„საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 14 მარტის №146 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №760
2009 წლის 30 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 14 მარტის №146 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 14 მარტის №146 ბრძანებულებაში (სსმ III, 2008 წ. №41, მუხ. 474) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების 20-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ანალიტიკური დირექტორატი – უზრუნველყოფს სამსახურის მიერ მოპოვებული და სამსახურში შემოსული სადაზვერვო ინფორმაციიის დაგროვებას, ანალიზს, სისტემურ დამუშავებას და სამსახურის მიერ წარსადგენი დოკუმენტების მომზადებას;
ბ) ინფორმაციის დირექტორატი – უზრუნველყოფს სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული სადაზვერვო გეგმის შესაბამისად სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვებას ოპერატიული და ღია წყაროებიდან, სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვებას ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, ასევე ახორციელებს საგარეო კონტრდაზვერვით საქმიანობას;
გ) ადმინისტრაციული დირექტორატი – ახორციელებს სამსახურის საკადრო, სამართლებრივ, საფინანსო, სამეურნეო, ტექნიკურ, საქმისწარმოებით, საპროტოკოლო უზრუნველყოფას, სამსახურის საზოგადოებასთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის კოორდინაციას;
დ) უსაფრთხოების დირექტორატი – უზრუნველყოფს სამსახურის საკუთარ უსაფრთხოებას, ახორციელებს სამსახურის ინსპექტირებას, სამსახურის მოსამსახურეების სპეციალურ შემოწმებას;
ე) სპეციალური მომზადებისა და გადამზადების ცენტრი (დირექტორატი) – უზრუნველყოფს მოსამსახურეთა სპეციალურ მომზადებასა და გადამზადებას;
ვ) არქივი (სამმართველო) – უზრუნველყოფს ოპერატიულ აღრიცხვას და საარქივო საქმისწარმოებას“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2009 წლის 1 ნოემბრიდან.
მ. სააკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 14 მარტის №146 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 30.10.2009.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 14 მარტის №146 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- „საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 14 მარტის №146 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 30.10.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №760. სარეგისტრაციო კოდი — 130.060.000.08..
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 14 მარტის №146 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 14 მარტის №146 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.10.2009 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 14 მარტის №146 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №760, 30.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 130.060.000.08. (კონსოლიდირებული რედაქცია 30.10.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/105976/