„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №923
2009 წლის 14 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დემტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულებით (სსმ III, 2008 წ., №161, მუხ. 1623) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ გამოცემის უზრუნველყოფა;“;
ბ) მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ინფორმაციული ტექნოლოგიების (სისტემების) განვითარების ხელშეწყობისა და კოორდინაციისათვის შესაბამისი სტანდარტების შემუშავება და ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება;“;
გ) მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ინფორმაციული ტექნოლოგიების (სისტემების) განვითარების ხელშეწყობისა და კოორდინაციისათვის შესაბამისი სტანდარტების შემუშავება და ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება;“;
დ) მე-4 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ და ნორმატიული აქტების ოფიციალური ტექსტების გამოცემა;“;
ე) მე-10 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“;“;
ვ) მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი:
„მ) მონაცემთა გაცვლის სააგენტო.“;
ზ) მე-11 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
თ) მე-20 მუხლი ამოღებულ იქნეს;
ი) 21-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
კ) 22-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:
„კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ჰააგის კერძო სამართლის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში მოქმედი შეთანხმებებითა და ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების უზრუნველყოფა;“;
ლ) 24-ე მუხლის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) ნორმატიული აქტების პროექტებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიული აქტების სამართლებრივი ექსპერტიზა, უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან მათი შესაბამისობის დადგენა;
თ) ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიული აქტების რეგისტრაცია და მათი საკონტროლო მდგომარეობის უზრუნველყოფა;“;
მ) 24-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:
„ი) თვითმმართველი ერთეულების რეესტრის წარმოება.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2010 წლის პირველი იანვრიდან.
მ. სააკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 14.12.2009.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“?
- „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 14.12.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №923. სარეგისტრაციო კოდი — 010.240.030.08.002..
- სად არის „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.12.2009 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“, №923, 14.12.2009, სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.08.002. (კონსოლიდირებული რედაქცია 14.12.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/106354/