„საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული საქართველოს სახელმწიფო საზღვრის რეფორმის ხელშემწყობი დროებითი საუწყებათაშორისო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 12 ივნისის №352 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №791
2009 წლის 11 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული საქართველოს სახელმწიფო საზღვრის რეფორმის ხელშემწყობი დროებითი საუწყებათაშორისო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 12 ივნისის №352 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული საქართველოს სახელმწიფო საზღვრის რეფორმის ხელშემწყობი დროებითი საუწყებათაშორისო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 12 ივნისის №352 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანებულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, შეიქმნას საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული საქართველოს სახელმწიფო საზღვრის რეფორმის ხელშემწყობი დროებითი საუწყებათაშორისო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ეკა ტყეშელაშვილი – საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, კომისიის თავმჯდომარე
ზაზა გოგავა – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი
პაპუნა პეტრიაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე
თინა ბურჯალიანი – საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე
ნოდარ ხარშილაძე – საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე
დავით ჯალაღანია – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
ეკატერინე ზღულაძე – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე
ზვიად ზვიადაძე – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სტაბილურობისა და მართლწესრიგის უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორი, კომისიის მდივანი: “;
ბ) ბრძანებულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. კომისიის საქმიანობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს გიორგი თარგამაძეს და საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს დავით დარჩიაშვილს. “.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი