ახმეტის მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის დებულების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 19.10.2010
ძალის დაკარგვა 16.08.2011
გამომცემი ორგანო ახმეტის მუნიციპალიტეტი
ნომერი №31
სარეგისტრაციო კოდი 040090000.35.162.016018
გამოქვეყნების წყარო სსმ, 46, 03/11/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ახმეტის მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} a:link, span.MsoHyperlink {color:blue; text-decoration:underline;} a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} pre {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.a, li.a, div.a {mso-style-name:"Абзац списка"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.aCxSpFirst, li.aCxSpFirst, div.aCxSpFirst {mso-style-name:"Абзац спискаCxSpFirst"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.aCxSpMiddle, li.aCxSpMiddle, div.aCxSpMiddle {mso-style-name:"Абзац спискаCxSpMiddle"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.aCxSpLast, li.aCxSpLast, div.aCxSpLast {mso-style-name:"Абзац спискаCxSpLast"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.a0, li.a0, div.a0 {mso-style-name:"ინტერვალის გარეშე"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.a1, li.a1, div.a1 {mso-style-name:"სიის აბზაცი"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.a1CxSpFirst, li.a1CxSpFirst, div.a1CxSpFirst {mso-style-name:"სიის აბზაციCxSpFirst"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.a1CxSpMiddle, li.a1CxSpMiddle, div.a1CxSpMiddle {mso-style-name:"სიის აბზაციCxSpMiddle"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.a1CxSpLast, li.a1CxSpLast, div.a1CxSpLast {mso-style-name:"სიის აბზაციCxSpLast"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:.6in 50.8pt .5in 58.5pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №31
2010 წლის 19 ოქტომბერი
ქ. ახმეტა
ახმეტის მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ 22-ე მუხლის „პ“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „სახელმწიფო ქონების შესახებ“ და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ კანონის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. დამტკიცდეს ახმეტის მუნიციპალური ქონების საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ დებულება (თან ერთვის).
2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. მაილაშვილი
დანართი №1
მუნიციპალური ქონების საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ
დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ეს დებულება შემუშავებულია „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს მუნიციპალური ქონების საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის (პრივატიზების) წესს.
2. „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, მუნიციპალური ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის (შემდგომში – მოძრავი ნივთი) საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების თაობაზე – ის მუნიციპალური ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლებსაც მოძრავი ნივთი ერიცხებათ ბალანსზე ან/და სარგებლობის უფლებით აქვთ გადაცემული.
3. საჯარო აუქციონის ფორმით მუნიციპალური ქონების პრივატიზების მიზანია საკუთრების უფლება მიენიჭოს საჯარო აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ვაჭრობის პროცესში მუნიციპალური ქონების განმკარგავ სუბიექტს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს, ხოლო თუ საჯარო .უქციონი გამოცხადდა პირობებით – საკუთრების უფლება მიანიჭოს საჯარო აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში მუნიციპალური ქონების განმკარგავ სუბიექტს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.
4. საჯარო აუქციონის ფორმით მუნიციპალური ქონების პრივატიზებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, ხოლო მოძრავი ნივთის პრივატიზებას ასევე ის მუნიციპალური ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლებსაც მოძრავი ნივთი ერიცხებათ ბალანსზე და/ან სარგებლობის უფლებით აქვთ გადაცემული. მათ შეუძლიათ იმოქმედონ წარმომადგენლის მეშვეობით, რომელსაც მინიჭებული აქვს სათანადო უფლებამოსილება.
5. საჯარო აუქციონის ფორმით საპრივატიზებო მუნიციპალური ქონების საწყისი საფასური განმკარგავი სუბიექტის მიერ დგინდება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს №659 ბრძანებულების, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 9 თებერვლის №3 დადგენილების, „ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების იჯარით გასაცემი ფართების ერთ კვადრატულ მეტრზე საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 10 ივლისის №23 დადგენილების შესაბამისად.
6. საჯარო აუქციონის ფორმით მუნიციპალური ქონების შემძენი შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან ამ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია.
7. საჯარო აუქციონი (საჯარო აუქციონი პირობებით) ცხადდება პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს გადაწყვეტილებით.
8. საჯარო აუქციონის ჩატარებამდე ინფორმაცია საჯარო აუქციონში მონაწილეთა შესახებ (მათ შორის, საჯარო აუქციონში მონაწილეთა რაოდენობის შესახებ) კონფიდენციალურია.
9. ის მუნიციპალური ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლებსაც მოძრავი ნივთი ერიცხებათ ბალანსზე ან/და სარგებლობის უფლებით აქვთ გადაცემული, მოძრავი ნივთის საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების თაობაზე პრივატიზებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში ინფორმაციას წარუდგენს მუნიციპალიტეტს. მუნიციპალურ კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს მოძრავი ნივთის პრივატიზების უფლება აქვს მხოლოდ სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით.
მუხლი 2🔗. საჯარო აუქციონის ორგანიზება
1. საჯარო აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს პრივატიზების განმახორციელებელი სუბიექტი.
2. მუნიციპალური ქონების განმკარგავი სუბიექტი საჯარო აუქციონის ფორმით მუნიციპალური ქონების პრივატიზების დათქმულ თარიღამდე 15 კალენდარული დღით ადრე, ხოლო მოძრავი ნივთის შემთხვევაში არანაკლებ 5 დღით ადრე უზრუნველყოფს საჯარო აუქციონის ფორმით მუნიციპალური ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.
3. განმეორებით გამოცხადებული და ვადაგაგრძელებული საჯარო აუქციონის ფორმით უძრავი ნივთის პრივატიზების შემთხვევაში პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო უზრუნველყოფს საჯარო აუქციონის ფორმით მუნიციპალური ქონების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას პრივატიზების დათქმულ თარიღამდე 10 კალენდარული დღით ადრე.
4. პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია გადაავადოს საჯარო აუქციონის ჩატარება, რომლის შესახებაც ინფორმაცია ქვეყნდება „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.
5. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) პრივატიზების განმახორციელებელი სუბიექტის დასახელებას;
ბ) პირობებს და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს;
გ) საპრივატიზებო მუნიციპალური ქონების დასახელებას;
დ) განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრების და საჯარო აუქციონის ჩატარების თარიღს;
ე) უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის /ბეს თანხის/ ოდენობას, რომელიც შეადგენს მუნიციპალური ქონების საწყისი საფასურის 30%-ს;
ვ) ბიჯის სიდიდეს და საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასს, რომლის ოდენობას განსაზღვრავს პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო;
ზ) განაცხადის მიღების ადგილს (მისამართი), საკონტაქტო ტელეფონს;
თ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო ჩათვლის მიზანშეწონილად.
6. მუნიციპალური ქონების შემძენს უფლება აქვს მიიღოს საპრივატიზებო მუნიციპალური ქონების შესახებ პრივატიზების განმახორციელებელი სუბიექტის ხელთ არსებული, კანონმდებლობით დაშვებული, ნებისმიერი ინფორმაცია.
8. ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს საპრივატიზებო მუნიციპალურ ქონებას.
9. პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო საჯარო აუქციონის ორგანიზების მიზნით ქმნის მუდმივმოქმედ სააუქციონო კომისიას, რომლის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, აუქციონატორი, რეგისტრატორი, კომისიის მდივანი და სააუქციონო კომისიის სხვა წევრები. კომისია პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს სახელით ადგენს აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმს (წერილობით ხელშეკრულებას).
მუხლი 3🔗. მესამე პირის (წარმომადგენლის, შუამავლის) მიერ საჯარო აუქციონის ორგანიზება
1. პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია საჯარო აუქციონის ორგანიზატორის ფუნქციები გადასცეს მესამე პირს (რწმუნებულს, შუამავალს), რომელიც არის ფიზიკური ან იურიდიული პირი და რომელიც შესაბამის ორგანოსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ქონების აღწერას, რეგისტრაციასა და განკარგვას.
2. იმ შემთხვევაში, როცა პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო საჯარო აუქციონის ორგანიზატორის ფუნქციებს გადასცემს მესამე პირს (წარმომადგენელს, შუამავალს), მათ შორის იდება ხელშეკრულება, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს:
ა) მუნიციპალური ქონების საპრივატიზებო საწყისი საფასური;
ბ) საჯარო აუქციონის ჩატარების დრო;
გ) მესამე პირისათვის (წარმომადგენლის, შუამავლისათვის) საკომისიო ანაზღაურების ოდენობა და მისი გაცემის წესი;
დ) მესამე პირისათვის ავანსის ოდენობა და მისი გაცემის წესი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) ურთიერთვალდებულებანი და მხარეთა პასუხისმგებლობა ხელშეკრულების დარღვევისათვის;
ვ) პრივატიზების პირობების სპეციფიკის გათვალისწინებით, საქმისათვის მნიშვნელოვანი სხვა ინფორმაცია.
მუხლი 4🔗. საჯარო აუქციონში მონაწილეობის პირობები
1. საჯარო აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მთავრდება დადგენილ დღეს და საათს. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ შემოსული განაცხადი არ მიიღება.
2. საჯარო აუქციონი ტარდება დადგენილ დღესა და საათს, საჯარო აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს საჯარო აუქციონის ჩატარების დღის ჩათვლით და პრივატიზების განმახორციელებელი სუბიექტის მიერ დადგენილ საათამდე.
3. იმ შემთხვევაში, თუ პრივატიზების განმახორციელებელმა სუბიექტმა გადაავადა საჯარო აუქციონის ჩატარება, ან მის ჩატარებამდე გააუქმა საჯარო აუქციონის გზით მუნიციპალური ქონების პრივატიზების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, საჯარო აუქციონში მონაწილეს გადახდილი ბე უკან უბრუნდება.
4. საჯარო აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი პირი საჯარო აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს:
ა) განაცხადს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მონაწილეობის მიღების მსურველ პირზე, მუნიციპალური ქონების დასახელებას, ლოტის ნომერს, იმ მუნიციპალური ქონების საპრივატიზებო საწყის საფასურს, რომლის შეძენაც სურს მონაწილეს. პირობებით გამოცხადებული საჯარო აუქციონის შემთხვევაში განაცხადში უნდა აისახოს მონაწილეობის მიღების მსურველი პირის თანხმობა პირობების შესრულებაზე;
ბ) ბე-ს გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (ბეს გადახდას უთანაბრდება ასევე მონაწილის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხის გაყინვა, რაც საჯარო აუქციონის განმახორციელებელ სუბიექტს გადაერიცხება მონაწილის საჯარო აუქციონში გამარჯვებისთანავე ან „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესისა და პირობების დარღვევისას), ან უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის წარმოდგენის დამადასტურებელ დოკუმენტს;
გ) მონაწილის ბილეთის ფასის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს;
დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს (ფიზიკური პირის შემთხვევაში);
ე) სანოტარო წესით დამოწმებულ მინდობილობას, თუ მონაწილე მოქმედებს სხვა პირის სახელით;
ვ) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლებს და განაცხადის შეტანის მომენტისათვის მოქმედ ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში);
ზ) პრივატიზების განმახორციელებელი სუბიექტის მოთხოვნის შემთხვევაში სხვა დამატებით დოკუმენტაციას.
5. პირმა, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა ლოტებად გამოტანილი მუნიციპალური ქონების პრივატიზების მიზნით მოწყობილ საჯარო აუქციონში, თითოეული ლოტისათვის ცალ-ცალკე უნდა წარმოადგინოს უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტია/ბე.
6. პირი, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა ლოტებად გამოტანილი მუნიციპალური ქონების პრივატიზების მიზნით მოწყობილ საჯარო აუქციონში, ვალდებულია მონაწილის ბილეთის ფასი გადაიხადოს თითოეული ლოტისათვის ინდივიდუალურად.
7. თუ ყველა წარმოდგენილი დოკუმენტი აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რეგისტრატორი პირზე აკეთებს შესაბამის ჩანაწერს „საჯარო აუქციონის მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალში”, იტოვებს წარმოდგენილ დოკუმენტაციას და პირს გადასცემს საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთს. მონაწილის ბილეთით პირი იღებს საჯარო აუქციონში მონაწილის სტატუსს.
8. პირს უფლება აქვს ბეს/საბანკო გარანტიის დაუკავებლად უარი განაცხადოს საჯარო აუქციონში მონაწილეობაზე მხოლოდ განაცხადების მიღების პერიოდში.
9. განაცხადის წარმდგენ პირს შეიძლება უარი ეთქვას საჯარო აუქციონში მონაწილეობაზე, თუ:
ა) განაცხადის წარმომდგენი პირი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეიძლება ცნობილ იქნეს საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების შემძენად;
ბ) დარღვეულია ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტის მოთხოვნები.
მუხლი 5🔗. საჯარო აუქციონის ჩატარების წესი
1. საჯარო აუქციონში მონაწილე საჯარო აუქციონის დაწყებამდე შედის დარბაზში, სადაც ტარდება საჯარო აუქციონი, საჯარო აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთს და იღებს სპეციალურ დაფას, რომლის ნომერიც შეესაბამება მის ბილეთზე აღნიშნულ ნომერს.
2. აუქციონატორი ადარებს გაცემული ნომრიანი დაფების რაოდენობას რეგისტრირებული განაცხადების რაოდენობასთან, რითაც აზუსტებს საჯარო აუქციონში მონაწილეთა რაოდენობას.
3. საჯარო აუქციონს ატარებს აუქციონატორი.
4. თითოეულ ლოტზე ვაჭრობის დაწყებისას აუქციონატორი აცხადებს მუნიციპალური ქონების დასახელებას, მის საწყის საფასურს, ბიჯს (ბიჯის სიდიდეს ყოველი კონკრეტული სახელმწიფო ქონებისათვის განსაზღვრავს პრივატიზების განმახორციელებელი სუბიექტი).
5. საჯარო აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება საწყისი საფასურის გამოცხადების მომენტი. ვაჭრობის მიმდინარეობის დროს დაუშვებელია მონაწილეთა დარბაზში გადაადგილება.
6. საჯარო აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი საფასურიდან დაიწყოს ვაჭრობა, სწევს თავის დაფას (რაც ნიშნავს საწყის საფასურზე ბიჯის დამატებას), აუქციონატორი აფიქსირებს მას და სთხოვს საჯარო აუქციონში მონაწილეებს, გააგრძელონ ვაჭრობა, სანამ რომელიმე მონაწილე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ საფასურს. საფასურის სამჯერ გამოცხადების და აუქციონატორის მიერ ჩაქუჩის დარტყმის შემდეგ უკანასკნელი მონაწილე, რომელმაც აუქციონატორს ყველაზე მაღალი საფასური შესთავაზა, ითვლება გამარჯვებულად.
7. საჯარო აუქციონის დამთავრების შემდეგ დგება გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი (შემდგომში – ოქმი), რომელიც წარმოადგენს წერილობით ხელშეკრულებას, ოქმს ხელს აწერს მუნიციპალური ქონების შემძენი და სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე.
8. თუ საჯარო აუქციონი არ შედგება იმ მიზეზით, რომ საჯარო აუქციონის მონაწილეები, რომლებიც ესწრებიან საჯარო აუქციონს, არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, შედგება ოქმი არშემდგარი საჯარო აუქციონის შესახებ და აუქციონის მონაწილეების მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.
9. იმ შემთხვევაში თუ პრივატიზების განმახორციელებელმა სუბიექტმა გადაავადა საჯარო აუქციონის ჩატარება, ან მის ჩატარებამდე გააუქმა საჯარო აუქციონის გზით მუნიციპალური ქონების პრივატიზების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, აუქციონში მონაწილეს გადახდილი ბე უკან უბრუნდება.
10. სააუქციონო კომისია საჯარო აუქციონის ჩატარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში ამზადებს მოხსენებით ბარათს, რომლის საფუძველზეც საჯარო აუქციონში მონაწილე პირებს, რომლებმაც ვერ გაიმარჯვეს, უბრუნდებათ მათ მიერ გადახდილი ბე. მოხსენებით ბარათს ხელს აწერს სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.
მუხლი 6🔗. გარიგებათა გაფორმების წესი
1. მუნიციპალური ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას პრივატიზების განმახორციელებელი სუბიექტისა და საჯარო აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ ხელმოწერილი საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი წარმოადგენს წერილობით ხელშეკრულებას.
2. საჯარო აუქციონში გამარჯვებული პირი საჯარო აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში იხდის სრულ თანხას. პირობებით გამოცხადებული საჯარო აუქციონის შემთხვევაში კი – პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 2 წელს. მუნიციპალური ქონების შემძენმა ოქმში მითითებულ საბანკო ანგარიშზე უნდა შეიტანოს თანხა, რომელიც შეესატყვისება მის მიერ საჯარო აუქციონზე დასახელებულ მუნიციპალური ქონების საბოლოო საფასურს.
3. გამარჯვებული პირის მიერ საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმა ართმევს მას გამარჯვებულის სტატუსს და მის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.
4. საჯარო აუქციონში გამარჯვებულ პირს გადახდილი ბე ეთვლება ანგარიშსწორებისას.
5. პირობებით გამოცხადებული საჯარო აუქციონის შემთხვევაში შესაძლებელია გაფორმდეს დამატებითი წერილობითი ხელშეკრულება, რომელიც იდება საჯარო აუქციონის ჩატარებიდან არა უგვიანეს 3 თვისა, შემდეგი წესით:
ა) მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პრივატიზებისას – მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით;
ბ) მოძრავი ნივთის შემთხვევაში – მუნიციპალური ორგანო/საჯარო სამართლის იურიდიული პირის გადაწყვეტილებით, რომელსაც მოძრავი ნივთი გადაცემული აქვს სარგებლობაში.
6. იმ შემთხვევაში, თუ მხარეებს შორის უნდა გაფორმდეს დამატებითი წერილობითი ხელშეკრულება, ხელშეკრულებაში შეტანილ უნდა იქნეს შემდეგი მონაცემები:
ა) ცნობები პრივატიზების განმახორციელებელი სუბიექტისა და მუნიციპალური ქონების შემძენის შესახებ;
ბ) შეძენილი ქონების დასახელება და მისამართი;
გ) მუნიციპალური ქონების ნასყიდობის საფასური;
დ) პირობებიდან გამომდინარე მხარეთა ურთიერთვალდებულებები ქონების შემდგომი გამოყენების შესახებ;
ე) სხვა მონაცემები გამოცხადებული საჯარო აუქციონის და ხელშეკრულების სპეციფიკის გათვალისწინებით.
7. თუ საჯარო აუქციონი გამოცხადებული იყო პირობების გარეშე, ოქმი (ხელშეკრულება) უნდა შეიცავდეს ამ დებულების მე-6 მუხლის მოთხოვნებით გათვალისწინებულ ვალდებულებას.
8. თუ გამოცხადებული იყო საჯარო აუქციონი პირობებით, ოქმი (ხელშეკრულება) უნდა შეიცავდეს პრივატიზების განმახორციელებელი სუბიექტის მიერ დადგენილ საპრივატიზებო პირობებს, თანხის გადახდის ვადებს და ამ დებულების მე-6 მუხლით გათვალისწინებულ ვალდებულებას.
9. ოქმის (ხელშეკრულების) მოქმედების პერიოდში, ოქმით (ხელშეკრულებით) გათვალისწინებული საფასურის სრულად დაფარვამდე შემძენს ქონება გადაეცემა მფლობელობაში და სარგებლობაში, ხოლო აქციები ან წილი – მართვის უფლებით, თუ ოქმით (ხელშეკრულებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
10. მუნიციპალური ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას მუნიციპალური ქონების შემძენზე საკუთრების უფლება გადადის თანხის მთლიანად გადახდის და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემისას, ხოლო უძრავი ნივთის, აქციების ან წილების პრივატიზებისას – აგრეთვე საჯარო რეესტრში ან შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ მუნიციპალური ქონების შემძენმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, მუნიციპალური ქონების შემძენს საკუთრების უფლება ეძლევა ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით.
მუხლი 7🔗. მუნიციპალური ქონების შემძენის პასუხისმგებლობა პირობების გარეშე გამოცხადებული საჯარო აუქციონის შემთხვევაში
თუ მუნიციპალური ქონების შემძენი პირობების გარეშე გამოცხადებულ საჯარო აუქციონში, დადგენილ ვადებში არ გადაიხდის ქონების საპრივატიზებო საფასურს, მას არ გადაეცემა საკუთრების უფლება მუნიციპალური ქონებაზე და შეტანილი ბე და უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტია გადაირიცხება მუნიციპალურ ბიუჯეტში.
მუხლი 8🔗. მუნიციპალური ქონების შემძენის პასუხისმგებლობა პირობებით გამოცხადებული საჯარო აუქციონის შემთხვევაში
1. პირობებით გამოცხადებული საჯარო აუქციონის შემთხვევაში მუნიციპალური ქონების შემძენი ვალდებულია შეძენილი მუნიციპალური ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას ოქმით (ხელშეკრულებით) ნაკისრი ვალდებულებები (საჯარო აუქციონის პირობები), მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მათ შესრულებაზე მუნიციპალური ქონების განმკარგავ სუბიექტს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ინფორმაცია.
2. მუნიციპალური ქონების შემძენს შეძენილ მუნიციპალურ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე, მუნიციპალური ქონების განმკარგავ სუბიექტთან შეთანხმების გარეშე არ აქვს უფლება გაცემული ქონება .განკარგოს, გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს. ამასთან, ის პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობაზე და დაცვაზე.
3. მუნიციპალური ქონების განმკარგავი სუბიექტის მიერ მუნიციპალური ქონების შემძენზე საკუთრების უფლების დადასტურების შემდეგ, ოქმის (ხელშეკრულების) მოქმედების პერიოდში, მუნიციპალური ქონების შემძენის მიერ პრივატიზებული ქონების გასხვისების შემთხვევაში, მუნიციპალური ქონების შემძენი ვალდებულია ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო ოქმით (ხელშეკრულებით). ქონების გასხვისების შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს მუნიციპალური ქონების განმკარგავ სუბიექტს.
4. ოქმით (ხელშეკრულებით) ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება მუნიციპალური ქონების განმკარგავი სუბიექტის მიერ მათი დადასტურების მომენტიდან.
5. ოქმით (ხელშეკრულებით) ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მუნიციპალური ქონების შემძენი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა.
6. პირგასამტეხლო განისაზღვრება ოქმით (ხელშეკრულებით) სააუქციონო პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ:
ა) თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში – გადაუხდელი თანხის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში – დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
გ) მუნიციპალური ქონების შემძენის მიერ სხვა სააუქციონო და ოქმის (ხელშეკრულების) პირობების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენს ყოველ დარღვევაზე ქონების ღირებულების 0,05%-ს
7. ოქმით (ხელშეკრულებით) გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა ან/და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა განიხილება საჯარო აუქციონის შედეგების (ოქმის) გაუქმების საფუძვლად. ასეთ შემთხვევაში პრივატიზებული ქონება უბრუნდება პრივატიზების განმახორციელებელ სუბიექტს. მუნიციპალური ქონების შემძენს არ უნაზღაურდება გადახდილი თანხები და გაწეული დანახარჯები.
მუხლი 9🔗. გარიგებათა ბათილად ცნობა
საჯარო აუქციონის შედეგებთან დაკავშირებულ სადავო და ბათილად ცნობის საკითხებს განიხილავს სასამართლო.