სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნის თაობაზე

მიღების თარიღი 14.09.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №589
სარეგისტრაციო კოდი 040230000.11.117.006686
გამოქვეყნების წყარო სსმ, 103, 21/09/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 954 სიტყვა · ~5 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნის თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 81.0pt 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.230.000.11.117.006.686 საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ერთობლივი ბრძანება №589, №1-1/91 2004 წლის 14-15 სექტემბერი ქ. თბილისი სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნის თაობაზე „სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოებში წმინდა მოგების განაწილებისას სახელმწიფო ინტერესების დაცვისა და სახელმწიფოს კუთვნილი დივიდენდების ბიუჯეტში ამოღებისა და განაწილების მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 13 ივნისის №262 ბრძანებულების მოთხოვნათა გათვალისწინებით, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილების შესახებ გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღებისა და ამ პროცესის გამჭვირვალედ წარმართვის უზრუნველყოფის მიზნით: 1. საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროების წარმომადგენელთა მონაწილეობით შეიქმნას ერთობლივი კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით: ზურაბ ნოღაიდელი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი – კომისიის თანათავმჯდომარე კახა ბენდუქიძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი – კომისიის თანათავმჯდომარე ნათია თურნავა – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის წევრი ზურაბ ანთელიძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი ერეკლე ქიქოძე – ს.ს.ი.პ. „საწარმოთა მართვის სააგენტოს” თავმჯდომარე, კომისიის წევრი კახაბერ დამენია – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი. 2. დამტკიცდეს კომისიის თანდართული დებულება. 3. კომისიაზე განხილვას დაექვემდებაროს წინადადებები სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი იმ საწარმოების წმინდა მოგების განაწილების შესახებ, რომლებიც დაფუძნებულნი არიან უშუალოდ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან სხვა სახელმწიფო უწყების მიერ, თანდართული სიის მიხედვით. 4. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. ზ. ნოღაიდელი კ. ბენდუქიძე სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების მიზნით შექმნილი კომისიის დ ე ბ უ ლ ე ბ ა 1. კომისია შექმნილია საქართველოს ფინანსთა მინისტრის 14.09 №589 და საქართველოს ეკონომიკური განვითრების მინისტრის 15.09 №1-1/91 ბრძანებით, „სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოებში წმინდა მოგების განაწილებისას სახელმწიფო ინტერესების დაცვისა და სახელმწიფოს კუთვნილი დივიდენდის ბიუჯეტში ამოღებისა და განაწილების მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 13 ივნისის №262 ბრძანებულების მოთხოვნათა გათვალისწინებით. 2. კომისიის მუშაობას ხელმძღვანელობენ თანათავმჯდომარეები – საქართველოს ფინანსთა მინისტრი და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი. 3. კომისიის სამუშაო ორგანოა კომისიის სხდომა, რომლის მოწვევაც ხდება საჭიროების მიხედვით თანათავმჯდომარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. 4. კომისიის სხდომა წარიმართება წინასწარ დამტკიცებული დღის წესრიგის შესაბამისად, რომელსაც შეიმუშავებს ს.ს.ი.პ. „საწარმოთა მართვის სააგენტო” (შემდეგში – „სააგენტო”) და ათანხმებს კომისიის თანათავმჯდომარეებთან. თანათავმჯდომარეები, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე განსაზღვრავენ სხდომის მოწვევის თარიღს, დროსა და ადგილს. 5. წინადადებას წლის სამეურნეო შედეგებით მიღებული წმინდა მოგების განაწილების შესახებ „სააგენტოში” წარადგენს სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს (შემდეგში – „საწარმო”) სამეთვალყურეო საბჭო, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საწარმოში ასეთი საბჭო არ ფუნქციონირებს, მისი დირექტორი. სააგენტო იხილავს ამ წინადადებებს, შეიმუშავებს მათზე დასკვნებს და ამზადებს მასალებს კომისიის სხდომაზე გასატანად. 6. წინადადებები საწარმოების წმინდა მოგების განაწილებაზე კომისიაზე განსახილველად წარდგენილ უნდა იქნეს განვითარების მიმდინარე ან პერსპექტიული ბიზნეს-გეგმის საფუძველზე. 7. კომისიაზე განსახილველ მასალებს ამზადებს „სააგენტოს” ფინანსური ანალიზის, პროგნოზირების და სტრატეგიული დაგეგმვის სამმართველო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილ წარმომადგენლებთან ერთად. სხდომის გამართვამდე ერთი კვირით ადრე “სააგენტო” კომისიის წევრებს უგზავნის შეტყობინებას კომისიის სხდომის დანიშვნის შესახებ, აგრეთვე სხდომის დღის წესრიგს და მასში შემავალ საკითხებთან დაკავშირებულ მასალებს. 8. იმ შემთხვევაში, თუ წმინდა მოგების განაწილების შესახებ “სააგენტოს” მიერ მომზადებული დასკვნა თავისი შინაარსით განსხვავდება საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორის მიერ წარმოდგენილი წინადადებებისაგან, “სააგენტოს” კომისიის სხდომაზე განსახილველად გამოაქვს ორივე წინადადება. 9. საჭიროების შემთხვევაში კომისიის სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ დარგობრივი სამინისტროებისა და უწყებების, აგრეთვე საწარმოების წარმომადგენლები. 10. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება თუ მის სხდომას ესწრება კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის 2/3. 11. კომისია განიხილავს საწარმოების წმინდა მოგების განაწილების შესახებ წარმოდგენილ წინადადებებს და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას კენჭისყრის გზით. 12. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმა. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება იმ შემთხვევაში, თუ მას ხმა მისცა კომისიის წევრთა ნახევარზე მეტმა. 13. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის სხდომაზე არ მოხერხდა გადაწყვეტილების მიღება საწარმოს წმინდა მოგების განაწილების შესახებ, “სააგენტოს” საკითხი განსახილველად და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად გამოაქვს საქართველოს მთავრობის სხდომაზე. 14. კომისიის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად “სააგენტო” ერთი კვირის ვადაში ამზადებს ორმხრივი შეთანხმების პროექტებს და წარუდგენს ხელმოსაწერად კომისიის თანათავმჯდომარეებს. 15. თანათავმჯდომარეების მიერ ხელმოწერილი შეთანხმების დედნები ინახება თითოეულ ხელმომწერ მხარესთან, ხოლო ასლი გადაეცემა „სააგენტოს”. 16. წმინდა მოგების განაწილების შესახებ დადგენილი წესით გაფორმებული წერილობითი შეთანხმების გარეშე „სააგენტოს” რწმუნებით აღჭურვილ პირს არა აქვს უფლება პარტნიორთა ან საერთო კრებაზე მონაწილეობა მიიღოს წმინდა მოგების განაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დააყენოს ან ხმა მისცეს ისეთ წინადადებას, რომელიც განსხვავდება წმინდა მოგების განაწილების შესახებ კომისიის თანათავმჯდომარეების მიერ ხელმოწერილი შეთანხმებისაგან.