"ლტოლვილთა შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„ლტოლვილთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ლტოლვილთა შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998, გვ. 39) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პირი, რომელიც ამ კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილ მიზეზთა გამო შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე, ვალდებულია ლტოლვილად ცნობის თაობაზე პირადად მიმართოს განცხადებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო).“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 15 ოქტომბერი.
№3715–IIს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა "ლტოლვილთა შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 15.10.2010.
- როდის იქნა მიღებული "ლტოლვილთა შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- "ლტოლვილთა შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 15.10.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3715-IIს. სარეგისტრაციო კოდი — 010170000.05.001.016036.
- სად არის "ლტოლვილთა შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.10.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი "ლტოლვილთა შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №3715-IIს, 15.10.2010, სარეგისტრაციო კოდი 010170000.05.001.016036 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.10.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1061388/