,,საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№753
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.08.
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 131, 27/10/2009

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №753

2009 წლის 27 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის  №286 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში (სსმ III, 2001 წ., №78, მუხ. 555) შეტანილ იქნეს დამატება და ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრს დაემატოს შემდეგი შინაარსის VIII1 თავი:

„თავი VIII1

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების სახელმწიფო თანამდებობები

    მუხლი 301. მთავარი საჯარო თანამდებობა

ა) მინისტრის პირველი მოადგილე;

ბ) მინისტრის მოადგილე;

გ) სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი;

დ) სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე;

ე) გენერალური ინსპექციის უფროსი;

ვ) სამინისტროს ადმინისტრაციის დეპარტამენტის უფროსი;

ზ) დეპარტამენტის უფროსი.

    მუხლი 302. წამყვანი საჯარო თანამდებობა

ა) გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე;

ბ) სამინისტროს ადმინისტრაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

გ) დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

დ) სამინისტროს ადმინისტრაციის სამმართველოს უფროსი;

ე) სამმართველოს უფროსი;

ვ) სამინისტროს ადმინისტრაციის სამმართველოს უფროსის მოადგილე;

ზ) სამსახურის უფროსი;

თ) სამმართველოს უფროსის მოადგილე;

ი) მინისტრის მრჩეველი;

კ) მთავარი ბუღალტერი;

ლ) ადმინისტრაციის სამდივნოს უფროსი.

    მუხლი 303. უფროსი საჯარო თანამდებობა

ა) განყოფილების უფროსი;

ბ) კანცელარიის უფროსი;

გ) მინისტრის უფროსი თანაშემწე;

დ) განყოფილების უფროსის მოადგილე;

ე) მინისტრის პირველი მოადგილის უფროსი თანაშემწე;

ვ) სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის თანაშემწე;

ზ) ჯგუფის უფროსი;

თ) მთავარი რევიზორი;

ი) მთავარი ინსპექტორი;

კ) უფროსი რევიზორი;

ლ) უფროსი ინსპექტორი;

მ) მთავარი სპეციალისტი;

ნ) მთავარი ბუღალტრის მოადგილე.

    მუხლი 304. უმცროსი საჯარო თანამდებობა

ა) იურისტი;

ბ) რევიზორი;

გ) ინსპექტორი;

დ) უფროსი სპეციალისტი;

ე) სპეციალისტი;

ვ) საქმისმწარმოებელი.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე““?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 27.10.2009.
როდის იქნა მიღებული „,,საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე““?
„,,საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე““ მიღებულია 27.10.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №753. სარეგისტრაციო კოდი — 010.340.000.08..
სად არის „,,საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე““-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.10.2009 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „,,საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე““, №753, 27.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.08. (კონსოლიდირებული რედაქცია 27.10.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/105928/