„ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და ნატოში ინტეგრაციის პროცესში საქართველოს პრიორიტეტების რეალიზაციის უწყებათაშორისი კოორდინაციის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ”
მიღების თარიღი 03.11.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №195
სარეგისტრაციო კოდი 010.220.030.10.003.000.329
გამოქვეყნების წყარო სსმ, 129, 03/11/2005
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.11.2005 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და ნატოში ინტეგრაციის პროცესში საქართველოს პრიორიტეტების რეალიზაციის უწყებათაშორისი კოორდინაციის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ”
/* Font Definitions */ @font-face {font-family:SimSun; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"\@SimSun"; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:85.05pt 70.9pt 56.7pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის
დადგენილება №195
2005 წლის 3 ნოემბერი
ქ. თბილისი
ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და ნატოში ინტეგრაციის პროცესში საქართველოს პრიორიტეტების რეალიზაციის უწყებათაშორისი კოორდინაციის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს პრიორიტეტების რეალიზაციის უზრუნველყოფისა და ამ მიმართულებით საქართველოს სამთავრობო სტრუქტურების საქმიანობის ეფექტიანი კოორდინირების მიზნით შეიქმნას კომისია შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი ბარამიძე – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
დავით ამაღლობელი – საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
თამარ ბერუჩაშვილი – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
დავით გვათუა – საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის პირველი მოადგილე
დიმიტრი გვინდაძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე
მირიან დეკანოიძე – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე
ალექსანდრე დიდებულიძე – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე
გიორგი ვოლსკი – კონფლიქტების დარეგულირე-ბის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე
თამარ კოვზირიძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე
კონსტანტინე კორკელია – საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე
ვახტანგ ლეჟავა – რეფორმების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე
ზაალ ლომთაძე – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე
ზურაბ ნეფარიძე – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე
ვასილ სიხარულიძე – საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე
ეკატერინე ტყეშელაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე
თამარ ქვარიანი – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის მოადგილე
არჩილ ყარაულაშვილი – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის სამსახურის უფროსი, კომისიის მდივანი
ვალერი ჩეჩელაშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე
ალექსანდრე ხეთაგური – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის პირველი მოადგილე
ელენე ხოშტარია – ვროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის სამსახურის უფროსი
ლევან ჯუღელი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე.
2. დამტკიცდეს კომისიის თანდართული დებულება.
3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და ნატოში ინტეგრაციის პროცესში საქართველოს პრიორიტეტების რეალიზაციის უწყებათაშორისი კოორდინაციის სამთავრობო კომისიის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
I. ზოგადი დებულებანი
1. ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და ნატოში ინტეგრაციის პროცესში საქართველოს პრიორიტეტების რეალიზაციის უწყებათაშორისი კოორდინაციის სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) შექმნილია საქართველოს მთავრობის 2005 წლის 3 ნოემბრის №195 დადგენილებით.
2. კომისია თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტებით, მოქმედი კანონმდებლობით და ამ დებულებით.
II. კომისიის ამოცანები და ფუნქციები
კომისიის ამოცანები და ფუნქციებია:
1. ევროინტეგრაციის პროცესის ეფექტიანად წარმართვისა და ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში საქართველოს პრიორიტეტების რეალიზაციის უზრუნველყოფის მიზნით სამთავრობო სტრუქტურების საქმიანობის კოორდინირება.
2. ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის ეფექტიანად წარმართვისა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმისა (IPAP) და გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) წარმატებით განხორციელების მიზნით სამთავრობო სტრუქტურების საქმიანობის კოორდინირება.
III. კომისიის უფლება-მოვალეობანი
კომისია უფლებამოსილია:
1. განიხილოს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული საკითხები და მოამზადოს რეკომენდაციები საქართველოს მთავრობისათვის წარსადგენად.
2. მოითხოვოს და მიიღოს საქართველოს სამინისტროების, სახელმწიფო უწყებებისა და ორგანიზაციებისაგან კომისიის საქმიანობისათვის აუცილებელი ინფორმაცია.
3. თავისი კომპეტენციის ფარგლებში კონკრეტული რეკომენდაციების მომზადების მიზნით შექმნას მუდმივმოქმედი და დროებითი სამუშაო ჯგუფები, რომლებშიც მოიწვიოს საქართველოს პარლამენტის, სამინისტროების, სხვა სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლები და განახორციელოს ამ ჯგუფების საქმიანობის კოორდინაცია.
4. თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშაოს წინადადებები სამინისტროებში ევროპული და ევროატლანტიკური საკითხებისათვის პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულების განვითარების შესახებ.
IV. კომისიის მუშაობის ორგანიზება და რეგლამენტი
1. კომისიას თავმჯდომარეობს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი.
2. კომისიის სამდივნოს ფუნქციებს ასრულებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი.
3. კომისიის სხდომის დღის წესრიგს კომისიის სამდივნოს წარდგინებით ამტკიცებს კომისიის თავმჯდომარე.
4. სხდომაზე საკითხის წარმოდგენის უფლება აქვთ კომისიის ყველა წევრს, აგრეთვე, აუცილებლობის შემთხვევაში, კომისიის სამდივნოს წარდგინებით და კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით – სხდომაზე მოწვეულ სხვა პირებს.
5. კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შეიძლება მოწვეულ იქნენ პირები, რომლებიც არ შედიან კომისიის შემადგენლობაში.
6. სხდომის გამართვამდე ოთხი დღით ადრე შესაბამისი სამინისტროები, უწყებები ვალდებული არიან კომისიის სამდივნოს წარუდგინონ სხდომაზე განსახილველი მასალები.
7. კომისია უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.
8. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
9. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით.
10. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
11. სხდომის ოქმს აფორმებს და ხელმოსაწერად ამზადებს კომისიის მდივანი.
12. საოქმო ჩანაწერები ეგზავნება კომისიის ყველა წევრს.
13. კომისია იკრიბება თვეში ერთხელ. რიგგარეშე სხდომის მოწვევა ხდება კომისიის სამდივნოს წინადადებით და კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით.
14. კომისიის სხდომებს შორის პერიოდში კომისიის წევრთა კოორდინირებულ საქმიანობას უზრუნველყოფს კომისიის თავმჯდომარე.
V. კომისიის დებულებაში ცვლილებების შეტანა და კომისიის საქმიანობის შეწყვეტა
1. კომისია შეიმუშავებს წინადადებებს დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ.
2. კომისიის საქმიანობის შეწყვეტა და დებულებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.