„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ“
მიღების თარიღი 09.12.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №917
სარეგისტრაციო კოდი 020.060.040.08.002.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 150, 10/12/2009
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.12.2009 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ“
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.45pt 841.7pt; margin:.9in .9in .9in .9in;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №917
2009 წლის 9 დეკემბერი
ქ. თბილისი
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ
სამცხე-ჯავახეთის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროექტით გათვალისწინებული საავტომობილო გზის 0-19 კმ (თელეთი-ასურეთი) მონაკვეთზე, კოდის შემოსავლელი გზის ტერიტორიაზე, ავტომაგისტრალის სამშენებლო ღონისძიებების გატარებისას ვერ ხერხდება განსაზღვრული სამუშაოების ზოლში მოხვედრილი კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთები, მრავალწლიანი ნარგავები და სხვა უძრავი ქონება) შესაძენად მესაკუთრეთა თანხმობის მიღება. ეს გარემოება ხელს უშლის სამცხე-ჯავახეთის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელებას, კერძოდ, ვერ ხერხდება კოდის შემოსავლელი გზის მიერთება სამცხე-ჯავახეთთან დამაკავშირებელ ძირითად მაგისტრალთან. ამდენად, გარდაუვალია აღნიშნულ მონაკვეთზე არსებული მიწის ნაკვეთების ექსპროპრიაცია. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად:
1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიენიჭოს სამცხე-ჯავახეთის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროექტით გათვალისწინებული საავტომობილო გზის 0-19 კმ-ის (თელეთი-ასურეთი) მონაკვეთზე, კოდის შემოსავლელი გზის ტერიტორიაზე, ავტომაგისტრალის სამშენებლო ღონისძიებების უზრუნველყოფისას, განსაზღვრული სამუშაოების ზოლში მოხვედრილი, ცალკეული პირების კერძო საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთები, მრავალწლიანი ნარგავები და სხვა უძრავი ქონება) აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის განხორციელების უფლება:
ა) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მუხათში, ტარიელ ქოჩიაშვილის (პირადი №22001008074) საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო № 84/06/34/012) საერთო ფართობიდან ნაწილი – 5866.43 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული მრავალწლიანი ნარგავები და სხვა უძრავი ქონება;
ბ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მუხათში, ტარიელ ქოჩიაშვილის (პირადი №22001008074) საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო № 84/06/34/013) საერთო ფართობიდან ნაწილი – 769.25 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული მრავალწლიანი ნარგავები და სხვა უძრავი ქონება;
გ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მუხათში, რამაზ ქოჩიაშვილის (პირადი №22001008079) საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2200 კვ.მ მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო № 84/06/34/014), მასზე განთავსებული მრავალწლიანი ნარგავები და სხვა უძრავი ქონება;
დ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მუხათში, თამაზ ქოჩიაშვილის (პირადი №01013029279) საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო № 84/06/34/006) საერთო ფართობიდან ნაწილი – 2305.44 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული მრავალწლიანი ნარგავები და სხვა უძრავი ქონება;
ე) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მუხათში, დევი ეუაშვილის (პირადი №22001020197) საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2920 კვ.მ მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო № 84/06/34/005).
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში მითითებული ქონების ექსპროპრიაციის მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი