საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის წარმართვის წესების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 15.10.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №320
სარეგისტრაციო კოდი 010080000.10.003.016051
გამოქვეყნების წყარო სსმ, 137, 25/10/2010
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.10.2010 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის წარმართვის წესების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFootnoteText, li.MsoFootnoteText, div.MsoFootnoteText {mso-style-link:"Footnote Text Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} span.MsoFootnoteReference {font-family:"Times New Roman","serif"; vertical-align:super;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} span.FootnoteTextChar {mso-style-name:"Footnote Text Char"; mso-style-link:"Footnote Text"; font-family:"Calibri","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:56.7pt 46.35pt 9.0pt 62.95pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის
დადგენილება №320
2010 წლის 15 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის წარმართვის წესების დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დამტკიცდეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის წარმართვის თანდართული წესები.
მუხლი 2🔗
დადგენილება, გარდა „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის წარმართვის წესების“ მე-7 მუხლის მე-3 პუნქტისა (ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ფარგლებში), ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ხოლო „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის წარმართვის წესების“ მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი (ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ფარგლებში) ამოქმედდეს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შემდეგ.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის წარმართვის წესები
მუხლი 1🔗. პრეამბულა
საქართველოს მთავრობა სრულად აცნობიერებს და მიესალმება საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციებისა და საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში კონფლიქტის მოგვარებისა და ტრანსფორმაციის საქმეში, ისე, როგორც ეს გაცხადებულია „ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმაში“.
საქართველოს ხელისუფლება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს თავის მოქალაქეებად მიიჩნევს; შესაბამისად, თავის კონსტიტუციურ მოვალეობად თვლის, ხელმისაწვდომი გახადოს მათთვის ყველა სარგებელი, რომლებითაც გარანტირებულია საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე.
ამ მიზნით საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა „სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ – ჩართულობა თანამშრომლობის გზით“ (დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №107 განკარგულებით) და „ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმა“ (დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №885 განკარგულებით), რომლებიც მიმართულია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებისაკენ. მათთვის და საქართველოს დანარჩენი მოსახლეობისთვის გარანტირებული უფლებებით სარგებლობის უზრუნველყოფისაკენ, გახლეჩილი საზოგადოების წევრებს შორის ურთიერთობების აღდგენისაკენ.
საქართველოს პარლამენტის მიერ 2008 წლის ოქტომბერს მიღებული „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელშიც 2010 წლის თებერვალს (ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად) შევიდა ცვლილებები, საქართველოს მთავრობას ანიჭებს უფლებას, მისცეს თანხმობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმ პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას, რომლებიც პასუხობს ჰუმანიტარულ აუცილებლობას და ხელს უწყობს ნდობის აღდგენას.
თანხმობის გაცემის წესი კანონის შესაბამისად დადგინდა საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით (საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 ნოემბრის №219 დადგენილება, ცვლილება შეტანილია 2010 წლის 3 ივლისის №180 დადგენილებით), რომლის თანახმადაც, ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალული საქმიანობის განხორციელებაზე თანხმობას გასცემს საქართველოს მთავრობა – განკარგულებით, ხოლო „ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის“ ფარგლებში – რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი – ბრძანებით.
მუხლი 2🔗. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის წარმართვის წესების მიზანი
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის წარმართვის წესების (შემდგომში – წესები) მიზანია უზრუნველყოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე „ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის“ ფარგლებში საქმიანობის კოორდინირებისათვის გამჭვირვალე, ეფექტური მექანიზმის შექმნა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს და ცდილობს, მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობები შეუქმნას აღნიშნულ რეგიონებში მომუშავე ორგანიზაციებს. ნებისმიერი საქმიანობის წარმართვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოხდება საქართველოს მთავრობასა და ჩართულ მხარეებს შორის კონსტრუქციული დიალოგის საფუძველზე.
მუხლი 3🔗. ტერმინთა განმარტებები
წესებში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები:
ა) ოკუპირებული ტერიტორიები – „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლისა და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ტერიტორიები;
ბ) გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარება – მოსახლეობის სიცოცხლის უფლების უზრუნველსაყოფად მოსახლეობის საკვებით, მედიკამენტებითა და პირველადი მოთხოვნილების საგნებით უზრუნველყოფა;
გ) აკრძალული საქმიანობა – ოკუპირებულ ტერიტორიებზე „ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის“ ფარგლებში „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობა;
დ) განცხადების წარმდგენი – ნებისმიერი მხარე, რომელიც წარადგენს შეტყობინებას ან პროექტის აღწერილობას ამ წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ პროექტის აღწერილობა ერთობლივად არის წარდგენილი, პროექტის აღწერილობის სრულყოფისათვის ყველა მხარე თანაბრად პასუხისმგებელია.
მუხლი 4🔗. ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განხორციელების წესები
1. ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, საქმიანობის წარმართვისათვის თანხმობის მიცემის გამარტივებისა და გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით დადგინდა შემდეგი წესები:
ა) საერთაშორისო და პროექტების განმახორციელებელი პარტნიორი ორგანიზაციების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად:
ა.ა) საერთაშორისო ორგანიზაციებმა* საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარების წარმართვისათვის შეტყობინება უნდა გაუგზავნონ რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს ამ წესების №1 დანართით განსაზღვრული სანოტიფიკაციო ფორმის შევსების გზით;
ა.ბ) გადაუდებელ შემთხვევებში საერთაშორისო ორგანიზაციებს უფლება აქვთ განახორციელონ გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარება ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანოტიფიკაციო ფორმის შევსების გარეშე. შეტყობინების ვალდებულება ძალაში რჩება გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარების განხორციელების შემდეგ, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში;
ბ) საერთაშორისო და პროექტების განმახორციელებელი პარტნიორი ორგანიზაციების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალული საქმიანობის განსახორციელებლად:
ბ.ა) საერთაშორისო ორგანიზაციამ, რომელიც საქართველოში ახორციელებს საქმიანობას საქართველოს მთავრობასთან დადებული შეთანხმების საფუძველზე, პროექტის შესახებ შეტყობინება უნდა გაუგზავნოს რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს ამ წესების №2 დანართით განსაზღვრული სანოტიფიკაციო ფორმის შევსების გზით;
ბ.ბ) პროექტების განმახორციელებელმა პარტნიორმა ორგანიზაციამ უნდა შეავსოს ამ წესების №3 დანართით გათვალისწინებული სანოტიფიკაციო ფორმა და რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში განსახილველად წარადგინოს განსახორციელებელი საქმიანობის პროექტის აღწერილობა და საქართველოში მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეესტრში რეგისტრაციის ამონაწერი;
გ) პროექტის განმახორციელებელ პარტნიორს პროექტის აღწერილობა შეუძლია წარადგინოს რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში დონორ(ებ)თან ერთობლივად. იმ შემთხვევაში, თუ პროექტის განმახორციელებელი პარტნიორი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ადგილობრივი ორგანიზაციაა, რომელიც მოკლებულია საშუალებას, დარეგისტრირდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დონორზე გადადის რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში შეტყობინებისა და პროექტის აღწერილობის წარდგენის ვალდებულება.
2. რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი 21 სამუშაო დღის განმავლობაში გამოთქვამს შენიშვნებს წარდგენილ პროექტთან დაკავშირებით. შენიშვნების არარსებობის შემთხვევაში, პროექტის განხორციელებაზე თანხმობა ფორმდება რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ბრძანებით.
3. თუ პროექტის წარმდგენი ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში არ მიიღებს შენიშვნებს წერილობითი ფორმით, ითვლება, რომ პროექტის განხორციელებაზე თანხმობა გაცემულია.
4. იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი პროექტი არ შეესაბამება ამ წესებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი დაინტერესებულ პირს ხარვეზის შესავსებად დაუდგენს ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 10 სამუშაო დღეს. აღნიშნულ ვადაში საქმისწარმოება შეჩერებულად ითვლება.
5. პროექტის სირთულიდან გამომდინარე, თუ საჭიროა დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვა, ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი ვადა შეიძლება გაგრძელდეს 10 სამუშაო დღით. დაინტერესებული პირი წერილობით უნდა იქნეს გაფრთხილებული ვადის გაგრძელების თაობაზე.
6. პროექტის წარმდგენს შეუძლია წინასწარ გაიაროს კონსულტაციები რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში განსახორციელებელ პროექტთან დაკავშირებით.
7. იმ შემთხვევაში, თუ რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი გამოთქვამს შენიშვნებს პროექტთან დაკავშირებით, იგი შეხვდება პროექტის წარმომდგენის დონორ ორგანიზაციას საკითხის გადაწყვეტის მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ დონორი ორგანიზაცია არ მოისურვებს ჩაერთოს მოლაპარაკების პროცესში, პროექტის წარმდგენს თავად ექნება საშუალება, შეხვდეს რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენლებს საკითხის მოსაგვარებლად.
8. პროექტის განხორციელებაზე უარი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
9. იმ შემთხვევაში, თუ პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის განსახორციელებლად პროექტის წარმდგენს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ესაჭიროება ლიცენზია, რეგისტრაცია ან სხვა ნებართვა, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ხელს შეუწყობს მას აღნიშნული საკითხების მოგვარებაში, შესაბამისი კონსულტაციების გაწევის გზით.
10. ორგანიზაცია, რომელიც განახორციელებს საქმიანობას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ვალდებულია, ექვს თვეში ერთხელ წარადგინოს ინფორმაცია პროექტის მიმდინარეობის შესახებ რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში. თუ დონორი წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციას ან საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, ასეთ შემთხვევაში პროექტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია შეიძლება ერთობლივად წარადგინონ პროექტის განმახორციელებელმა ორგანიზაციამ და დონორმა, ან მხოლოდ დონორმა იკისროს პასუხისმგებლობა ინფორმაციის წარდგენისათვის. თუ პროექტს რამდენიმე დონორი ჰყავს, მაშინ მათ სოლიდარულად ეკისრებათ პასუხისმგებლობა ინფორმაციის წარდგენისათვის. დონორებმა უნდა დანიშნონ ერთ-ერთი დონორი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება აღნიშნული ვალდებულების შესრულებისათვის.
11. რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ოკუპირებულ ტერიტორიებზე განსახორციელებელი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას წარუდგენს საქართველოს მთავრობას.
მუხლი 5🔗. საკონსულტაციო საბჭო
1. რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ყოველწლიურად გაივლის კონსულტაციებს დონორებთან ოკუპირებულ ტერიტორიებზე განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით, პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებისა და პრიორიტეტების საკითხების თაობაზე.
2. ინფორმაციის ეფექტურად ურთიერთგაცვლისა და კონსულტაციების გამართვის მიზნით რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი 6 თვეში ერთხელ შეხვდება პროექტების განმახორციელებელ პარტნიორებს.
3. ნებისმიერი მხარე უფლებამოსილია, მოითხოვოს არაგეგმური შეხვედრა როგორც რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან, ისე სხვა პარტნიორებთან.
მუხლი 6🔗. ოკუპირებულ ტერიტორიებზე განსახორციელებელი პროექტის შეფასების კრიტერიუმები
პროექტებმა უნდა დააკმაყოფილოს ის კრიტერიუმები, რომლებიც მათი საქმიანობისა და მიზნების რელევანტურია, კერძოდ:
ა) პროექტი თანხვედრაშია საქართველოს კანონმდებლობასთან, ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ ჩართულობის სტრატეგიასთან, „ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმასა“ და საერთაშორისო სამართალთან;
ბ) ორგანიზაციას გააჩნია კონფლიქტის მოგვარებისა და კონფლიქტის ტრანსფორმაციის ხელშემწყობი მიზანი;
გ) პროექტის მიზანია კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, ომის შედეგად გახლეჩილი საზოგადოების წევრებს შორის ნდობის აღდგენა, ადამიანის უფლებების დაცვა, იძულებით ადგილნაცვალ პირთა რეპატრიაცია, ომით დაზარალებული მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესება;
დ) პროექტი ხელს უწყობს ადამიანებს შორის ურთიერთობების აღდგენას და ამ მიზნით პროცესში რთავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამჟამად მცხოვრებ და ამ ტერიტორიებიდან დევნილ მოსახლეობას;
ე) ოკუპირებულ ტერიტორიებზე პროექტები ხორციელდება ადგილობრივ ნებაყოფლობით გაერთიანებებთან თანამშრომლობით. პროექტში უნდა ჩანდეს, თუ რამდენად ღირებულია იგი სხვა მსგავს პროექტებთან შედარებით; ასევე ნათლად უნდა გამოიკვეთოს პროექტის მოსალოდნელი შედეგები.
მუხლი 7🔗. განსაკუთრებული წესები
1. პროექტების განხორციელებისას ნებისმიერი ორგანიზაციის წარმომადგენელი („ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევების გარდა) უნდა შევიდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მიმართულებიდან.
2. პროექტის დოკუმენტაციაში გამოყენებული ტერმინები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მისაღებ ქართულ ტერმინებს და ადეკვატურად ითარგმნოს სხვა ენებზე.
3. იმ შემთხვევაში, თუ პროექტით გათვალისწინებულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების საქართველოს საზღვრებს გარეთ გაყვანა, ამ ადამიანების მგზავრობა უნდა განხორციელდეს ან საქართველოს საზღვარგარეთის პასპორტით, ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტით.
4. ნებისმიერი ფინანსური ოპერაცია/გარიგება უნდა განხორციელდეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
დანართი №1
სანოტიფიკაციო ფორმა №1
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარების წარმართვისათვის
ზოგადი ინფორმაცია
ორგანიზაციის სახელი
მისამართი
ტელეფონი
ელექტრონული ფოსტა
ვებგვერდი
ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ
(რეგისტრაციის არსებობის შემთხვევაში)
ორგანიზაციის მისიის
აღწერა
საკონტაქტო პირი
(სახელი, გვარი, ტელეფონი, ელექტრონული მისამართი)
ინფორმაცია გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარების აუცილებლობის შესახებ
ჰუმანიტარული მდგომარეობის აღწერა
(რით არის გამოწვეული, რომელ გეოგრაფიულ არეალს მოიცავს ჰუმანიტარული მდგომარეობის მიერ გამოწვეული შედეგები)
ჰუმანიტარული დახმარების სახეობა
ჰუმანიტარული დახმარების რაოდენობა
დონორები
გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარების გაცემის ვადა
(ერთჯერადი, მრავალჯერადი)
გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარების შეტანის მიმართულება
და პროპორციები
დამატებითი ინფორმაცია
დანართი №2
სანოტიფიკაციო ფორმა №2
სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაციებისა და საერთაშორისო განვითარების ორგანიზაციებისათვის, რომლებიც ახორციელებენ საქმიანობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მთავრობასთან დადებული შეთანხმებების თანახმად
ზოგადი ინფორმაცია
ორგანიზაციის სახელი
მისამართი
ტელეფონი
ელექტრონული ფოსტა
ვებგვერდი
ორგანიზაციის მისიის
აღწერა
საკონტაქტო პირი
(სახელი, გვარი, ტელეფონი, ელექტრონული მისამართი)
ინფორმაცია განსახორციელებელი პროექტის შესახებ
პროექტის სახელი
პროექტის სტატუსი
(მიმდინარე, იდეა, დაფინანსებული, გაგრძელებული)
დონორ(ებ)ი
(დასახელება და საკონტაქტო ინფორმაცია)
პროექტის მიზანი
პროექტის მოსალოდნელი შედეგები
დაწყების თარიღი
დასრულების თარიღი
დამატებითი ინფორმაცია
დანართი №3
სანოტიფიკაციო ფორმა №3
ოკუპირებულ ტერიტორიებზე არასამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისათვის
ზოგადი ინფორმაცია
ორგანიზაციის სახელი
პროექტი ერთობლივად არის წარდგენილი დონორისა და პროექტის წარმდგენის მიერ
კი/არა
დადებითი პასუხის შემთხვევაში: დონორ(ებ)ის დასახელება
მისამართი
ტელეფონი
ელექტრონული ფოსტა
ვებგვერდი
ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ
ორგანიზაციის მისიის
აღწერა
პროექტები
(მიმდინარე/დასრულებული)
საკონტაქტო პირი
(სახელი, გვარი, ტელეფონი, ელექტრონული მისამართი)
ინფორმაცია განსახორციელებელი პროექტის შესახებ
პროექტის სახელი
პროექტის სტატუსი
(მიმდინარე, იდეა, დაფინანსებული, გაგრძელებული)
დონორ(ებ)ი
(დასახელება და საკონტაქტო ინფორმაცია)
პროექტის მიზანი
პროექტის მოსალოდნელი შედეგები
დაწყების თარიღი
დასრულების თარიღი
ფინანსური ინფორმაცია
(მოსალოდნელი ბიუჯეტი, რესურსები, საბანკო ინფორმაცია)
ინფორმაცია ადგილობრივი პარტნიორების შესახებ
(დასახელება და საკონტაქტო ინფორმაცია)
ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამგზავრების მოსალოდნელი განრიგი
დამატებითი ინფორმაცია
* შენიშვნა: წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მანდატისა და მისი საქმიანობის პრინციპების გათვალისწინებით, ეს წესები არ ვრცელდება მის საქმიანობაზე.