„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№810
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.08.002.
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 141, 18/11/2009

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №810

2009 წლის 13 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებით (სსმ III, 2001 წ., №78, მუხ. 555) დამტკიცებულ „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-9 მუხლის:

ა) „ზ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ1) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სამსახურის უფროსი;“;

ბ) „კ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ1) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სამსახურის უფროსის მოადგილე;“.

2. 262 მუხლის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) განსაკუთრებული ნიშნის მიხედვით შექმნილი სტრუქტურული ქვედანაყოფის მთავარი სამმართველოს/ადმინისტრაციის უფროსი;

თ) განსაკუთრებული ნიშნის მიხედვით შექმნილი სტრუქტურული ქვედანაყოფის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე;“.

3. 263 მუხლის „ჟ“ და „რ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

4. 264 მუხლის „თ“, „ი“, „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

5. რეესტრს დაემატოს შემდეგი შინაარსის VII5 თავი და 2617-2620 მუხლები:

„თავი VII5. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საგამოძიებო სამსახურის სახელმწიფო თანამდებობები

    მუხლი 2617. მთავარი საჯარო თანამდებობა

საგამოძიებო სამსახურის უფროსი.

    მუხლი 2618. წამყვანი საჯარო თანამდებობა

ა) საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე;

ბ) დეპარტამენტის/სამმართველოს/სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი;

გ) დეპარტამენტის/სამმართველოს უფროსის მოადგილე;

დ) დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსი;

ე) დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე/სამმართველოს უფროსის მოადგილე;

ვ) ტერიტორიული ორგანოს უფროსი;

ზ) ტერიტორიული ორგანოს უფროსის მოადგილე;

თ) სპეციალური დანიშნულების რაზმის უფროსი;

ი) სპეციალური დანიშნულების რაზმის უფროსის მოადგილე;

კ) დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი.

    მუხლი 2619. უფროსი საჯარო თანამდებობა

ა) დეპარტამენტის სამმართველოს უფროსის მოადგილე;

ბ) დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს სამმართველოს/სპეციალური დანიშნულების რაზმის სამმართველოს უფროსი;

გ) მთავარი სამმართველოს სამმართველოს უფროსის მოადგილე/სპეციალური დანიშნულების რაზმის სამმართველოს უფროსის მოადგილე;

დ) კანცელარიის უფროსი;

ე) მთავარი ბუღალტერი;

ვ) ტერიტორიული ორგანოს სამმართველოს უფროსი;

ზ) ტერიტორიული ორგანოს სამმართველოს უფროსის მოადგილე;

თ) განყოფილების უფროსი;

ი) უფროსი გამომძიებელი;

კ) გამომძიებელი.

    მუხლი 2620. უმცროსი საჯარო თანამდებობა

ა) მთავარი სპეციალისტი;

ბ) უფროსი სპეციალისტი;

გ) სპეციალისტი;

დ) მთავარი ინსპექტორი;

ე) უფროსი ინსპექტორი;

ვ) ინსპექტორი;

ზ) უმცროსი ინსპექტორი;

თ) უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი;

ი) ინსპექტორ-გამომძიებელი;

კ) უფროსი მზვერავი;

ლ) მზვერავი;

მ) დამხმარე მოსამსახურე.“.

    მუხლი 2.

1. ეს ბრძანებულება, გარდა პირველი მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს 2009 წლის 1 დეკემბრიდან.

2. ამ ბრძანებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2009 წლის 16 ნოემბრიდან.

მ. სააკაშვილი

    

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 13.11.2009.
როდის იქნა მიღებული „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“?
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 13.11.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №810. სარეგისტრაციო კოდი — 010.340.000.08.002..
სად არის „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.11.2009 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“, №810, 13.11.2009, სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.08.002. (კონსოლიდირებული რედაქცია 13.11.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/106078/