თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 18.10.2010
ძალის დაკარგვა 06.02.2015
გამომცემი ორგანო თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი
ნომერი №52
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.123.016004
გამოქვეყნების წყარო სსმ, 46, 03/11/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| № | სანებართვო მოწმობის № |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 30.01.2015
დოკუმენტის ტექსტი
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:28.35pt 28.35pt .25in 54.15pt;}
div.Section1 {page:Section1;}
@page Section2 {size:841.9pt 595.3pt; margin:27.0pt 27.0pt 28.3pt .25in;}
div.Section2 {page:Section2;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს
დადგენილება №5
2
2010 წლის 18 ოქტომბერი
ქ.
ქუთაისი
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე
-6 მუხლის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 261, 30-ე, 36-ე მუხლების, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე
, ქალაქ ქუთაისის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
მუხლი 1🔗
შემოღებულ იქნეს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემისათვის აუქციონის პირობები და ჩატარების პროცედურები /დანართი №1 დადგენილებას თან ახლავს/
.
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის ფორმა /დანართი №2 დადგენილებას თან ახლავს/
.
მუხლი 4🔗
დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო რეესტრი /დანართი №3 დადგენილებას თან ახლავს/
.
მუხლი 5🔗
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო რეესტრის წარმოება განახორციელოს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის აღმასრულებელმა ორგანომ.
მუხლი 6🔗
ქალაქ ქუთაისის მერმა უზრუნველყოს სანებართვო მოწმობის ფორმის დაბეჭდვა
-რეგისტრაცია.
მუხლი 7🔗
დადგენილება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე
ა. ხვადაგიანი
დანართი №1
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის აუქციონის პირობები და ჩატარების პროცედურები
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ეს დებულება შემუშავებულია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ტერიტორიაზე არსებულ, სახელმწიფო და თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის აუქციონის პირობებსა და ჩატარების პროცედურებს.
2. თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის აღმასრულებელმა ორგანომ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემა განახორციელოს მხოლოდ აუქციონის ფორმით. აუქციონის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს და პირობებს განსაზღვრავს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის აღმასრულებელი ორგანო.
3. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აუქციონის მიზანია თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ტერიტორიაზე არსებულ, სახელმწიფო და თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა მიენიჭოს იმ ნებართვის მაძიებელს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და სააუქციონო ვაჭრობის პროცესში ნებართვის გამცემს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.
4. ამ წესის შესაბამისად მიღებული გარე რეკლამის განთავსების ნებართვის საფუძველზე სარეკლამო საშუალების განთავსების საკითხები რეგულირდება მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების შესაბამისად.
5. თვითმმართველ ქალაქ ქუთაისში გარე რეკლამის განთავსების გეგმას ლოტების მიხედვით (სარეკლამო საშუალების განთავსების ადგილის, გაბარიტული ზომებისა და ფორმის მითითებით) ამტკიცებს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულო.
6. ნებართვის მაძიებლად მიიჩნევა და აუქციონში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკურ ან იურიდიულ პირს ან ამ პირთა გაერთიანებას.
7. აუქციონში გამარჯვებულ პირს აუქციონში მონაწილეობისათვის გადახდილი ბე ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.
8
. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის საწყისი სააუქციონო ფასი გარე სარეკლამო საშუალების ფასადის ერთი კვადრატული მეტრისათვის, ყოველ სანებართვო წელზე, ქალაქ ქუთაისში, ი. ჭავჭავაძის გამზირზე, გუგუნავას ქუჩაზე, ახალგაზრდობის გამზირზე, ზ. გამსახურდიას ქუჩაზე, თამარ მეფის ქუჩაზე, რუსთაველის გამზირსა და ქალაქ ქუთაისის ისტორიული ცენტრის ტერიტორიაზე განისაზღვრება 60 /სამოცი/ ლარის ოდენობით, ხოლო ქალაქ ქუთაისის დანარჩენ ტერიტორიაზე – 36 /ოცდათექვსმეტი/ ლარის ოდენობით.
9
. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიმღები, თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის აღმასრულებელ ორგანოსთან ანგარიშსწორებას ახდენს ყოველწლიურად, ნებართვის საბოლოო ფასისა და ვადის ფარდობის შესაბამისად.
მუხლი 2🔗. აუქციონის გამართვის უფლებამოსილი ორგანო
1. აუქციონს ატარებს ნებართვის გამცემის მიერ შექმნილი თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის აუქციონის ორგანიზების მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისია.
2. აუქციონის ჩატარებამდე ინფორმაცია აუქციონში მონაწილეთა შესახებ (მათ შორის
, აუქციონში მონაწილეთა რაოდენობის შესახებ) კონფიდენციალურია.
მუხლი 3🔗. აუქციონის ორგანიზება
1. აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს ნებართვის გამცემი, თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის აუქციონის ორგანიზების მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის მეშვეობით.
2. ნებართვის გამცემი უზრუნველყოფს აუქციონის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას ადგილობრივ ბეჭდვით ორგანოსა და გაზეთ „24 საათში“ აუქციონის ჩატარებამდე, არანაკლებ 15 კალენდარული დღით ადრე.
3. ნებართვის გამცემი უფლებამოსილია გადაავადოს აუქციონის ჩატარება, რის შესახებაც ინფორმაცია ქვეყნდება ამ მუხლის მე-
2 პუნქტის შესაბამისად
.
4. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) ნებართვის გამცემის დასახელებას;
ბ) პირობებს და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს;
გ) აუქციონზე გამოტანილი ლოტის დასახელებას (აღწერას), რომელზედაც გაიცემა გარე რეკლამის განთავსების ნებართვა;
დ) ნებართვის მფლობელისათვის ნებართვის გადაცემის ვადას;
ე) სააუქციონო განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრებისა და აუქციონის ჩატარების თარიღს;
ვ) ბეს რაოდენობას, რომელიც შეადგენს ნებართვის მიღების საწყისი ფასის 30%-ს;
ზ) ბიჯის სიდიდეს, რომელიც შეადგენს 100 ლარს
;
თ) განაცხადის მიღების ადგილს (მისამართი) და საკონტაქტო ტელეფონს;
ი) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც ნებართვის გამცემი ჩათვლის მიზანშეწონილად.
6. ნებართვის მაძიებელს უფლება აქვს მიიღოს აუქციონზე გამოტანილი ლოტის შესახებ ნებართვის გამცემის ხელთ არსებული, კანონმდებლობით დაშვებული, ნებისმიერი ინფორმაცია.
მუხლი 4🔗. აუქციონში მონაწილეობის პირობები
1. აუქციონი ტარდება გამოცხადების დღიდან არანაკლებ მე
-15 კალენდარულ დღეს. აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს აუქციონის ჩატარების დღის ჩათვლით და ნებართვის გამცემის მიერ დადგენილ საათამდე.
2. აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მთავრდება დადგენილ დღეს და საათს. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ შემოსული განაცხადი არ მიიღება.
3. აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი (შემდგომში – მონაწილე) აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს:
ა) განაცხადს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მონაწილეზე, აუქციონზე გამოტანილი ლოტის დასახელებას, იმ ლოტის საწყის სააუქციონო ფასს, რომლის შეძენაც სურს მონაწილეს და მონაწილის თანხმობას ნებართვის გამცემის მიერ დადგენილი პირობების შესრულებაზე;
ბ) ბეს გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (ბეს საფასურის გადახდა უნდა მოხდეს ნებართვის გამცემის მიერ მითითებულ ანგარიშზე);
გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლს (ფიზიკური პირის შემთხვევაში);
დ) ნოტარიალურად დამოწმებულ მინდობილობას, თუ მონაწილე მოქმედებს სხვა პირის სახელით;
ე) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლებს და განაცხადის შეტანის მომენტისთვის მოქმედ ამონაწერს
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში).
4. მონაწილემ, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა ლოტებზე მოწყობილ აუქციონში, ბე უნდა გადაიხადოს თითოეული ლოტისათვის ცალ-ცალკე.
5. თუ ყველა წარმოდგენილი დოკუმენტი აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რეგისტრატორი მონაწილეზე აკეთებს შესაბამის ჩანაწერს აუქციონის მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალში, იტოვებს წარმოდგენილ დოკუმენტაციას და მონაწილეს გადასცემს აუქციონში მონაწილის ბილეთს. მონაწილის ბილეთით მონაწილე
იღებს აუქციონში მონაწილის სტატუსს.
6. მონაწილეს უფლება აქვს ბეს დაუკავებლად, უარი აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადოს მხოლოდ განაცხადების მიღების პერიოდში.
7. მონაწილეს შეიძლება უარი ეთქვას აუქციონში მონაწილეობაზე, თუ:
ა) განაცხადის წარმომდგენი პირი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეიძლება ცნობილ იქნეს ნებართვის მაძიებლად;
ბ) დარღვეულია ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტის მოთხოვნები.
მუხლი 5🔗. აუქციონის ჩატარების წესი
1. აუქციონში მონაწილე, აუქციონის დაწყებამდე შედის დარბაზში, სადაც ტარდება აუქციონი, აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს აუქციონში მონაწილის ბილეთს და იღებს სპეციალურ დაფას, რომლის ნომერიც შეესაბამება მის ბილეთზე აღნიშნულ ნომერს.
2. აუქციონატორი ადარებს გაცემული ნომრიანი დაფების რაოდენობას შემოსული განაცხადების რაოდენობასთან, რითაც აზუსტებს აუქციონში მონაწილეთა რაოდენობას.
3. აუქციონს ატარებს აუქციონატორი.
4. ვაჭრობის დაწყებისას აუქციონატორი აცხადებს ლოტის დასახელებას, მის საწყის ფასს, ბიჯს.
5. აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება საწყისი ფასის გამოცხადების მომენტი. ვაჭრობის მიმდინარეობის დროს დაუშვებელია მონაწილეთა დარბაზში გადაადგილება.
6. აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა, სწევს თავის დაფას (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას)
, აუქციონატორი აფიქსირებს მას და სთხოვს აუქციონში მონაწილეებს გააგრძელონ ვაჭრობა, სანამ რომელიმე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს. ფასის სამჯერ გამოცხადებისა და აუქციონატორის მიერ ჩაქუჩის დარტყმის შემდეგ აუქციონში გამარჯვებულად ითვლება აუქციონის მონაწილე, რომელმაც აუქციონატორს ყველაზე მაღალი ფასი შესთავაზა.
7. აუქციონის დამთავრების შემდეგ დგება ოქმი, რომელშიც უნდა აისახოს სააუქციონო ვაჭრობის მიმდინარეობა და შედეგები, სანებართვო პირობები, საფასურის გადახდის ვადები და ამ დებულების მე-6 მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. ოქმს ხელს აწერს აუქციონში გამარჯვებული პირი და სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე.
8. თუ აუქციონში გამარჯვებული პირი უარს განაცხადებს აუქციონის შედეგების ოქმის ხელმოწერაზე, მას ჩამოერთმევა აუქციონში გამარჯვებულის სტატუსი და შეტანილი ბე არ დაუბრუნდება.
9. აუქციონი არშემდგარად გამოცხადდება, თუ:
ა) აუქციონში მონაწილეობის სურვილი არ გამოთქვა არავინ;
ბ) აუქციონში მონაწილეობის მისაღებად არ გამოცხადდა არცერთი მსურველი;
გ) აუქციონის მონაწილე/მონაწილეები ესწრებოდნენ აუქციონს, მაგრამ არც ერთმა არ მიიღო მონაწილეობა სააუქციონო ვაჭრობაში.
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში დგება არშემდგარი აუქციონის შესახებ მოხსენებითი ბარათი თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის აღმასრულებელი ორგანოს სახელზე, რომელსაც ხელს აწერს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის აუქციონის ორგანიზების მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი, ხოლო აუქციონის მონაწილესა და მონაწილეობის მსურველის მიერ შეტანილი ბე სრულად ირიცხება თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ბიუჯეტში.
11. სააუქციონო კომისია აუქციონის ჩატარებიდან, 7 კალენდარული დღის ვადაში ამზადებს მოხსენებით ბარათს, რომლის საფუძველზეც აუქციონში მონაწილე პირებს, რომლებმაც ვერ გაიმარჯვეს, უბრუნდებათ მათ მიერ გადახდილი ბეს ოდენობა. მოხსენებით ბარათს ხელს აწერს სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.
12. აუქციონის შედეგების ოქმი და სრული დოკუმენტაცია დაუყოვნებლივ გადაეცემა ნებართვის გამცემს, რომელიც მას ამტკიცებს არა უმეტეს 5 სამუშაო დღის ვადაში და აუქციონის შედეგების დამტკიცებიდან არა უმეტეს ხუთ სამუშაო დღეში, დადგენილი სანებართვო ფორმის სახით, გასცემს გარე რეკლამის განთავსების ნებართვას.
მუხლი 6🔗. კონტროლი სანებართვო პირობების შესრულებაზე და ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობა
1. კონტროლი სანებართვოს პირობების შესრულებაზე ნებართვის გამცემის მიერ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.
დანართი №2
საქართველო
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის
ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების
ნებართვა
№
ეძლევა_______________________________________________________________________________
ნებართვის მიმღები და მისი მისამართი
__________________________________________________________________________________________
__________________________________________________________________________________________
__________________________________________________________________________________________
საფუძველი ________________________________________________
ნებართვის მოქმედების ვადა
________________________ დან
______________________ მდე
ნებართვა შედგენილია სამ ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი გადაეცემა ნებართვის მიმღებს,
ხოლო თითო
ეგზემპლარი ინახება თვითმმართველი ქალაქის –
ქუთაისის საკრებულოსა და
მერიაში.
სანებართვო პირობები: _________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________________
__________________________________________________________________________________________
ნებართვა გაცემულია 20-- წლის ________________________
-------------------------- --------------------------------
ნებართვის მიმღები ნებართვის გამცემი
ბეჭდის ადგილი
საკრებულოს თავმჯდომარე
ა. ხვადაგიანი
დანართი № 3
№
სანებართვო მოწმობის
№
ნებართვის გაცემის
/ცვლილების
, გაუქმების/
საფუძველი და თარიღი
ნებართვის გამცემი უფლებამო
-სილი პირი (სახელი, გვარი)
ნებართვის გამცემის იურიდიული მისამართი
მონაცემები ნებართვის მ
იმღების შესახებ:
ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრ
იდან – ინდივიდუალური მეწარმისათვის ან იურიდიული პირისათვის (სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნისათვის)
ნებართვის მ
იმღების საფირმო სახელწოდება (სახელი, გვარი) ორგანიზაციულ
-სამართლებრივი ფორმა
მონაცემები ნებართვი
ს მ
იმღების
შესახებ: სახელის, გვარის, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების თაობაზე
– ფიზიკური პირისათვის
ინფორმაცია ნებართვის მ
იმღების მისამართის შეცვლის ან რეორგანიზაციის შესახებ