კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განჩინება
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე
2010 წლი ს19 ოქტომბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ბესიკ სისვაძემ, ზეპირი მოსმენის გარეშე, ერთპიროვნულად განიხილა შპს „გაზმშენის“ მიმართ წარმოებულ გაკოტრების საქმეზე კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია
შპს „გაზმშენის“ გაკოტრების საქმე. 2009 წლის 29 მაისის განჩინებით აღიარებულ იქნა კრედიტორთა მოთხოვნები და ამასთან, დამტკიცდა კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრი. კერძოდ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) მოთხოვნა თანხით 2102743,07 (ორი მილიონ ას ორი ათას შვიდას ორმოცდასამი მთელი შვიდი მეასედი) ლარი, მოვალე შპს „გაზმშენის“ კრედიტორთა რეესტრში გათვალისწინებულ იქნა უზრუნველყოფილ მოთხოვნათა რიგში – „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მეოთხე რიგის მოთხოვნად, ხოლო რაც შეეხება მეორე კრედიტორს – შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“, მისი მოთხოვნა თანხით 427110 (ოთხას ოცდაშვიდი ათას ას ათი) ლარი, კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაწესის შესაბამისად, შპს „გაზმშენის“ კრედიტორთა რეესტრში შეტანილ იქნა როგორც მეექვსე რიგის მოთხოვნა.
2010 წლის 20 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მიმართა სს „იტერა-საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა დავით ბერაძემ და განმარტა, რომ მოვალე შპს „გაზმშენს“ სს „იტერა-საქართველოს“ მიმართ აქვს 401844,35 (ოთხას ერთი ათას რვაას ორმოცდაოთხი მთელი ოცდათხუთმეტი მეასედი) ლარის ოდენობის დავალიანება.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და 30-ე მუხლის დანაწესთა ანალიზი ცხადყოფს, რომ კრედიტორების მიერ სასამართლოში დაგვიანებით წარდგენილი მოთხოვნების შემოწმება ხდება კრედიტორთა კრებაზე. ამასთან, მნიშვნელოვანია კრედიტორთა ინფორმირება შპს „გაზმშენის“ გაკოტრების საქმის მიმდინარეობის, გაკოტრების მ მართველის მიერ გაწეული საქმიანობის და მისი შედეგების თაობაზე.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს კრედიტორთა კრების მოწვევას შემდეგი დღის წესრიგით:
1. სს „იტერა-საქართველოს“დაგვიანებით წარმოდგენილი მოთხოვნის შემოწმება.
2. გაკოტრების მ მართველის მიერ გაწეული საქმიანობის და მისგან გამომდინარე შედეგების თაობაზე ინფორმაციის მოსმენა და ანალიზი.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 29-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „გაზმშენის“ მიმართ გახსნილ გაკოტრების საქმეზე მოწვეულ იქნ ე ს კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით:
ა) სს „იტერა-საქართველოს“ დაგვიანებით წარმოდგენილი მოთხოვნის შემოწმება;
ბ) გაკოტრების მ მ ართველის მიერ გაწეული საქმიანობის და მისგან გამომდინარე შედეგების თაობაზე ინფორმაციის მოსმენა და ანალიზი.
2. კრედიტორთა კრების ჩატარების დროდ და ადგილად განისაზღვროს 2010 წლის 5 ნოემბერი, 10 (ათი) საათი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია,მდებარე თბილისში, დავით აღმაშენებლის მე-12 კილომეტრი, №6 მისამართზე, სასამართლო სხდომის დარბაზი №22.
3. განჩინების შესავალი და სარეზოლუციო ნაწილები გამოქვეყნდეს არა უგვიანეს 2010 წლის 29 ოქტომბრისა გაზეთ„საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“. განჩინება გამოქვეყნდეს სასამართლო დაფაზეც. ბეჭვდით ორგანოში განჩინების გამოქვეყნების უზრუნველყოფა დაევალოს შპს „გაზმშენის“გაკოტრების მ მ ართველს ვახტანგ კაპანაძეს, მასვე დაევალოს მოვალისა და კრედიტორთათვის კრების მოწვევის შესახებ შეტყობინებების ჩაბარება და აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებების სასამართლოში წარდგენა.
4. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ბ. სისვაძე