არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის ხელშეკრულების მინიმალური მოთხოვნების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 22.10.2010
ძალის დაკარგვა 30.03.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №133/01
სარეგისტრაციო კოდი 290160000.18.011.016007
გამოქვეყნების წყარო სსმ, 137, 25/10/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 797 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.10.2010 მიღება
30.03.2016 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის ხელშეკრულების მინიმალური მოთხოვნების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family-f:'Arial','sans-serif';} h1 { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; page-break-after:avoid; font-size:16.0pt; font-family-f:'Cambria','serif';} p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family-f:'Arial','sans-serif';} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family-f:AcadNusx;} a:link, span.MsoHyperlink {color:blue; text-decoration:underline;} a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family-f:'Courier New';} p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family-f:'Arial','sans-serif'; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family-f:'Tahoma','sans-serif';} p.MsoRMPane, li.MsoRMPane, div.MsoRMPane {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family-f:'Arial','sans-serif';} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Times New Roman','serif';} span.Heading1Char { font-family-f:'Cambria','serif'; font-weight:bold;} p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Arial','sans-serif';} span.CommentTextChar { } span.CommentSubjectChar { font-weight:bold;} span.BalloonTextChar { font-family-f:'Tahoma','sans-serif';} span.BodyTextChar { font-family-f:AcadNusx;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif';} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif';} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.75pt 49.5pt 63.0pt 53.85pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №133/01 2010 წლის 22 ოქტიმბერი ქ. თბილისი არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის ხელშეკრულების მინიმალური მოთხოვნების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ “ ქვეპუნქტის, 67 -ე მუხლის მე -4 და მე -5 პუნქტების და „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე -4 მუხლის მე -4 პუნქტისა და მე -40 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის ხელშეკრულების მინიმალური მოთხოვნების განსაზღვრის წესი . 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2002 წლის 21 მარტის №4 ბრძანება „საპენსიო შეთანხმების წესი “. 3. ამ ბრძანების დაუყოვნებლივი ამოქმედება განპირობებულია არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის სქემაში მონაწილე პირისათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდების, მისი ძირითადი უფლებების დაცვის და მნიშვნელოვანი გარანტიების შექმნის აუცილებლობით. 4 . ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე. გ. ქადაგიძე არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის ხელშეკრულების მინიმალური მოთხოვნების განსაზღვრის წესი     მუხლი 1🔗 ეს წესი განსაზღვრავს არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის ხელშეკრულების (შემდგომში – ხელშეკრულება) მინიმალურ მოთხოვნებს და ადგენს არასახელმწიფო საპენსიო სქემის მონაწილის (შემდგომში – მონაწილე) სასარგებლოდ დადებული ხელშეკრულების სტანდარტებს.     მუხლი 2🔗 მონაწილის სასარგებლოდ გაფორმებული ხელშეკრულება უნდა მოიცავდეს შემდეგ მინიმალურ ინფორმაციას: ა) ხელშეკრულების ხელმოწერისა და ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღს; ბ) არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის (შემდგომში – დამფუძნებელი) სახელწოდებას, მისამართს, საბანკო რეკვიზიტებს, საიდენტიფიკაციო კოდს; გ) არასახელმწიფო საპენსიო სქემის (შემდგომში – საპენსიო სქემა) სახელწოდებასა და რეგისტრაციის ნომერს; დ) იმ პირის ვინაობას, პირად ნომერს და მისამართს, ვის სასარგებლოდაც იდება ხელშეკრულება; ე) ინფორმაციას მეანაბრის შესახებ; ე.ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში – პირის ვინაობას, მისამართსა და პირად ნომერს; ე.ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში – პირის სახელწოდებას, მისამართს, საბანკო რეკვიზიტებს და საიდენტიფიკაციო კოდს; ვ) ხელშეკრულების საგანს და საპენსიო სქემის ტიპს; ზ) საპენსიო შენატანების განხორციელების წესს; თ) არასახელმწიფო პენსიის გადახდის წესს; ი) მხარეთა უფლება -მოვალეობებს; კ) ხელშეკრულების შეწყვეტის წესსა და დამფუძნებლის ვალდებულებებს მონაწილის მიმართ შეთანხმების შეწყვეტასთან დაკავშირებით; ლ) მეანაბრის/მონაწილის ამავე დამფუძნებლის სხვა საპენსიო სქემაში ან სხვა დამფუძნებლის საპენსიო სქემაში გადასვლის წესებსა და პირობებს.     მუხლი 3🔗 1. საპენსიო სქემებისათვის, სადაც განსაზღვრულია საპენსიო შენატანის ოდენობა , ხელშეკრულება აგრეთვე უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) იმ საინვეტიციო მიმართულებების ჩამონათვალი, სადაც იგეგმება მონაწილის მიერ ან მის სასარგებლოდ განხორციელებული შენატანების ინვესტირება, ან ჩანაწერი იმის შესახებ, რომ მონაწილე ნდობას უცხადებს დამფუძნებელს, რათა მან თავად აირჩიოს საინვესტიციო მიმართულებები; ბ) დეტალურად გაწერილი პირობები იმის შესახებ, თუ როგორ აისახება საპენსიო სქემის საინვესტიციო საქმიანობის შედეგი (მოგება/ზარალი) თითოეული მონაწილის დანაგროვზე, მათ შორის: ბ.ა) მინიმალური საინვესტიციო მოგების ოდენობა, ასეთი პირობის არსებობის შემთხვევაში; ბ.ბ) საპენსიო სქემის საინვესტიციო მოგებაში საპენსიო სქემის მონაწილის პროცენტული (ან თანხობრივი) მონაწილეობა; ბ.გ) საპენსიო სქემის საინვესტიციო ზარალში მონაწილის პროცენტული მონაწილეობა ან ზარალში მონაწილეობის ზღვარი, იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმების თანახმად, მონაწილის საპენსიო დანაგროვზე აისახება საპენსიო სქემის საინვესტიციო ზარალი;  გ) დამფუძნებლის მიერ მისაღები საკომისიოების ოდენობა, მათი გადახდის პრინციპები და პერიოდულობა;  დ) საპენსიო სქემის საინვესტიციო შედეგის (მოგება/ზარალი) მონაწილის სახელობით დანაგროვზე ასახვის (დარიცხვის) პერიოდულობა, დეტალურად გაწერილი პირობები და დაანგარიშების მეთოდი; ე) საინფორმაციო წყაროს მითითება, რისი მეშვეობითაც მონაწილეს საშუალება ექნება პერიოდულად შეამოწმოს მისი სახელობითი დანაგროვის ოდენობა. 2. საპენსიო სქემებისათვის, სადაც განსაზღვრულია პენსიის ოდენობა, ხელშეკრულება აგრეთვე უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) საპენსიო შენატანების გადახდის პერიოდულობა; ბ) გასაცემი პენსიის ოდენობა.