„კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ. 32) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 19. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა კომპეტენცია
კულტურის სფეროში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) თავიანთ ტერიტორიაზე კულტურის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება;
ბ) ადგილობრივი ბიუჯეტისა და ფონდების ფორმირება კულტურის განვითარებისათვის;
გ) ადგილობრივი ბიუჯეტიდან სახელმწიფო კულტურული პროგრამების შესასრულებლად გამოყოფილი იმ თანხის რაოდენობის დადგენა, რომელიც ნაწილდება კულტურული პროგრამების მიხედვით, სახელოვნებო-საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით;
დ) კულტურის ადგილობრივი (მუნიციპალური) ორგანიზაციებისა და დაწესებულებების შექმნა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია სამთავრობო დაწესებულებასთან შეთანხმებით;
ე) კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დაცვა;
ვ) კულტურის სფეროში მუნიციპალური ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და ნაგებობების მშენებლობა და მათი მიმდებარე ტერიტორიების მოწყობა;
ზ) ნაგებობებზე, შენობებსა და სახელმწიფო საკუთრების სხვა ობიექტებზე კონტროლის დაწესება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.“.
2. 22-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებული არიან უზრუნველყონ ისტორიისა და კულტურის ძეგლების გამოვლენა, აღრიცხვა, შესწავლა, რესტავრაცია და დაცვა.“.
3. 24-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებული არიან დაიცვან თავიანთ საკუთრებაში მყოფი ბიბლიოთეკები, მუზეუმები, საარქივო და სხვა ანალოგიური ფონდები, უზრუნველყონ მათი შენახვა, ფუნქციონირება და განვითარება.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 10 ნოემბერი.
№3646_IIს