიმდინარეობის ეტაპს, რომლის დროსაც ხდება ტექნიკური დოკუმენტაციის შეფასება და შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისიის (შემდგომში – სატენდერო კომისია) სხდომის ოქმის და შესაბამისი დოკუმენტაციის (ასეთი დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში) სისტემაში ატვირთვა, რაც უნდა განხორციელდეს დაუყოვნებლივ, ოქმის დადგენილი წესით შედგენისთანავე, არაუგვიანეს იმავე დღისა. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტატუსის ტენდერისთვის მინიჭება დაუშვებელია იმ შემთხვევაში, თუ ტენდერს დადგენილი წესით არ მინიჭებია ამ პუნქტის „კ“–„მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ყველა სტატუსი ამავე პუნქტში მოცემული მიმდევრობით; ო) გამარჯვებული გამოვლენილია – სტატუსი, რომელიც ტენდერს ენიჭება შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, მას შემდეგ, რაც სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთი დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში) დადგენილი წესით აიტვირთება სისტემაში და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის მიერ სისტემაში განთავსებული ტექნიკური დოკუმენტაცია შეესაბამება სატენდერო განცხადებაში და სატენდერო დოკუმენტაციაში ასახულ მოთხოვნებს. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტატუსის ტენდერისთვის მინიჭება დაუშვებელია იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში არც ერთმა მიმწოდებელმა არ მიიღო მონაწილეობა და ამ ტენდერს დადგენილი წესით არ მინიჭებია ამ პუნქტის „კ“–„ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ყველა სტატუსი ამავე პუნქტში მოცემული მიმდევრობით; პ) მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება – სტატუსი, რომელიც ტენდერს ენიჭება შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, მას შემდეგ, რაც სატენდერო კომისიის შესაბამისი სხდომის ოქმი, რომლითაც დასტურდება ყველაზე დაბალი სატენდერო წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ ამ წესის მოთხოვნათა დაცვით წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების შესაბამისობა სატენდერო განცხადებასა და სატენდერო დოკუმენტაციაში ასახულ მოთხოვნებთან, და მიმწოდებლის მიერ ამ წესის მოთხოვნათა დაცვით წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები აიტვირთება სისტემაში. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტატუსის ტენდერისთვის მინიჭება დაუშვებელია იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში არც ერთმა მიმწოდებელმა არ მიიღო მონაწილეობა და ტენდერს დადგენილი წესით არ მინიჭებია ამ პუნქტის „კ“–„ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ყველა სტატუსი ამავე პუნქტში მოცემული მიმდევრობით; ჟ) ხელშეკრულება დადებულია – სტატუსი, რომელიც ტენდერს ენიჭება მას შემდეგ, რაც შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ სისტემაში აიტვირთება დადგენილი წესით მიმწოდებელთან დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება და სისტემის შესაბამის გრაფაში მიეთითება აღნიშნული მიმწოდებლის სახელწოდება. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტატუსის ტენდერისთვის მინიჭება დაუშვებელია იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში არც ერთმა მიმწოდებელმა არ მიიღო მონაწილეობა და ტენდერს დადგენილი წესით არ მინიჭებია ამ პუნქტის „კ“–„პ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ყველა სტატუსი ამავე პუნქტში მოცემული მიმდევრობით; რ) დასრულებულია უარყოფითი შედეგით – სტატუსი, რომელიც ტენდერს ენიჭება მას შემდეგ, რაც შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ სისტემაში აიტვირთება სატენდერო კომისიის სხდომის შესაბამისი ოქმი და სხვა დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რითაც დასტურდება, რომ ტენდერში მონაწილე სატენდერო წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე ერთმა ან რამდენიმე პრეტენდენტმა მიიღო დისკვალიფიკაცია. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტატუსის ტენდერისთვის მინიჭება დაუშვებელია იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში არც ერთმა მიმწოდებელმა არ მიიღო მონაწილეობა; ს) ტენდერი არ შედგა – სტატუსი, რომელიც შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ტენდერს შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ტენდერს მიენიჭება ამ პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტატუსი და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არც ერთმა მიმწოდებელმა არ მიიღო მონაწილეობა აღნიშნულ ტენდერში; ამ სტატუსის მინიჭება შესაძლებელია მხოლოდ სატენდერო კომისიის სხდომის შესაბამისი ოქმის ატვირთვის შემდეგ, რითაც დასტურდება, რომ არც ერთმა მიმწოდებელმა არ მიიღო მონაწილეობა აღნიშნულ ტენდერში; ტ) ტენდერი შეწყვეტილია – სტატუსი, რომელიც შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ტენდერს შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც იგი ატვირთავს სატენდერო კომისიის სხდომის შესაბამის ოქმს, რომელშიც მოცემული იქნება ტენდერის შეწყვეტის საფუძველი. აღნიშნული სტატუსის მინიჭება შესაძლებელია ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე, გარდა ტენდერისთვის ამ პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტატუსის მინიჭების შემთხვევისა; უ) უფლებამოსილი წარმომადგენელი – რეგისტრირებული მომხმარებლის სახელით სისტემაში დადგენილი წესით რეგისტრირებული და მოქმედი ფიზიკური პირი. შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი პირი სისტემაში მოქმედებს სატენდერო კომისიის სახელით; ფ) CPV კოდი – „შესყიდვის ობიექტების ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანებით გათვალისწინებული კლასიფიკატორის 8-ნიშნა კოდი; ქ) შესყიდვის ობიექტი – შესყიდვის ერთი ან რამდენიმე ერთგვაროვანი ობიექტი, რომლის შესყიდვის მიზნითაც ტარდება კონკრეტული გამარტივებული ელექტრონული ტენდერი ან ელექტრონული ტენდერი; ღ) კლასიფიკატორის დანაყოფი – „შესყიდვის ობიექტების ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანებით გათვალისწინებული კლასიფიკატორის დანაყოფი; ყ) სატენდერო დოკუმენტაცია – შესყიდვის ობიექტისა და პრეტენდენტების საკვალიფიკაციო მოთხოვნების აღწერის მიზნით სატენდერო განცხადებაზე თანდართული დოკუმენტაცია, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონის 12​1 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემებს და შედგენილი უნდა იქნეს კანონის 12​1 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებისა და ამ წესის მოთხოვნათა დაცვით; შ) სატენდერო წინადადების ფასის კლების ბიჯი – შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სატენდერო განცხადებაში მითითებული თანხა – შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 0.5 პროცენტიდან 2 პროცენტამდე ოდენობით (შემდგომში – ბიჯი); ჩ) სატენდერო წინადადება – ამ წესის მოთხოვნათა დაცვით, სისტემის მეშვეობით მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია და შესყიდვის ობიექტის ფასი (შემდგომში – წინადადება); ც) ტექნიკური დოკუმენტაცია – პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული შესყიდვის ობიექტისა და პრეტენდენტის შესახებ ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც მოთხოვნილია სატენდერო განცხადებითა და სატენდერო დოკუმენტაციით, გარდა ამ პუნქტის „ჯ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციისა; ძ) ელექტრონული ვაჭრობა – მიმწოდებლის მიერ წინადადების ფასის შემცირების პროცედურა, რომელიც მოიცავს ელექტრონული ვაჭრობის ძირითად დროსა და ელექტრონული ვაჭრობის დამატებით რაუნდებს. ელექტრონული ვაჭრობა მიმდინარეობს ტენდერის ამ პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ეტაპზე; წ) ელექტრონული ვაჭრობის ძირითადი დრო – ამ პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტენდერის ეტაპი, რომელიც იწყება ამ პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეტაპის დასრულებისთანავე და გრძელდება სატენდერო განცხადებაში წინადადებების მიღების დასრულებამდე (შემდგომში – ძირითადი დრო); ჭ) ელექტრონული ვაჭრობის დამატებითი რაუნდები – ელექტრონული ვაჭრობის დამატებითი სამი რაუნდი (შემდგომში – დამატებითი რაუნდები), რომელიც იწყება ამ პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ძირითადი დროის დასრულებისთანავე და გრძელდება ამ პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეტაპის დაწყებამდე. თითოეული რაუნდის დაწყებამდე მიმდინარეობს ორწუთიანი შესვენება. თითოეულ რაუნდში პრეტენდენტს უფლება აქვს მხოლოდ ერთხელ შეამციროს წინადადების ფასი, რისთვისაც თითოეულ პრეტენდენტს განესაზღვრება ორი წუთი; ხ) ტენდერის ტიპი – გამარტივებული ელექტრონული ტენდერი ან ელექტრონული ტენდერი; ჯ) საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები – ამ პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ, შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნით პრეტენდენტის მიერ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნების დადასტურების მიზნით, ადმინისტრაციული ორგანოებიდან წარმოსადგენი დოკუმენტები, რომელთა გაცემის თარიღი არ უნდა უსწრებდეს ტენდერისთვის ამ პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტატუსის მინიჭების თარიღს; ჰ) წინადადების უზრუნველყოფის ელექტრონული გარანტია – წინადადების უზრუნველყოფის მიზნით მიმწოდებლის მიერ სააგენტოსთვის სისტემის მეშვეობით წარდგენილი გარანტირების მექანიზმი შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების ერთი პროცენტის ოდენობით (შემდგომში – ელექტრონული გარანტია). ყოველი კონკრეტული ტენდერისთვის ელექტრონული გარანტიის სააგენტოსთვის წარდგენა შესაძლებელია განხორციელდეს ამ ქვეპუნქტისგან განსხვავებული მეთოდით, სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით ამ წესის მე-3 მუხლის დებულებების გათვალისწინებით; ჰ​1) შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრი – კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეესტრი (შემდგომში – შავი სია); ჰ​2) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ დებულება – „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 3 იანვრის №1 ბრძანება. 2. წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც კანონში.     მუხლი 3🔗. პილოტური რეჟიმი 1. პილოტურ რეჟიმში სისტემაში არსებული პროცედურების მიხედვით სისტემაში განხორციელებულ ნებისმიერ მოქმედებას შემსყიდველი ორგანიზაციის ან მიმწოდებლის მხრიდან აქვს იურიდიული ძალა და გამოიწვევს შესაბამის სამართლებრივ შედეგებს, თუ სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ იქნა გათვალისწინებული. 2. სახელმწიფო შესყიდვის პილოტურ რეჟიმში სააგენტო უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოახდინოს სისტემაში არსებული პროცედურის შესწორება ან/და დაზუსტება. 3. ამ წესით განსაზღვრულ პროცედურებსა და სისტემაში არსებულ პროცედურებს შორის შეუსაბამობის წარმოშობის შემთხვევაში – უპირატესობა ენიჭება სისტემაში არსებულ პროცედურებს. ასეთი შეუსაბამობის წარმოქმნიდან არა უგვიანეს 7 დღისა სააგენტომ უნდა უზრუნველყოს წესში შესაბამისი ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა.     მუხლი 4🔗. სისტემაში რეგისტრაცია 1. სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული საშუალებით განხორციელებისათვის სავალდებულოა სისტემის გამოყენება. სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული საშუალებით განხორციელება შესაძლებელია გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან ელექტრონული ტენდერის მეშვეობით, კანონით გათალისწინებული მონეტარული ზღვრების დაცვით. 2. სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული საშუალებით განხორციელების და მასში მონაწილეობის მიღების მიზნით შემსყიდველმა ორგანიზაციამ და მიმწოდებელმა დადგენილი წესით უნდა გაირონ რეგისტრაცია სისტემაში. 3. სისტემაში რეგისტრაციის დროს შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებელის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა უნდა შეავსოს მომხმარებლის რეგისტრაციის განაცხადით (დანართი №1) გათვალისწინებული შესავსებად სავალდებულო ყველა ველი, რომელიც მონიშნულია წითელი ასტერიკით. 4. რეგისტრირებული მომხმარებელი პასუხისმგებელია მომხმარებლის რეგისტრაციის განაცხადში მითითებული ინფორმაციის სისწორეზე ან/და უტყუარობაზე. სააგენტო პასუხს არ აგებს რეგისტრირებული მომხმარებლის მიერ სისტემაში შეყვანილი ან განთავსებული ინფორმაციისა თუ დოკუმენტის სისწორეზე ან/და უტყუარობაზე, ან აღნიშნული ინფორმაციის ან დოკუმენტის სისტემაში შეყვანის ან განთავსების შედეგად წარმოშობილ ზიანზე. 5. შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ მომხმარებლის რეგისტრაციის განაცხადის შევსების შემდეგ შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან ხელმძღვანელის მიერ ამისათვის უფლებამოსილი პირი წერილობით წარუდგენს სააგენტოს შევსებულ განაცხადს, რომელიც დაგენერირებულია სისტემის მეშვეობით. აღნიშნული განაცხადის მიღებისა და მისი სისტემაში არსებულ მონაცემებთან შედარების შემდეგ სააგენტო უზრუნველყოფს შემსყიდველი ორგანიზაციის სისტემაში შემსყიდველად დარეგისტრირებას ან აცნობებს შემსყიდველ ორგანიზაციას განაცხადში აღმოჩენილი ხარვეზის შესახებ. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესით შემსყიდველი ორგანიზაციის სააგენტოს მიერ შემსყიდველად რეგისტრაციამდე, შემსყიდველ ორგანიზაციას სისტემა განუსაზღვრავს სტატუსს „პრეტენდენტი შემსყიდველობაზე“. აღნიშნული სატატუსის მქონე შემსყიდველ ორგანიზაციას არ აქვს ტენდერის გამოცხადების უფლება.  7. რეგისტრირებული მომხმარებელი ვალდებულია მის მიერ მომხმარებლის რეგისტრაციის განაცხადში მითითებული ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში დაუყოვნებლივ ასახოს აღნიშნული ცვლილებები სისტემაში.     მუხლი 5🔗. ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვის მოსამზადებელი ეტაპი 1. ტექნიკური ან/და პროცედურული საკითხების დაზუსტების მიზნით, შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, სატენდერო განცხადების სისტემაში განთავსებამდე არანაკლებ 3 სამუშაო დღით ადრე აცნობოს აღნიშნულის თაობაზე სააგენტოს ელექტრონული ფოსტის საშუალებით info@procurement.gov.ge. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ელექტრონულ შეტყობინებაში შემსყიდველი ორგანიზაცია უთითებს შესყიდვის ობიექტს, შესყიდვის სავარაუდო ღირებულებას, წინადადებების მიღების ვადას და სხვა მონაცემებს საკუთარი შეხედულებისამებრ. აღნიშნული შეტყობინების პასუხად სააგენტო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული ფოსტის საშუალებით უგზავნის შემსყიდველ ორგანიზაციას სარეკომენდაციო ხასიათის მითითებებს, რომლებსაც იურიდიული ძალა არ გააჩნიათ. 3. ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებში მონაწილეობასთან დაკავშირებული ტექნიკური ან/და პროცედურული საკითხების დაზუსტების მიზნით, მიმწოდებელს უფლება აქვს კონსულტაციის მიღების მიზნით მიმართოს სააგენტოს ელექტრონული ფოსტის საშუალებით info@procurement.gov.ge. აღნიშნული შეტყობინების პასუხად სააგენტო ამ პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული ფოსტის საშუალებით უგზავნის მიმწოდებელს სარეკომენდაციო ხასიათის მითითებებს, რომლებსაც იურიდიული ძალა არ გააჩნიათ.     მუხლი 6🔗. სატენდერო განცხადების სისტემაში განთავსება და განცხადებაში ცვლილების შეტანა 1. სატენდერო განცხადების შევსება და განთავსება ხდება სისტემის მეშვეობით. წინადადებების მიღების დაწყებისა და წინადადებების მიღების დასრულების ვადის ათვლა იწყება სატენდერო განცხადების სისტემაში განთავსებიდან. 2. გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში სატენდერო განცხადების გაცნობის ვადა უნდა შეადგენდეს არანაკლებ ერთ დღეს სატენდერო განცხადების სისტემაში განთავსების მომენტიდან. ამ ვადის დასრულებიდან ორი დღის განმავლობაში პრეტენდენტს შეუძლია სისტემის საშუალებით წარადგინოს წინადადება და ელექტრონული ვაჭრობის გზით შეცვალოს წარმოდგენილი წინადადების ფასი კლებადობის პრინციპითა და ფასის კლების ბიჯის გათვალისწინებით. 3. ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში, სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გაცნობის ვადა უნდა შეადგენდეს არანაკლებ თხუთმეტ დღეს სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის სისტემაში განთავსების მომენტიდან. ამ ვადის დასრულებიდან ხუთი დღის განმავლობაში პრეტენდენტს შეუძლია სისტემის საშუალებით წარადგინოს წინადადება და ელექტრონული ვაჭრობის გზით შეცვალოს წარმოდგენილი წინადადების ფასი კლებადობის პრინციპითა და ფასის კლების ბიჯის გათვალისწინებით. 4. სატენდერო განცხადებაში უნდა მიეთითოს შემდეგი ინფორმაცია: ა) ტენდერის ტიპი; ბ) სატენდერო განცხადების ნომერი; გ) შემსყიდველი ორგანიზაციის დასახელება; დ) ტენდერის გამოცხადების თარიღი ზუსტი დროის მითითებით; ე) წინადადებების მიღების დაწყებისა და დასრულების თარიღი ზუსტი დროის მითითებით; ვ) შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება; ზ) მითითება წინადადება წარმოდგენილ უნდა იქნეს დღგ-ის გათვალისწინებით, თუ მის გარეშე; თ) კლასიფიკატორის დანაყოფი და მისი შესაბამისი CPV კოდი; ი) შესყიდვის კონკრეტული შესაძლო ყველაზე დეტალური ობიექტი და მისი შესაბამისი CPV კოდი; კ) შესყიდვის ობიექტის რაოდენობა ან მოცულობა; ლ) შესყიდვის ობიექტის მიწოდების ან შესრულების ვადა; მ) წინადადებით წარმოდგენილი ფასის კლების ბიჯის ოდენობა; ნ) ელექტრონული გარანტიის ოდენობა; ო) შემსყიდველი ორგანიზაციის იმ უფლებამოსილი წარმომადგენლის სახელი და გვარი, რომელმაც განათავსა სატენდერო განცხადება სისტემაში, განთავსების თარიღი და ზუსტი დრო.  5. სატენდერო განცხადებას გააჩნია დამატებითი ინფორმაციის ველი, რომელიც შესაძლოა გამოყენებულ იქნეს შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ შესყიდვის ობიექტის დამატებითი აღწერის მიზნით. 6. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“, „ე“, „ვ“, „ზ“, „ი“ – „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემები სატენდერო განცხადებაში შეტანილ უნდა იქნეს შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, ხოლო ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ – „დ“, „თ“, „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია სისტემის მეშვეობით ავტომატურად გენერირდება სატენდერო განცხადებაში. 7. განცხადების სისტემაში განთავსებისთვის აუცილებელია სატენდერო დოკუმენტაციის ატვირთვა სისტემაში. 8. შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ეტაპზე შეიტანოს ცვლილება სატენდერო განცხადებაში მითითებულ მონაცემებში, გარდა ტენდერის ტიპისა და შესყიდვის ობიექტის ცვლილებისა. 9. სატენდერო განცხადება ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ დამატებით ველში მითითებული ინფორმაციის გარდა, სისტემაში განთავსებიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, უნდა გამოქვეყნდეს გაზეთ 24 საათში.     მუხლი 7🔗. სატენდერო დოკუმენტაციის სისტემაში განთავსება და დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანა 1. სატენდერო დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს კანონის 12​1 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემებს. 2. მიმწოდებლის წერილობითი თხოვნით, ან საკუთარი ინიციატივით შემსყიდველი ორგანიზაცია განმარტავს ან/და აზუსტებს ტენდერთან დაკავშირებულ ინფორმაციას, რაც ფორმდება სატენდერო დოკუმენტაციის დამატების სახით და განთავსდება სისტემაში. აღნიშნული ქმედების განხორციელების უფლება სატენდერო კომისიას აქვს წინადადებების მიღების ვადის დასრულებამდე არანაკლებ ორი დღით ადრე გამარტივებული ელექტრონული შესყიდვის შემთხვევაში, ხოლო ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში – არანაკლებ ხუთი დღით ადრე. სატენდერო დოკუმენტაციის დამატება არ უნდა ცვლიდეს სატენდერო დოკუმენტაციის თუ განცხადების შინაარსს. 3. სატენდერო დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ეტაპზე სისტემაში ატვირთული სატენდერო დოკუმენტაციის გაუქმებით და შეცვლილი/დამატებული დოკუმენტაციის სისტემაში ატვირთვის გზით.     მუხლი 8🔗. წინადადების წარდგენა 1. ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტს შეუძლია წარადგინოს წინადადება ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ეტაპზე. 2. წინადადების წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ სისტემის მეშვეობით აფიდავიტის პირობებზე დათანხმების, ელექტრონული გარანტიის წარდგენისა და საფასურის გადახდის შემდეგ, ამ პუნქტში გათვალისწინებული თანმიმდევრობით. 3. წინადადების წარდგენის დროს პრეტენდენტმა პირველ რიგში სისტემაში უნდა ატვირთოს ტექნიკური დოკუმენტაცია, სადაც მითითებული იქნება ნებისმიერი ინფორმაცია წარმოდგენილი შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი აღწერის მიზნით. ამის შემდეგ პრეტენდენტმა სისტემაში უნდა მიუთითოს სატენდერო წინადადების ფასი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს შესყიდვის სავარაუდო ღირებულებას ან უნდა იყოს შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე სულ მცირე ერთი ბიჯით ნაკლები. ტექნიკური დოკუმენტაციის ატვირთვისა და წინადადების ფასის მითითების შემდეგ, დაუშვებელია ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაციის სისტემის მეშვეობით შეცვლა, გაუქმება ან წაშლა. 4. წინადადების წარდგენისთანავე პრეტენდენტს სისტემის მეშვეობით ეძლევა საშუალება მონაწილეობა მიიღოს ელექტრონულ ვაჭრობაში. ძირითადი დროის განმავლობაში შესაძლებელია წინადადების ფასის შეცვლა კლებადობის პრინციპის მიხედვით. წინადადების ფასის ყოველი შემდგომი შემცირება უნდა მოხდეს პრეტენდენტის მიერ წინა შეთავაზებულ ფასთან მიმართებაში, არანაკლებ ბიჯით განსაზღვრული ოდენობისა. 5. დამატებით რაუნდებში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ პრეტენდენტებს, რომლებმაც ძირითად დროში წარადგინეს წინადადება დადგენილი წესით. პირველ რაუნდში პრეტენდენტის მიერ წინადადების ფასის წარდგენის რიგითობა განისაზღვრება ძირითად დროში წარდგენილი წინადადების ფასის მიხედვით, კერძოდ, პირველ რაუნდში პირველ შეთავაზებას აკეთებს ის პრეტენდენტი, რომელმაც ძირითად დროში ყველაზე მაღალი წინადადების ფასი დააფიქსირა, ხოლო ყოველ მომდევნო რაუნდში – ის პრეტენდენტი, რომელმაც წინა რაუნდში ყველაზე მაღალი წინადადების ფასი დააფიქსირა. წინადადების თანაბარი ფასების დაფიქსირების შემთხვევაში, რაუნდში პირველ შეთავაზებას აკეთებს ის პრეტენდენტი, რომელმაც ბოლომ დააფიქსირა ასეთი ფასი. დამატებით რაუნდებში მონაწილეობა სავალდებულო არ არის. 6. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ეტაპზე სისტემა უზრუნველყოფს პრეტენდენტთა ვინაობის ანონიმურობასა და მათ მიერ ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაციის დაფარვას, ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია მხოლოდ პრეტენდენტის მიერ მითითებული წინადადების ფასი. 7. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ეტაპზე პრეტენდენტის/პრეტენდენტების (არსებობის შემთხვევაში) ვინაობა და მის/მათ მიერ ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია ხელმისაწვდომი ხდება სტუმრისა და რეგისტრირებული მომხმარებლისთვის.     მუხლი 9🔗. საკვალიფიკაციო მონაცემების ჩამოყალიბების პრინციპები 1. მოთხოვნებს, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტთა საკვალიფიკაციო მონაცემები, განსაზღვრავს შემსყიდველი ორგანიზაცია ყოველი კონკრეტული შესყიდვისათვის. 2. საკვალიფიკაციო მოთხოვნები შეიძლება დაწესებულ იქნეს პრეტენდენტთა პროფესიონალური კვალიფიკაციის, ფინანსური რესურსის, გამოცდილებისა და რეპუტაციის, ტექნიკური აღჭურვილობის და სხვა მატერიალური შესაძლებლობების, ასევე იმ საკითხების მიმართ, რომელიც ეხება მათი საქმიანობის სამართლებრივ მხარეს. 3. დაუშვებელია შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე პირისათვის წერილობითი დადასტურების მოთხოვნა, რომ იგი არ არის შეყვანილი შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში.     მუხლი 10🔗. შერჩევა/შეფასება 1. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტთა შეფასება ხდება წინადადების ფასის, მათ მიერ სისტემაში განთავსებული ტექნიკური დოკუმენტაციისა და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მიხედვით ამ პუნქტით გათვალისწინებული თანმიმდევრობით. 2. პრეტენდენტის წინადადების ფასის შეფასება ხდება ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეტაპის დასრულებისთანავე. ტექნიკური დოკუმენტაციის შეფასება ხდება ამ წესის მე-2 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ეტაპზე, ხოლო საკვალიფიკაციო მონაცემების შეფასება ხდება ამ წესის მე-2 მუხლის „ო“ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ეტაპზე. 3. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ეტაპზე სისტემა ავტომატურად ახდენს პრეტენდენტების (მათი არსებობის შემთხვევაში) დაჯგუფებას სატენდერო წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ ორი ან მეტი პრეტენდენტის მიერ სისტემაში მითითებულია თანაბარი ფასი, სისტემა ავტომატურად ანიჭებს უპირატესობას იმ პრეტენდენტს, რომელმაც პირველმა მიუთითა სატენდერო წინადადების აღნიშნული ფასი. 4. ამ წესის მე-2 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ეტაპზე სატენდერო კომისიამ უნდა იმსჯელოს, შეესაბამება თუ არა სატენდერო წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ ამ პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ეტაპზე სისტემაში განთავსებული ტექნიკური დოკუმენტაცია, სატენდერო განცხადებაში და სატენდერო დოკუმენტაციაში ასახულ მოთხოვნებს. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება სატენდერო განცხადებასა და სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს, კომისიის გადაწყვეტილებით ხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 5. სატენდერო კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია შეიცავს ისეთ უზუსტობებს, რომელთა დაზუსტებაც არ გამოიწვევს მის არსებით ცვლილებას და არ მოახდენს გავლენას წინადადების ფასზე. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში შემსყიდველი ორგანიზაცია მიმართავს პრეტენდენტს მის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არა უმეტეს 3 სამუშაო დღისა. თუ აღნიშნულ ვადაში არ მოხდა წარმოდგენილი დოკუმენტაციის დაზუსტება, სატენდერო კომისია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. 7. იმ შემთხვევაში, თუ ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია შეესაბამება სატენდერო განცხადებასა და სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემულ მოთხოვნებს, სატენდერო კომისია მიმართავს მას საკვალიფიკაციო მონაცემების წარმოდგენის მოთხოვნით, რისთვისაც განუსაზღვრავს ვადას არა უმეტეს 5 სამუშაო დღისა. 8. პრეტენდენტის მიერ საკვალიფიკაციო მონაცემების წარმოდგენა შემსყიდველ ორგანიზაციაში ხორციელდება სისტემის გამოყენების გარეშე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმით. პრეტენდენტის მიერ საკვალიფიკაციო მონაცემების წარმოუდგენლობის ან/და ხარვეზის მქონე მონაცემების წარმოდგენის შემთხვევაში, სატენდერო კომისია ვალდებულია მოახდინოს ამ პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია. ასეთ შემთხვევაში შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს ამ მუხლის მე-7 პუნქტში აღნიშნული მოთხოვნით მიმართოს ყველაზე დაბალი ფასის მქონე მომდევნო პრეტენდენტს, თუ ამ პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია შეესაბამება სატენდერო განცხადებასა და სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემულ მოთხოვნებს. თუ მომდევნო ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის წინადადების ფასი ბაზარზე შეცვლილი გარემოებების შედეგად მნიშვნელოვნად აღემატება დისკვალიფიცირებული პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებულ ფასს ან/და ამ შესყიდვის ობიექტის საბაზრო ღირებულებას, სატენდერო კომისიას უფლება აქვს შეწყვიტოს ტენდერი.     მუხლი 11🔗. სატენდერო კომისია 1. ტენდერს ატარებს სატენდერო კომისია, რომელსაც არანაკლებ 3 წევრის შემადგენლობით ქმნის შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი.  2. სატენდერო კომისიას თავმჯდომარეობს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან მის მიერ დანიშნული პირი.  3. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე კომისიაში ექსპერტებად და კონსულტანტებად, სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება მოწვეულ იქნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები.  4. სატენდერო კომისიის საქმიანობის ტექნიკური და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით, შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, ამ ორგანიზაციის თანამშრომელთაგან იქმნება სატენდერო კომისიის აპარატი, რომელსაც ხელმძღვანელობს სატენდერო კომისიის თავმჯდომარე. 5. სატენდერო კომისია გადაწყვეტილებებს იღებს კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. სატენდერო კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს თავისი აზრი, რომელიც უნდა დაერთოს სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებას. ხმათა თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სატენდერო კომისიის თავმჯდომარის ხმა. 6. სატენდერო კომისიის ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა აისახოს სატენდერო კომისიის შესაბამისი სხდომის ოქმში. ყველა ის სხდომის ოქმი, რომელიც შეიქმნება ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეტაპის შემდეგ, კომისიის დამსწრე წევრების მიერ ხელმოწერისთანავე ატვირთულ უნდა იქნეს სისტემაში. ოქმის სისტემაში ატვირთვის შემდგომ მისი ცვლილება დაუშვებელია.     მუხლი 12🔗. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადება და სისტემაში ატვირთვა 1. პრეტენდენტის მიერ საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების სრულყოფილად წარმოდგენის შემდეგ გამარჯვებულ პრეტენდენტსა და შემსყიდველ ორგანიზაციას შორის იდება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, ამ საკვალიფიკაციო მონაცემების წარდგენიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა. აღნიშნული ვადის გაგრძელება შესაძლებელია არა უმეტეს 5 სამუშაო დღით, მხოლოდ სატენდერო კომისიის დასაბუთებული ოქმის საფუძველზე, რომელშიც მითითებული იქნება ობიექტური მიზეზები, რომელთა გამოც ვერ მოხერხდა ხელშეკრულების დადება დადგენილ ვადაში. 2. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სისტემაში უნდა აიტვირთოს მისი დადებიდან არა უგვიანეს ხუთი დღისა.     მუხლი 13🔗. ელექტრონული გარანტია და საფასური 1. ელექტრონული გარანტიის ბენეფიციარი/მიმღები არის სააგენტო. ელექტრონული გარანტიის სააგენტოსთვის წარდგენა და საფასურის გადახდა ხორციელდება სისტემაში არსებული ავტომატური საშუალებების მეშვეობით. 2. ელექტრონული გარანტიის ოდენობა შეადგენს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების ერთ პროცენტს. 3. ელექტრონული გარანტიისა და საფასურის წარდგენა ხდება ტექნიკური დოკუმენტაციის სისტემაში ატვირთამდე. 4. ელექტრონული გარანტიის წარდგენისა და საფასურის გადახდის სისტემაში არსებული ავტომატური საშუალებების გაუმართაობის შემთხვევაში, ყოველ კონკრეტულ ტენდერში, ელექტრონული გარანტიის წარდგენა და საფასურის გადახდა შესაძლებელია განხორციელდეს სააგენტოსთან შეთანხმებით, ტექნიკური დოკუმენტაციის სისტემაში ატვირთამდე სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ დებულებით გათვალისწინებული პროცედურების გამოყენებით. ამ პუნქტში აღნიშნული გარემოებების არსებობის შემთხვევაში, სააგენტოს თავმჯდომარე გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.     მუხლი 14🔗. სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ დებულებით დასარეგულირებელი საკითხები 1. ამ წესისა და პილოტური რეჟიმის თავისებურებათა გათვალისწინებით, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ დებულებით რეგულირდება შემდეგი საკითხები: ა) პრეტენდენტთა დისკვალიფიკაციის პირობები; ბ) შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრის (შავი სია) წარმოება; გ) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების აუცილებელი პირობები; დ) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების განხორციელება; ე) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების გარანტია და დაზღვევა. 2. საკითხები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამ მუხლის პირველ პუნქტში, რეგულირდება კანონითა და ამ წესით, პილოტური რეჟიმის თავისებურებათა გათვალისწინებით. დანართი №1 მომხმარებლის რეგისტრაციის განაცხადი დანართი №2 აფიდავიტის ფორმა