"ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 აგვისტოს №27 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№36
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.118.016006
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 45, 29/10/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს

დადგენილება №36

2010 წლის 22ოქტომბერი

ქ. ონი

 „ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 აგვისტოს №27 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შეტანილ იქნეს „ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 აგვისტოს №27 დადგენილებაში შემდეგი ცვლილებები, კერძოდ:

    მუხლი 1

დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 სამსახურში მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნა, გათავისუფლება და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესებს ადგენს ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით.

    მუხლი 2

დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 – მე-11 მუხლები.

    მუხლი 5. შეზღუდვები ხანძრის დაცვის სამსახურში მიღებისა და სამსახურის გავლასთან დაკავშირებით

  სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურში არ მიიღება პირი, თუ იგი:

ა) ნასამართლევია განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის და მოხსნილი არა აქვს ნასამართლობა;

ბ) იმყოფება წინასწარი გამოძიების ქვეშ ან პატიმრობაში;

გ) სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია ქმედუუნაროდ ან შეზღუდული ქმედუუნარობის მქონედ;

დ) სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;

ე) სამედიცინო დასკვნის თანახმად, მისი ჯა ნ მრთელობა არ აკმაყოფილებს მოცემულ თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ მოთხოვნებს.

    მუხლი 11. უმცროსი და რიგითი შემადგენლობის მიერ ვალდებულებების ვადის გაგრძელების წესი

  უმცროსი და რიგითი შემადგენლობის თანამდებობებზე მისაღები პირები დებენ წერილობით ხელშეკრულებას – ვალდებულებას სახანძრო დაცვის სამსახურის რაზმში მუშაობის ხანგრძლივობის შესახებ (სამი წლით) ვალდებულება ითვლება გაგრძელებულად იმავე ვადით, თუ მოსამსახურე ვალდებულებით გათვალისწინებული ვადის გასვლამდე ორი კვირით ადრე არ მიმართავს ხელმძღვანელობას განცხადებით დათხოვნის შესახებ.

    მუხლი 3

დადგენილებიდან ამოღებულ იქნეს მე-15 მუხლი.

    მუხლი 4

შეტანილ იქნეს ცვლილება დადგენილების მე-16 მუხლის პირველ პუნქტში და ჩამოყალიბდეს შენდეგი შინაარსით: „სამსახურის დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხორციელდება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად.

    მუხლი 5

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე      შ. ჯაფარიძე