⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (13.06.2012)
გაუქმებულია:

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 21.12.2004
ძალის დაკარგვა 13.06.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №352/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.006944
გამოქვეყნების წყარო სსმ, 154, 29/12/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,684 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.12.2004 მიღება
13.06.2012 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:SPAcademi;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:SPDumbadzeMT; panose-1:0 0 0 0 0 0 0 0 0 0;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:SPAcademi;} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"SPDumbadzeMT","serif";} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:SPAcademi; font-style:italic;} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:SPAcademi;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:SPAcademi;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:SPAcademi;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; font-family:SPAcademi;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:13.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 56.7pt 62.9pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.006.944 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №352/ნ 2004 წლის 21 დეკემბერი ქ. თბილისი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 87-ე მუხლისა და „ საკონკურსო-საატესტაციო კომისიების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 25 მარტის №174 ბრძანებულების შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თანდართული დებულება. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ლ. ჭიპაშვილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტროს) საკონკურსო-საატესტაციო კომისიის (შემდგომში – კომისია) დებულება შემუშავებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საკონკურსო-საატესტაციო კომისიების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 25 მარტის №174 ბრძანებულების საფუძველზე. 2. დებულება ვრცელდება სამინისტროს ცენტრალურ აპარატში მომსახურე საჯარო მოხელეებზე.     მუხლი 2🔗. კომისიის მიზანი და ფუნქციები 1. კომისიის მიზანია: ა) დასაკავებელ ვაკანტურ თანამდებობაზე შესაბამისი პირის კონკურსის წესით შერჩევა; ბ) დაკავებულ თანამდებობასთან მოხელის შესაბამისობის შეფასება; გ) საკადრო რეზერვის შექმნა; დ) მოხელის სამსახურებრივი დაწინაურებისა და მისთვის საკლასო ჩინის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.  2. კომისიის ფუნქციებია: ა) პირის პროფესიული ცოდნის, ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პირადული თვისებების შეფასება; ბ) თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირისათვის დასკვნის წარდგენა კანდიდატის შესახებ.     მუხლი 3🔗. კომისია 1. კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები. 2. კომისიის თავმჯდომარეს მინისტრთან შეთანხმებით ნიშნავს სახელმწიფო სამსახურის ბიუროს უფროსი. 3. კომისიის თავმჯდომარე განსაზღვრავს კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას, კომისიის წევრთაგან ნიშნავს თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც ცვლის მას არყოფნის შემთხვევაში. 4. კომისიის მუშაობაში მონაწილეობენ მოხელეთა პროფესიული კავშირების წევრები და დამოუკიდებელი სპეციალისტები.     მუხლი 4🔗. კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა 1. საჭიროების შემთხვევაში კომისია შეიძლება დაკომპლექტდეს სპეციალიზებული შემადგენლობით. 2. კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობით დაკომპლექტების შემთხვევაში მის თავმჯდომარეს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე.     მუხლი 5🔗. კომისიის წევრთა დანიშვნის წესი კომისიის წევრებს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე შემდეგი წესით: ა) დაქვემდებარებაში მყოფი მოხელეები ინიშნებიან საკუთარი სურვილით და მათი პროფესიული დონის გათვალისწინებით; ბ) მეცნიერები და დამოუკიდებელი სპეციალისტები ინიშნებიან მათი თანხმობით.     მუხლი 6🔗. კომისიის რეგლამენტი 1. კომისიის წევრებს შორის მოვალეობებს ანაწილებს და მუშაობის რეჟიმს ადგენს კომისიის თავმჯდომარე. 2. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. 3. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება კომისიის თავმჯდომარის ხმა. 4. კომისიის სხდომაზე ფორმდება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და დამსწრე წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც აღინიშნება ოქმში.     მუხლი 7🔗. კომისიის წევრთა შრომის ანაზღაურება 1. კომისიაში იმ წევრთა საქმიანობა, რომლებიც არ არიან სამინისტროს თანამშრომლები, ექვემდებარება ანაზღაურებას სამინისტროს საჯარო მოსამსახურის საშუალო თვიური ანაზღაურების ოდენობით. 2. კომისიაში იმ წევრთა საქმიანობა, რომლებიც არიან სამინისტროს თანამშრომლები, ექვემდებარება ანაზღაურებას „ საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის 2​1  პუნქტის შესაბამისად.     მუხლი 8🔗. ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის გამართვის ზოგადი წესი და პირობები 1. მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად საჯარო კონკურსს გაზეთ „ საქართველოს რესპუბლიკაში“ ან სხვა ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში აცხადებს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი ამ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის წინადადებით. 2. კანდიდატებს განცხადების შესატანად ეძლევათ ორი კვირა ვაკანტური თანამდებობის შესახებ განცხადების გამოქვეყნების დღიდან. 3. კომისიის სხდომა იმართება არა უადრეს სამი კვირისა კონკურსის შესახებ განცხადების გამოქვეყნების დღიდან. 4. კომისიის საქმიანობის ეფექტურად ფუნქციონირების მიზნით, მინისტრის ბრძანებით იქმნება საკონკურსო კომისიის სამდივნო (შემდგომში – სამდივნო), რომელსაც ხელმძღვანელობს სამდივნოს უფროსი. 5. სამდივნო უზრუნველყოფს კონკურსის გამართვისათვის საჭირო ყველა ორგანიზაციული საკითხის გადაწყვეტას, მათ შორის, კანდიდატების განცხადებების მიღებას, კანდიდატების მიერ წარდგენილი დოკუმენტების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებას. 6. კონკურსის დამთავრებისა და მისი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ სამდივნო წყვეტს საქმიანობას. 7. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა კომისიის თავმჯდომარის სახელზე უნდა წარადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) ავტობიოგრაფია (დადგენილი ფორმის მიხედვით); გ) განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; დ) შრომის წიგნაკი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ე) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი. 8. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაშვებული იქნება ის პირი, რომელიც დააკმაყოფილებს ყველა შემდეგ მოთხვნას: ა) არის საქართველოს მოქალაქე; ბ) აქვს უმაღლესი განათლება; გ) არის 21 წლის, მაგრამ არა უმეტეს 65 წლისა; დ) ფლობს სახელმწიფო ენას; ე) სრულყოფილად წარმოადგინა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭირო ყველა საბუთი. 9. კონკურსი ტარდება ორ ეტაპად: ა) პირველ ეტაპზე შემოწმდება კომპიუტერზე მუშაობის პრაქტიკული ჩვევები და კონკურსანტის მიერ წარმოდგენილ საბუთებში მთითებული უცხო ენის ცოდნის დონე; ბ) მეორე ეტაპზე ჩატარდება ტესტირება ან გასაუბრება. 10. კონკურსის ყოველი ეტაპის შემდეგ მიღებული შეფასების მიხედვით კონკურსის მონაწილეს შეიძლება უარი ეთქვას კონკურსში მონაწილეობის გაგრძელებაზე. პირველი ეტაპის შემდეგ, სამი დღის ვადაში კომისია ადგენს მე-2 ეტაპზე გასულ კანდიდატთა სიას და ნიშნავს მე-2 ეტაპზე ჩატარების თარიღს. 11. კომისია აფასებს კანდიდატის შესაბამისობას ვაკატური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან. 12. კონკურსი შეიძლება ჩატარდეს ტესტირების ან გასაუბრების ფორმით, რომლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი. 13. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრის წესით, კანდიდატების დაუსწრებლად. 14. კონკრეტულ ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატს კენჭი ეყრება ცალ-ცალკე. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ამ დებულების მე-6 მუხლის შესაბამისად. 15. იმ კანდიდატების მიმართ, რომელთაც თანაბარი ხმები მიიღეს, ხელახლა ჩატარდება კენჭისყრა. იმავე შედეგის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება იმას, ვისაც აქვს სამეცნიერო ხარისხი ან სპეციალობით მუშაობის მეტი სტაჟი. 16. ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირს კომისია წარუდგენს კანდიდატს ან უარს აცხადებს მის წარდგენაზე. 17. კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში თავმჯდომარის მოადგილე ან კომისიის სხვა უფლებამოსილი წევრი გადაწყვეტილების გამოტანიდან არა უგვიანეს ორი დღისა წერილობით აცნობებს ყველა კანდიდატს მათ მიმართ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. 18. კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ კომისია უარს განაცხადებს თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წამოყენებაზე.     მუხლი 9🔗. მოხელეთა რეზერვი 1. მოხელეთა რეზერვი არის იმ პირთა შესახებ მონაცემთა ერთობლიობა, რომლებიც თავისი კვალიფიკაციითა და გამოცდილებით წარმოადგენენ რეალურ კანდიდატებს საჯარო სამსახურში თანამდებობის დასაკავებლად. 2. კომისიის მიერ თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენილი კანდიდატი, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ დაინიშნა ამ თანამდებობაზე, მისი თანხმობის შემთხვევაში ჩაირიცხება მოხელეთა რეზერვში „ საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. 3. რეზერვში ჩარიცხულ პირთა აღრიცხვას აწარმოებს კომისია. 4. რეზერვში ჩარიცხული პირის უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება კანონმდებლობით.     მუხლი 10🔗. ატესტაციის ცნება, ჩატარების წესი და პირობები 1. მოხელის ატესტაცია არის მისი პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, პირადული თვისებების შესაძლებლობისა და დაკავებული (ან დასაკავებელი) თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება. 2. სამინისტროს მოხელეთა ატესტაციას ახორციელებს კომისია. 3. ატესტაციას ექვემდებარება: ა) სამინისტროს მოხელე სამ წელიწადში ერთხელ (საატესტაციო პერიოდი); ბ) მოხელე, რომელიც წამოყენებულია სამსახურებრივი დაწინაურებისათვის; გ) რეზერვში ჩარიცხული პირი; დ) კანდიდატი მოხელის თანამდებობაზე, თუ თანამდებობა კონკურსის წესით უნდა დაიკავოს; ე) მოხელე, რომელიც საატესტაციო პერიოდის უკანასკნელი წლის განმავლობაში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა ექვს თვეზე ნაკლები ვადით, ატესტაციას ექვემდებარება მომავალ წელს. 4. ატესტაციის ჩატარების თარიღის შესახებ მოხელეები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ ატესტაციის ჩატარებამდე ერთი თვით ადრე. 5. ატესტაციის ჩატარებამდე ორი კვირით ადრე მოხელის უშუალო ხელმძღვანელი სამინისტროს კადრების სამმართველოში წარადგენს მოხელის დახასიათებას. 6. ატესტაციის ჩატარებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას ახორციელებს სამინისტროს კადრების სამმართველო სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელთან ერთად. 7. ატესტაცია შეიძლება ჩატარდეს ტესტირების ან/და გასაუბრების (ინტერვიუს) ფორმით, რომლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი. მოხელესთან გასაუბრება იმართება იმ ხელმძღვანელის თანდასწრებით, რომლის დაქვემდებარებაშიც იგი იმყოფება. 8. მოხელის ატესტაციაზე საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში საკითხი გადაიდება შემდგომი სხდომისათვის. არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში კომისიის გადაწყვეტილებით მოხელე იღებს უარყოფით შეფასებას. 9. ატესტაციის შედეგების გათვალისწინებით კომისიას გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი დასკვნა: ა) შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და ექვემდებარება დაწინაურებას; ბ) შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას; გ) ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას (საჭიროებს კვალიფიკაციის ამაღლებას, ექვემდებარება ერთი წლის შემდეგ ხელახალი ატესტაციის გავლას); დ) არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და საჭიროებს ჩამოქვეითებას; ე) არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და უნდა გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან. 10. კომისია ამზადებს დასაბუთებულ დასკვნას, რომელიც ფორმდება სხდომის ოქმით და ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები. 11. ატესტაციის შედეგები მინისტრს მოხსენდება ატესტაციის ჩატარებიდან ერთ კვირაში. 12. მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირი კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, საქართველოს კანონდებლობით დადგენილი წესით ატესტაციის ჩატარებიდან ერთი თვის განმავლობაში იღებს გადაწყვეტილებას მოხელის წახალისების, საკლასო ჩინის მინიჭების, დაწინაურების, ჩამოქვეითების ან სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.     მუხლი 11🔗. საკლასო ჩინის მინიჭება 1. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე, 70-ე და 71-ე მუხლების შესაბამისად, მოხელეებს დაკავებული თანამდებობის, კომპეტენციის განვრცობადობისა და უფლებამოსილების დონის, საკვალიფიკაციო მოთხოვნების, პროფესიული განათლების, საჯარო სამსახურში და სპეციალობით მუშაობის სტაჟის მიხედვით, ასევე, ატესტაციის შედეგების გათვალისწინებით ენიჭებათ საკლასო ჩინი. 2. კომისიის სხდომები საკლასო ჩინის მინიჭებასთან დაკავშირებით შეიძლება გაიმართოს ყოველწლიურად.     მუხლი 12🔗. საპრეტენზიო კომისია 1. კომისიასთან ერთად ატესტაციის ჩატარების პერიოდში ფუნქციონირებს საპრეტენზიო კომისია, რომლის შემადგენლობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. 2. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება ორი დღის ვადაში და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ეცნობება განმცხადებელს და კომისიას. 3. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები.     მუხლი 13🔗. ატესტაციის ან ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამართული კონკურსის შედეგების გამო წარმოშობილი დავა დავა, რომელიც წარმოიშობა ატესტაციის ან ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამართული კონკურსის შედეგების გამო, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.