საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№604
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 37, 16/12/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12-ის დანართი, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 1791 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1791. სერტიფიცირების სფეროში აკრედიტებული საგამოცდო ლაბორატორიის (ცენტრის) მიერ გამოცდის ოქმის გაყალბება

ძვირფასი ლითონების სინჯის გასაყალბებლად სერტიფიცირების სფეროში აკრედიტებული საგამოცდო ლაბორატორიის (ცენტრის) მიერ გამოცდის ოქმის გაყალბება, –

გამოიწვევს დაჯარიმებას იმ საქონელში გადახდილი თანხის ათმაგი ოდენობით, რომელზედაც გაიცა სერტიფიკატი.

ძვირფასი ქვების გასაყალბებლად სერტიფიცირების სფეროში აკრედიტებული საგამოცდო ლაბორატორიის (ცენტრის) მიერ გამოცდის ოქმის გაყალბება, –

გამოიწვევს დაჯარიმებას იმ საქონელში გადახდილი თანხის სამმაგი ოდენობით, რომელზედაც გაიცა სერტიფიკატი.“.

2. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 208. რაიონის (ქალაქის) სასამართლოების განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები

რაიონის (ქალაქის) სასამართლოები განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 421–422, 425–429 მუხლებით, 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 44-ე–443, 45-ე–69-ე, 71-ე–86-ე, 88-ე–1002, 103-ე–1051 მუხლებით, 120-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1281, 133-ე–134-ე, 143-ე–146-ე, 1471, 148-ე–1542, 1551, 1553–156-ე, 1571–1581, 159-ე–1599, 163-ე–164-ე, 1644, 1651–1653, 166-ე–167-ე, 170-ე მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1711–1713, 17231738, 174-ე–1744, 1747–175-ე, 176-ე, 1771, 1773–178-ე, 1791–183-ე, 185-ე–1872, 189-ე, 191-ე–192-ე, 195-ე, 1962–1966, 1971 მუხლებით.“.

3. 2291 მუხლი ამოღებულ იქნეს.

4. 239-ე მუხლის 244 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს 2005 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 25 ნოემბერი.

№604_IIს