კომერციული ბანკების გარეაუდიტორული შემოწმების ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 22.10.2010
ძალის დაკარგვა 01.01.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №134/01
სარეგისტრაციო კოდი 220020000.18.011.016008
გამოქვეყნების წყარო სსმ, 137, 25/10/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ანგარიში | კრედიტი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- კომერციული ბანკების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებების სავალდებულო აუდიტორული შემოწმებისა და განმარტებით შენიშვნებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 01.01.2019
დოკუმენტის ტექსტი
კომერციული ბანკების გარეაუდიტორული შემოწმების ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
span.MsoCommentReference {}
span.MsoPageNumber {}
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-weight:bold;}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
p.MsoRMPane, li.MsoRMPane, div.MsoRMPane {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:14.2pt; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
span.BalloonTextChar { }
span.CommentTextChar { }
span.CommentSubjectChar { font-weight:bold;}
span.BodyTextChar { }
p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:.75in 55.3pt .75in 60.0pt;}
div.Section1 {page:Section1;}
@page Section2 {size:841.9pt 595.3pt; margin:60.1pt 53.85pt 55.3pt 53.85pt;}
div.Section2 {page:Section2;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №134/01
2010 წლის 22 ოქტომბერი
ქ. თბილისი
კომერციული ბანკების გარეაუდიტორული შემოწმების ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონის მე
-15
მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა
და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს კომერციული ბანკების გარეაუდიტორული შემოწმების ჩატარების წესი თანდართულ დანართთან ერთად.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე
.
გ. ქადაგიძე
კომერციული ბანკების გარეაუდიტორული შემოწმების ჩატარების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
ეს წესი არეგულირებს კომერციული ბანკის, მათ შორის, უცხოეთის ბანკის ფილიალის (შემდგომში – ბანკი) გარე აუდიტთან დაკავშირებულ ძირითად საკითხებს, აგრეთვე ურთიერთობას საქართველოს ეროვნულ ბანკს (შემდგომში – ეროვნული ბანკი), ბანკების გარე აუდიტორებსა (შემდგომში –აუდიტორი) და ბანკებს შორის.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
ამ წესის მიზნებისთვის ტექსტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) პირი – რეზიდენტი ან არარეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირი;
ბ) აუდიტორი – პირი, რომელსაც აქვს საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს მიერ გაცემული აუდიტორის საკვალიფიკაციო სერტიფიკატი და რეგისტრირებულია აუდიტორთა ერთიან სახელმწიფო რეესტრში, ან რომელიც ფლობს საერთაშორისოდ აღიარებულ ბუღალტერთა პროფესიული ასოციაციის/ორგანიზაციის საკვალიფიკაციო სერტიფიკატს, როგორიცაა სერტიფიცირებულ საჯარო ბუღალტერთა ამერიკული ინსტიტუტისა (AICPA) და დიპლომირებულ და სერტიფიცირებულ ბუღალტერთა ასოციაციის (ACCA) საკვალიფიკაციო სერტიფიკატი;
გ) ზოგადი ანგარიშგება – წლიური აუდიტებული ფინანსური ანგარიშგება, რომელიც უნდა მომზადდეს „ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს“ მიერ დამტკიცებული „ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების“ (შემდგომში – ფასს) მიხედვით და რომლის აუდიტიც უნდა განხორციელდეს ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის „საერთაშორისო აღრიცხვისა და მარწმუნებელი სტანდარტების საბჭოს“ მიერ გამოცემული „აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების“ შესაბამისად;
დ) დამხმარე უწყისი – დოკუმენტაცია, რომელიც მოიცავს:
დ.ა) უწყისი ყველა რისკის (საბალანსო და გარესაბალანსო) შესახებ, რომელთა შეფასება მოხდა ინდივიდუალურად, ზოგად ანგარიშგებაში მოყვანილი აღრიცხვის მეთოდების გამოყენებით და რომელიც მოიცავს ყველა ხელმისაწვდომი დოკუმენტური ინფორმაციის მხოლოდ ჩამონათვალს;
დ.ბ) გაუფასურების ზარალის მეთოდოლოგია და გაანგარიშება კოლექტიური შეფასების მიხედვით ზოგად ფინანსურ ანგარიშგებაში მოყვანილი პრინციპების საფუძველზე;
დ.გ) კორექტირების ცხრილი (საბალანსო უწყისის და მოგება/ზარალის ანგარიშებთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია დანართი №1
-ის შესაბამისად).
მუხლი 3🔗. ბანკის ვალდებულებები
ბანკი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს ზოგადი ანგარიშგების წლიური გარე აუდიტის ჩატარება ბანკის საქმიანობის სირთულის, მოცულობისა და რისკის პროფილის შესაფერისი პროფესიული გამოცდილების მქონე აუდიტორის მიერ;
ბ) ყოველი საანგარიშგებო წლის (იმ წლის, რომლისთვისაც აუდიტის დასკვნა მზადდება) არა უგვიანეს 31 ოქტომბრისა, ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, ეროვნულ ბანკს წარუდგინოს აუდიტორთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი ზოგადი ანგარიშგების აუდიტის ჩატარების შესახებ;
გ) სათანადოდ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მოწვეული აუდიტორის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების განხორციელებაზე უარის თქმის, ან აუდიტის ხელშეკრულებაში შესული ნებისმიერი ცვლილების შესახებ ეროვნულ ბანკს შეატყობინოს 5 სამუშაო დღის განმავლობაში;
დ) ეროვნულ ბანკს წარუდგინოს ზოგადი ანგარიშგების, დამხმარე უწყისის(რომელიც შესაბამისობაშია მოყვანილი ზოგად ანგარიშგებასთან) და სარეკომენდაციო წერილის ელექტრონული და დოკუმენტური ასლები, მათი მიღებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში, მაგრამ არა უგვიანეს საანგარიშგებო წლის მომდევნო წლის 15 მაისისა. ბანკს შეუძლია წარმოადგინოს დამხმარე უწყისების მხოლოდ ელექტრონული ვერსია;
ე) აუდიტორთან ერთად ხელი მოაწეროს სპეციალურ ურთიერთშეთანხმების წერილს, თუ აღნიშნულს მოითხოვს აუდიტორი;
ვ) არა უგვიანეს 1 მარტისა (საანგარიშგებო წლის დამთავრებიდან), ეროვნულ ბანკს წარუდგინოს აუდიტორისთვის გადაცემული ფასს
-ზე დაფუძნებული არააუდიტებული ზოგადი ანგარიშგებისა და დამხმარე უწყისების პროექტების ელექტრონული ვერსიები;
ზ) საკუთარ ვებგვერდზე განათავსოს აუდიტებული ზოგადი ანგარიშგება, არა უგვიანეს ამ მუხლის „დ“პუნქტში გათვალისწინებული ვადისა;
თ) ეროვნულ ბანკს დოკუმენტური და ელექტრონული ფორმით წარუდგინოს დამფუძნებელი/სათავო ბანკისა და დამფუძნებელი ჰოლდინგური კომპანიის წლიური აუდიტებული ფინანსური ანგარიშგებები მარეგისტრირებელ ქვეყანაში მათი გამოქვეყნებისთანავე, აგრეთვე შუალედური შემოწმებული ანგარიშგებანი, თუ ეს უკანასკნელი საჯაროდ ხელმისაწვდომია;
ი) უზრუნველყოს ამ წესით დადგენილი, უცხო ენაზე მომზადებული ზოგადი ანგარიშგების, აუდიტორის დასკვნისა და სარეკომენდაციო წერილის ეროვნულ ბანკში წარდგენა ქართულ ენაზე, თანდართული დედნებით. დასაშვებია ამ მუხლის „თ“
ქვეპუნქტში ჩამოთვლილი დოკუმენტებისა და დამხმარე უწყისის წარდგენა ინგლისურ ენაზე;
კ) აანაზღაუროს ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესრულებისას წარმოქმნილი ნებისმიერი ხარჯი.
მუხლი 4🔗. აუდიტორის ვალდებულებები
1. აუდიტორი ვალდებულია:
ა) უარი განაცხადოს ნებისმიერი ისეთი მომსახურების გაწევაზე, რომელიც საფრთხეს უქმნის აუდიტორის დამოუკიდებლობას/მიუკერძოებლობას, IFAC-ის ეთიკის კოდექსის შესაბამისად;
ბ) ზოგად ანგარიშგებაში განსაზღვრული სტანდარტული აუდიტის განხორციელებისას ამ ქვეპუნქტში მითითებული შემთხვევების აღმოჩენიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა, ეროვნულ ბანკს უნდა მიაწოდოს:
ბ.ა) ინფორმაცია, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საბანკო ლიცენზიის ერთ-ერთი მოთხოვნის შეუსრულებლობის თაობაზე;
ბ.ბ) ინფორმაცია გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილების მქონე პირებთან კონფლიქტის ან ძირითადი ფუნქციების შემსრულებელი მენეჯერის მიერ ქვეყნის ტერიტორიის დატოვების შესახებ;
ბ.გ) ინფორმაცია ნორმატიული აქტების ან ბანკის წესდების მუხლების არსებითი დარღვევის თაობაზე;
ბ.დ) ინფორმაცია აუდიტორის შესაძლო გადადგომის ან მისი მომსახურების შეწყვეტის შესახებ;
ბ.ე) ინფორმაცია ბანკის საქმიანობასთან დაკავშირებულ რისკებში რაიმე სახის არსებითი ნეგატიური ცვლილების ან შესაძლო სამომავლო რისკების შესახებ.
2. თუ აუდიტორი მოითხოვს, ბანკი და ეროვნული ბანკი ხელს აწერენ სპეციალურ ურთიერთშეთანხმების წერილს.
მუხლი 5🔗. ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები
1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია:
ა) ბანკთან ხელშეკრულების გაფორმებიდან ნებისმიერ დროს, წერილობითი სახით მოითხოვოს დამატებითი ახსნა
-განმარტებანი აუდიტორისაგან, ჩატარდა თუ არა აუდიტი აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და ეფუძნება თუ არა ზოგადი ანგარიშგება ფასს
-ს (ბანკი ინფორმირებული უნდა იყოს ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ახსნა-განმარტების შესახებ. ამ მიზნებისთვის, ეროვნული ბანკი ბანკთან აფორმებს სპეციალურ ურთიერთშეთანხმების წერილს);
ბ) ბანკისაგან ან
/და აუდიტორისგან მოითხოვოს ხელშეკრულება აუდიტორის მიერ ბანკისათვის გაწეული ყველა მომსახურების შესახებ აუდიტორის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის შეფასების მიზნით;
გ) ეროვნულ ბანკს, ბანკსა და აუდიტორს შორის შემდგარი ოფიციალური მოლაპარაკებების შემდგომ, ბანკს მოსთხოვოს სხვა აუდიტორის შერჩევა, თუ დაადგენს, რომ ზოგადი ანგარიშგება არ არის მომზადებული ფასს
-ის საფუძველზე, აუდიტი არ არის განხორციელებული აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და/ან კითხვის ნიშნის ქვეშ დგას აუდიტორის დამოუკიდებლობა/მიუკერძოებლობა, ან აუდიტორი არღვევს ამ წესის მოთხოვნებს. იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული ბანკი ისარგებლებს ამ უფლებამოსილებით, მან ამის შესახებ წერილობით უნდა აცნობოს აუდიტორს და ბანკს გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
2. ეროვნული ბანკი არ არის უფლებამოსილი განსაზღვროს აუდიტის ჩატარებისთვის აუცილებელი სამუშაოს მასშტაბი და ფორმები.
მუხლი 6🔗. სანქციები
ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობისას ეროვნული ბანკი
უფლებამოსილია ბანკების მიმართ გამოიყენოს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 25 დეკემბრის №242/01 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესით“ გათვალისწინებული ფულადი ჯარიმა.
დანართი №1 –კორექტირების ცხრილი
ბალანსი (BS)
მოგება –ზარალის უწყისი (IS)
დებეტი
კრედიტი
დებეტი
კრედიტი
რეკლასიფიკაციის გატარებები
გატარება 1
ანგარიში
დებეტი
ანგარიში
კრედიტი
გატარება 1
ანგარიში
დებეტი
ანგარიში
კრედიტი
საწყისი გატარებები
გატარება 1
ანგარიში
დებეტი
ანგარიში
კრედიტი
გატარება 1
ანგარიში
დებეტი
ანგარიში
კრედიტი
მაკორექტირებელი გატარებები
გატარება 1
ანგარიში
დებეტი
ანგარიში
კრედიტი
გატარება 1
ანგარიში
დებეტი
ანგარიში
კრედიტი
-
-
-
-
-
ინფორმაცია შვილობილ საწარმოებზე
ინფორმაცია მეკავშირე საწარმოებზე
დანართი №1-კორექტირების ცხრილი
XXXXX საბანკო ჯგუფი
მომზადების თარიღი
(
საანგარიშგებო
ვალუტა
)
მომზადებულია:
ფინანსური მენეჯერი (სახელი, გვარი)
შესაბამისობაშია აუდიტებულ ფინანსურ უწყისებთან: (დიახ/არა)
შვილობილი
კონსოლიდირებისათვის საჭირო გატარებები
კაპიტალ მეთოდი
კონსოლი-დირების გარეშე
საწარმოები ფასს
1
(PCAJE 1)
გამო-რიცხვა
2
(PCAJE 2)
გამო-რიცხვა
კონსოლი-დირებული
სებ-ის ანგარიშგების შესაბამისი სვეტი
რეკლასიფიკაციის შემდგომი სვეტი
საწყისი გატარებების შემდგომი სვეტი
ფასს
შვილ.1
შვილ.2
შვილ 1
შვილ1
შვილ.2
შვილ.2
მეკავშირე საწარმო-ები
ფასს
ბალანსი
აქტივები
მთლიანი აქტივები
ვალდებულებები და კაპიტალი
მთლიანი ვალდებულებები
კაპიტალი
მთლიანი კაპიტალი
უმცირესობის წილი
მთლიანი კაპიტალი
სულ ვალდებულებები და კაპიტალი
მოგება–ზარალი
წმინდა საპროცენტო შემოსავლები გაუფასურების ზარალის რეზერვის გამოქვითვამდე
წმინდა საპროცენტო შემოსავალი
წმინდა არასაპროცენტო შემოსავალი
ოპერაციული შემოსავალი
ოპერაციული მოგება
დასაბეგრი მოგება
წმინდა მოგება
უნდა შეივსოს კომპანიის
კაპიტალის მფლობელების მიერ
უმცირესობის წილი