„საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრაციისა და საფრენად ვარგისობის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2006 წლის 24 მაისის №5 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის
ბრძანება №246
2010 წლის 25ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრაციისა და საფრენად ვარგისობის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის2006წლის 24 მაისის№5ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20მუხლის მე-4პუნქტის საფუძველზე,ვბრძანებ:
მუხლი1
საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრაციისა და საფრენად ვარგისობის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის2006წლის24 მაისის№5 ბრძანებით (სსმ III,30.05.2006წ., №72, მუხ. 899) დამტკიცებულ „საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრაციისა და საფრენად ვარგისობის მოწმობის გაცემის წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებ ა და დამატებები:
1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) სხ-ს აქვს:
ბ.ა) საა-ს მიერ გაცემული ტიპის სერტიფიკატი (შვეულმფრენისა და 5700 კილოგრამზე ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის სხ-ისათვის) და ადგილმდებარეობაზე ხმაურის ტიპის სერტიფიკატი; ან
ბ.ბ) იკაოს წევრი სახელმწიფოს ან იკაოს მიერ აღიარებული საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციის მიერ გაცემული ტიპის სერტიფიკატი (შვეულმფრენისა და 5700 კილოგრამზე ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის სხ-ისათვის), ადგილმდებარეობაზე ხმაურის ტიპის სერტიფიკატი ან ანალოგიური დოკუმენტები; ან
ბ.გ) იკაოს წევრი სახელმწიფოს მიერ გაცემული კონკრეტული სხ-ის საფრენად ვარგისობის და ადგილმდებარეობაზე ხმაურის ვარგისობის სერტიფიკატები (მოწმობები);
ბ.დ) ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) მიერ გაცემული ან აღიარებული ტიპის სერ ტ იფიკატი.“
2. მე-3 მუხლის მე-14 პუნქტს დაემატოს „დ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„დ) ყოველ 6 თვეში ერთხელ მაინც, მის მიერ ექსპლუატირებული სხ-ის (შვეულმფრენისა და 5700 კილოგრამზე ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის სხ-ის გარდა) საფრენად ვარგისობის შესაბამისობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა საა-სთვის, ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) მიერ აღიარებული ორგანიზაციიდან.“.
3. მე-14 მუხლის მე-9 პუნქტს დაემატოს „თ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„თ) ამ წესის მე-3 მუხლის მე-14 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში.“.
4. წესს დაემატოს VI თავი შემდეგი რედაქციით:
„თავი VI
გარდამავალი დებულებები
მუხლი 25
1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები ძალაშია 2019 წლის 31 დეკემბრამდე.
2. საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული იმ სხ-ის ექსპლუატაცია, რომელსაც არ გააჩნია ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) მიერ გაცემული ან აღიარებული ტიპის სერტიფიკატი, ნებადართულია შემდეგი მოთხოვნის დაცვით:
ა) სატვირთო სხ-ის – 2015 წლის 1 იანვრამდე;
ბ) საძებნ-სამაშველო, საავიაციო სამუშაოების, საწვრთნელი, სასოფლო-სამეურნეო და ჰუმანიტარული მიზნებისათვის განკუთვნილი ფრენების შესასრულებლად გამოყენებული სხ-ის (5700 კილოგრამზე ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასით) და შვეულმფრენის – 2019 წლის 31 დეკემბრამდე.“
მუხლი2
ეს ბრძანება, გარდა მისი პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი3
ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.
ი. დავითაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრაციისა და საფრენად ვარგისობის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2006 წლის 24 მაისის №5 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 25.10.2010.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრაციისა და საფრენად ვარგისობის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2006 წლის 24 მაისის №5 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“?
- „საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრაციისა და საფრენად ვარგისობის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2006 წლის 24 მაისის №5 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 25.10.2010. მიმღები ორგანო — ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსი. დოკუმენტის ნომერი — №246. სარეგისტრაციო კოდი — 031001010.47.052.016001.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრაციისა და საფრენად ვარგისობის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2006 წლის 24 მაისის №5 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრაციისა და საფრენად ვარგისობის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2006 წლის 24 მაისის №5 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.10.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის ბრძანება „საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრაციისა და საფრენად ვარგისობის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2006 წლის 24 მაისის №5 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“, №246, 25.10.2010, სარეგისტრაციო კოდი 031001010.47.052.016001 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.10.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1062647/