საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) 70-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 70. ხელის მოწერის გადანდობა სხვა პირისათვის
იმ პირს, რომელიც თვითონ ვერ მოაწერს ხელს გარიგებას წერა-კითხვის უცოდინარობის, ფიზიკური ნაკლის, ავადმყოფობის გამო ან კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, შეუძლია გარიგებაზე ხელის მოწერა სხვას მიანდოს. ამ უკანასკნელის ხელის მოწერა დამოწმებული უნდა იყოს ოფიციალურად. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს ის მიზეზი, რომლის გამოც გარიგების დამდებმა ვერ შეძლო გარიგებაზე ხელის მოწერა.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 15 ოქტომბერი.
№3709–IIს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.10.2010.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 15.10.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3709-IIს. სარეგისტრაციო კოდი — 040000000.05.001.016033.
- სად არის „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.10.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №3709-IIს, 15.10.2010, სარეგისტრაციო კოდი 040000000.05.001.016033 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.10.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1061544/