ტყიბულის მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 26.10.2010
ძალის დაკარგვა 12.03.2015
გამომცემი ორგანო ტყიბულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №15
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.125.016005
გამოქვეყნების წყარო სსმ, 47, 05/11/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
დოკუმენტის ტექსტი
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:"Arial Unicode MS"; panose-1:2 11 6 4 2 2 2 2 2 4;}
@font-face {font-family:"\@Arial Unicode MS"; panose-1:2 11 6 4 2 2 2 2 2 4;}
@font-face {font-family:AcadNusx;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoBlockText, li.MsoBlockText, div.MsoBlockText {margin-top:0in; margin-right:27.0pt; margin-bottom:0in; margin-left:40.5pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:31.5pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:35.95pt 42.5pt .25in 85.05pt;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №
15
2010 წლის 26 ოქტომბერი
ქ. ტყიბული
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-13 პუნქტის საფუძველზე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული „ტყიბულის მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ დებულება“
დანართი 1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკის საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს (ზ. ობოლაძე).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე დ. ქათამაძე
დანართი
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ეს დებულება შემუშავებულია „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის (პრივატიზების) და სარგებლობის უფლებით გადაცემის წესს.
2. „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მოძრავი ან უძრავი ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის გამგეობა.
3. საჯარო აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზირების მიზანია საკუთრების უფლება მიენიჭოს საჯარო აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ვაჭრობის პროცესში მუნიციპალიტეტის ქონების განმკარგავ სუბიექტს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს, ხოლო თუ საჯარო აუქციონი გამოცხადდა პირობებით – საკუთრების უფლება მიანიჭოს საჯარო აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში მუნიციპალიტეტის ქონების განმკარგავ სუბიექტს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს. მუნიციპალიტეტის ქონება სარგებლობის უფლებით გადაიცემა აუქციონის ან პირდაპირი განკარგვის წესით.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, გამგეობა ქონების უსასყიდლო აღნაგობის, უსასყიდლო უზუფრუქტისა და თხოვების ფორმებით აუქციონის გარეშე გადას
ცემს აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ორგანოებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს, აგრეთვე თვითმმართველი ერთეულის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებს.
ქონების სასყიდლიანი აღნაგობის, უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარის და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის განსაზღვრული სარგებლობის სხვა ფორმებით გადაცემის აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებია: აუქციონის პირობების სრულად დაკმაყოფილება და ქონების ვადიანი სარგებლობისათვის მაქსიმალური ფასის გადახდა, ხოლო ქონების პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის შემთხვევაში ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების სრულად და კეთილსინდისიერად შესრულება.
4. საჯარო აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის მოძრავი ან უძრავი ქონების პრივატიზებას, სარგებლობის უფლებით გადაცემას ახორციელებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობა.
5. საჯარო აუქციონის ფორმით საპრივატიზებო მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი საფასური განმკარგავი სუბიექტის მიერ დგინდება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს №
659 ბრძანებულების შესაბამისად, ხოლო სარგებლობის უფლებით გადაცემაზე ქირის ოდენობას განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
6. საჯარო აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი ან სარგებლობის უფლებით მიმღები შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, ან ამ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი
25%-ზე ნაკლებია.
7. საჯარო აუქციონი (საჯარო აუქციონი პირობებით) ცხადდება პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს გადაწყვეტილებით.
8. საჯარო აუქციონის ჩატარებამდე ინფორმაცია საჯარო აუქციონში მონაწილეთა შესახებ (მათ შორის,
საჯარო აუქციონში მონაწილეთა რაოდენობის შესახებ) კონფიდენციალურია.
9. მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადასაცემად აუქციონის წესი და პირობები განისაზღვრება ამ დებულების მე-2, მე-3 და მე-4 მუხლებით.
მუხლი 2🔗. საჯარო აუქციონის ორგანიზება
1. საჯარო აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს პრივატიზების განმახორციელებელი სუბიექტი.
2. მუნიციპალიტეტის ქონების განმკარგავი სუბიექტი საჯარო აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების პრივეტიზების დათქმულ თარიღამდე 15 კალენდარული დღით ადრე, ხოლო მოძრავი ნივთის შემთხვევაში არანაკლებ 5 დღით ადრე,
უზრუნველყოფს საჯარო აუქციონის ფორმით ინფორმაციის გამოქვეყნებას „
სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით დადგენილი წესით.
3. განმეორებით გამოცხადებული და ვადაგაგრძელებული საჯარო აუქციონის ფორმით უძრავი ნივთის პრივატიზების შემთხვევაში პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო უზრუნველყოფს საჯარო აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას, პრივატიზების დათქმულ თარიღამდე 10 კალენდარული დღით ადრე.
4. პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია გადაავადოს საჯარო აუქციონის ჩატარება, რომლის შესახებაც ინფორმაცია ქვეყნდება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქარველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.
5. საჯარო აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაცია განთავსდება მუნიციპალიტეტის ინტერნეტგვერდზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან პრესაში.
6. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) პრივატიზების განმახორციელებელი სუბიექტის დასახელებას;
ბ) პირობებს და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს;
გ) მუნიციპალიტეტის საპრივატიზებო ქონების დასახელებას;
დ) განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრების და საჯარო აუქციონის ჩატარების თარიღს;
ე) უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობას, რომელიც შეადგენს მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი საფასურის 30%-ს;
ვ) ბიჯის სიდიდეს და საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასს, რომლის ოდენობას განსაზღვრავს პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო;
ზ) განაცხადის მიღების ადგილს (მისამართი) საკონტაქტო ტელეფონს;
თ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც პრივატიზების განმახორცილებელი ორგანო ჩათვლის მიზანშეწონილად.
7. აქციების ან აქციათა პაკეტის (წილი) პრივატიზების შემთხვევაში ინფორმაცია გარდა ამ მუხლის მე-6 პუქტით გათვალისწინებული მონაცემებისა, დამატებით უნდა შეიცავდეს:
ა) იურიდიული პირის იურიდიულ მისამართს;
ბ) გამოშვებული აქციების საერთო რაოდენობას;
გ) ერთი აქციის ნომინალურ ღირებულებას;
დ) აქციების ან აქციათა პაკეტის (წილის) საწყისს საფასურს და წილს საზოგადოების კაპიტალში.
8. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს უფლება აქვს მიიღოს საპრივატიზებო მუნიციპალიტეტის ქონების შესახებ პრივატიზების განმახორციელებელი სუბიექტის ხელთ არსებული კანონმდებლობით დაშვებული ნებისმიერი ინფორმაცია.
9. ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს მუნიციპალიტეტის საპრივატიზებო ქონებას.
10. პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო საჯარო აუქციონის ორგანიზების მიზნით ქმნის მუდმივმოქმედ სააუქციონო კომისიას, რომლის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, აუქციონატორი, რეგისტრატორი, კომისიის მდივანი და სააუქციონო კომისიის სხვა წევრები. კომისია პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს სახელით ადგენს აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმს (ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება).
მუხლი 3🔗. საჯარო აუქციონში მონაწილეობის პირობები
1. საჯარო აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მთავრდება დადგენილ დღეს და საათს. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ შემოსული განაცხადი არ მიიღება.
2. საჯარო აუქციონი ტარდება დადგენილ დღესა და საათს, საჯარო აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს საჯარო აუქციონის ჩატარების დღის ჩათვლით და პრივატიზების განმახორციელებელი სუბიექტის მიერ დადგენის საათამდე.
3. იმ შემთვევაში, თუ პრივატიზების განმახორციელებელმა სუბიექტმა გადაავადა საჯარო აუქციონის ჩატარება ან მის ჩატარებამდე გააუქმა საჯარო აუქციონის გზით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, საჯარო აუქციონში მონაწილეს გადახდილი ბე უკან უბრუნდება.
თუ არ მოხდება აუქციონის ფორმით გამოტანილი მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა, ამ მუნიციპალიტეტის ქონების შეცვლილი საწყისი საფასურით ან/და პირობებით აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვის შესახებ გადაწყვეტილება განიხილება, როგორც განმეორებითი აუქციონი.
განმეორებით აუქციონზე მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი საფასური შეიძლება 50%-მდე შემცირდეს, ხოლო თუ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება ამ საფასურად გამოტანის შემდეგაც არ გაიყიდა, საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს.
თუ არ მოხდება აუქციონის ფორმით გამოტანილი მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა, მუნიციპალიტეტის ქონების განმკარგავი სუბიექტი უფლებამო
სილია მიიღოს გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის ქონების იმავე პირობებით, ვადაგაგრძელებული აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ.
4. საჯარო აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი პირი საჯარო აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს:
ა) განაცხადს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მონაწილეობის მიღების მსურველ პირზე, მუნიციპალიტეტის ქონების დასახელებას, ლოტის ნომერს, იმ მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო საწყის საფასურს, რომლის შეძენაც სურს მონაწილეს. პირობებით გამოცხადებული საჯარო აუქციონის შემთხვევაში განაცხადში უნდა აისახოს მონაწილეობის მიღების მსურველი პირის თანხმობა პირობების შესრულებაზე;
ბ) ბეს გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (ბეს გადახდას უთანაბრდება ასევე მონაწილის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხის გაყინვა, რაც საჯარო აუქციონის განმახორცილებელ სუბიექტს გადაერიცხება მონაწილის საჯარო აუქციონში გამარჯვებისთანავე) ან უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის წარმოდგენის დამადასტურებელ დოკუმენტს;
გ) მონაწილის ბილეთის ფასის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს;
დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს (ფიზიკური პირის შემთხვევაში);
ე) სანოტარო წესით დამოწმებულ მინდობილობას,
თუ მონაწილე მოქმედებს სხვა პირის სახელით;
ვ) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლებს და განაცხადის შეტანის მომენტისათვის მოქმედ ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში);
ზ) პრივატიზების განმახორციელებელი სუბიექტის მოთხოვნის შემთხვევაში სხვა დამატებით დოკუმენტაციას.
5. პირმა, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა ლოტებად გამოტანილი მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების მიზნით მოწყობილ საჯარო აუქციონში,
თითოეული ლოტისათვის ცალ-ცალკე უნდა წარმოადგინოს უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტია/ბე.
6. პირი, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა ლოტებად გამოტანილი მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების მიზნით მოწყობილ საჯარო აუქციონში, ვალდებულია მონაწილის ბილეთის ფასი გადაიხადოს თითოეული ლოტისათვის ინდივიდუალურად.
7. თუ ყველა წარმოდგენილი დოკუმენტი აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რეგისტრატორი პირზე აკეთებს შესაბამის ჩანაწერს „
საჯარო აუქციონის რეგისტრაციის ჟურნალში“ , იტოვებს წარმოდგენილ დოკუმენტაციას და პირს გადასცემს საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთს. მონაწილის ბილეთით პირი ღებულობს საჯარო აუქციონში მონაწილის სტატუსს.
8. პირს უფლება აქვს ბეს/საბანკო გარანტიის დაუკავებლად უარი განაცხადოს საჯარო აუქციონში მონაწილეობაზე მხოლოდ განაცხადების მიღების პერიოდში.
9. განაცხადის წარმდგენ პირს შეიძლება უარი ეთქვას საჯარო აუქციონში მონაწილეობაზე, თუ:
ა) განაცხადის წარმომდგენი პირი მოქმედი კანონმდებლო
ბის შესაბამისად არ შეიძლება ცნობილ იქნე
ს საპრივატიზებო მუნიციპალიტეტის ქონების შემძენად;
ბ) დარღვეულია ამ მუხლის პირველი, მეორე და მეხუთე პუნქტის მოთხოვნები.
მუხლი 4🔗. საჯარო აუქციონის ჩატარების წესი
1. საჯარო აუქციონში მონაწილე საჯარო აუქციონის დაწყებამდე შედის დარბაზში,
სადაც ტარდება საჯარო აუქციონი. საჯარო აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთს და იღებს სპეციალურ დაფას, რომლის ნომერიც შეესაბამება მის ბილეთზე აღნიშნულ ნომერს.
2. აუქციონატორი ადარებს გაცემული ნომრიანი დაფების რაოდენობას რეგისტრირებული განაცხადების რაოდენობასთან,
რითაც აზუსტებს საჯარო აუქციონში მონაწილეთა რაოდენობას.
3. საჯარო აუქციონს ატარებს აუქციონატორი.
4. თითოეულ ლოტზე ვაჭრობის დაწყებისას აუქციონატორი აცხადებს მუნიციპალიტეტის ქონების დასახელებას,მის საწყის საფასურს, ბიჯს (ბიჯის სიდიდეს ყოველი კონკრეტული მუნიციპალიტეტის ქონებისათვის განსაზღვრავს პრივატიზების განმახორციელებელი სუბიექტი).
5. საჯარო აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება საწყისი საფასურის გამოცხადების მომენტი. ვაჭრობის მიმდინარეობის დროს დაუშვებელია მონაწილეთა დარბაზში გადაადგილება.
6. საჯარო აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი საფასურიდან დაიწყოს ვაჭრობა, სწევს დაფას (რაც ნიშნავს საწყის საფასურზე ბიჯის დამატებას). აუქციონატორი აფიქსირებს მას და სთხოვს საჯარო აუქციონში მონაწილეებს გააგრძელონ ვაჭრობა, სანამ რომელიმე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ საფასურს. საფასურის სამჯერ გამოცხადების და აუქციონატორის მიერ ჩაქუჩის დარტყმის შემდეგ უკანასკნელი მონაწილე, რომელმაც აუქციონატორს ყველაზე მაღალი საფასური შესთავაზა,
ითვლება გამარჯვებულად.
7. საჯარო აუქციონის დამთავრების შემდეგ დგება გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი (შემდგომში – ოქმი), რომელიც წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებას, ოქმს ხელს აწერს მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი და სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე.
8. თუ საჯარო აუქციონი არ შედგება იმ მიზეზით, რომ საჯარო აუქციონის მონაწილეები, რომლებიც ესწრებიან საჯარო აუქციონს, არ მიიღებენ მინაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, შედგება ოქმი არშემდგარი აუქციონის შესახებ და აუქციონის მონაწილეების მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში.
9. იმ შემთხვევაში,
თუ პრივატიზების განმახორციელებელმა სუბიექტმა გადაავადა საჯარო აუქციონის ჩატარება ან მის ჩატარებამდე გააუქმა საჯარო აუქციონის გზით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება,
აუქციონში მონაწილეს გადახდილი ბე უკან უბრუნდება.
10. სააუქციონო კომისია საჯარო აუქციონის ჩატარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში ამზადებს მოხსენებით ბარათს, რომლის საფუძველზე საჯარო აუქციონში მონაწილე პირებს, რომლებმაც ვერ გაიმარჯვეს,
უბრუნდებათ მათ მიერ გადახდილი ბე. მოხსენებით ბარათს ხელს აწერს სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.
მუხლი 5🔗. გარიგებათა გაფორმების წესი
1. მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას პრივატიზების განმახორციელებელ სუბიექტზე და საჯარო აუქციონში გამარჯვებულ პირის მიერ ხელმოწერილი საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებას. სარგებლობის უფლებით მუნიციპალიტეტის ქონების გადაცემის შესახებ ხელშეკრულება იდება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსა და დაინტერესებულ პირს შორის.
2. საჯარო აუქციონში გამარჯვებული პირი საჯარო აუქციონის ჩატარებამდე 30 კალენდარული დღის ვადაში იხდის სრულ თანხას. პირობებით გამოცხა
დებული საჯარო აუქციონის შემთხვევაში კი – პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ორ წელს. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენმა ოქმში მითითებულ საბანკო ანგარიშზე უნდა შეიტანოს თანხა, რომელიც შეესატყვისება მის მიერ საჯარო აუქციონზე დასახელებულ მუნიციპალიტეტის ქონების საბოლოო საფასურს, ხოლო სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში გამარჯვებულმა პირმა უნდა უზრუნველყოს საიჯარო ქირის ოდენობის გადახდა ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში.
3. გამარჯვებული პირის მიერ საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ან სარგებლობის უფლების ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ართმევს მას გამარჯვებულის სტატუსს და მის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება შესაბამისს ბიუჯეტში.
4. საჯარო აუქციონში გამარჯვებულ პირს გადახდილი ბე ეთვლება ანგარიშსწორებისას.
5. პირობებით გამოცხადებული საჯარო აუქციონის შემთხვევაში შესაძლებელია გაფორმდეს დამატებითი წერილობითი ხელშეკრულება, რომელიც იდება საჯარო აუქციონის ჩატარებიდან არა უგვიანეს 3 თვისა.
6. იმ შემთხვევაში,
თუ მხარეებს შორის უნდა გაფორმდეს დამატებითი წერილობითი ხელშეკრულება, ხელშეკრულებაში შეტანილ უნდა იქნეს შემდეგი მონაცემები:
ა) ცნობები პრივატიზების განმახორციელებელი სუბიექტისა და მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის შესახებ;
ბ) შეძენილი ქონების დასახელება და მისამართი;
გ) მუნიციპალიტეტის ქონების ნასყიდობის საფასური;
დ) პირობებიდან გამომდინარე,
მხარეთა ურთიერთვალდებულებები ქონების შემდგომი გამოყენების შესახებ;
ე) სხვა მონაცემები გამოცხადებული საჯარო აუქციონის და ხელშეკრულების სპეციფიკის გათვალისწინებით;
7. თუ საჯარო აუქციონი გამოცხადებული იყო პირობების გარეშე, ოქმი (დაპირება) უნდა შეიცავდეს ამ დებულების მე-5 მუხლის მოთხოვნებით გათვალისწინებულ ვალდებულებას.
8. თუ გამოცხადებული იყო საჯარო აუქციონი პირობებით, ოქმი (დაპირება) უნდა შეიცავდეს პრივატიზების განმახორციელებელი სუბიექტის მიერ დადგენილ საპრივატიზებო პირობებს, თანხის გადახდის ვადებსა და ამ დებულების მე-5 მუხლით გათვალისწინებულ ვალდებულებას.
9. ოქმის (დაპირების) მოქმედების პერიოდში, ოქმით (დაპირებით) გათვალისწინებული საფასურის სრულად დაფარვამდე შემძენს ქონება გადაეცემა მფლობელობაში და სარგებლობაში,
ხოლო აქციები ან წილი მათთვის უფლებით, თუ ოქმით (დაპირებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
10. მუნიციპალიტეტის მოძრავი და უძრავი ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას მუნიციპალიტეტის ქონების შემძენზე საკუთრების უფლება გადადის თანხის მთლიანად გადახდის და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემისას, ხოლო აქციების ან წილების პრივატიზებისას – აგრეთვე საჯარო რეესტრში ან შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ, ხოლო სარგებლობის უფლება გამარჯვებულ პირზე გადადის საიჯარო ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ. იმ შემთხვევაში თუ მუნიციპალიტეტის ქონების შემძენმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს საკუთრების უფლება ეძლევა ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით.
მუხლი 6🔗. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის პასუხისმგებლობა პირობების გარეშე გამოცხადებული საჯარო აუქციონის შემთხვევაში
თუ მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი პირობების გარეშე გამოცხადებულ საჯარო აუქციონში დადგენილ ვადებში არ გადაიხდის ქონების საპრივატიზებო საფასურს, მას არ გადაეცემა საკუთრების უფლება მუნიციპალიტეტის ქონებაზე და შეტანილი ბე და უპირობო გამოუხმობადი საბანკო გარანტია გადაირიცხება შესაბამის ბიუჯეტში.
მუხლი 7🔗. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის პასუხისმგებლობა პირობებით გამოცხადებული საჯარო აუქციონის შემთხვევაში
1. პირობებით გამოცხადებული საჯარო აუქციონის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი ვალდებულია, შეძენილი მუნიციპალიტეტის ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას ოქმით (დაპირებით) ნაკისრი ვალდებულებები (საჯარო აუქციონის პირობები), მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მათ შესრულებაზე მუნიციპალიტეტის ქონების განმკარგავ სუბიექტს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ინფორმაცია.
2. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი შეძენილ მუნიციპალიტეტის ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე მუნიციპალიტეტის ქონების განმკარგავ სუბიექტთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება გაცემული ქონება განკარგოს, გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს. ამასთან,
ის პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა
და დაცვაზე .
3. მუნიციპალიტეტის ქონების განმკარგავი სუბიექტის მიერ მუნიციპალიტეტის ქონების შემძენზე საკუთრების უფლების დადასტურების შემდეგ ოქმის (დაპირების) მოქმედების პერიოდში, მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის მიერ პრივატიზებული ქონების გასხვისების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი ვალდებულია ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო ოქმით (დაპირებით). ქონების გასხვისების შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს მუნიციპალიტეტის ქონების განმკარგავ სუბიექტს.
4. ოქმით (დაპირებით) ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება მუნიციპალიტეტის ქონების განმკარგავი სუბიექტის მიერ მათი დადასტურების მომენტიდან.
5. ოქმით (დაპირებით) ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა.
6. პირგასამტეხლო განისაზღვრება ოქმით (დაპირებით) სააუქციონო პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ:
ა) თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელი თანხის 0.1 % დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგაცილებულ დღეზე;
გ) მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის მიერ სხვა სააუქციონო და ოქმის (დაპირების) პირობების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენს ყოველ დარღვევაზე ქონების ღირებულების 0.05%.
7. ოქმით (დაპირებით) გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევაში ან/და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა განიხილება საჯარო აუქციონის შედეგების (ოქმის) გაუქმების საფუძვლად. ასეთ შემთხვევაში პრივატიზებული ქონება უბრუნდება პრივატიზების განმახორციელებელ სუბიექტს. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს არ უნაზღაურდება გადახდილი თანხები და გაწეული დანახარჯები.
8.მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებ პირს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ეძლევა წერილობითი გაფრთხილება, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო განისაზღვრება ხელშეკრულებით. ქონების მიმღები პირის პირდაპირი განკარგვის წესით სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში პირგასამტეხლო განისაზღვრება ხელშეკრულებით. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის განმეორებით გამოვლენის შემთხვევაში და/ან დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა მიიჩნევა ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძვლად მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ. ქონების მიმღებ პირს არ უბრუნდება გადახდილი თანხა და არ უნაზღაურდება მის მიერ გაწეული ხარჯები.
მუხლი 8🔗. გარიგებათა ბათილად ცნობა
საჯარო აუქციონის შედეგებთან დაკავშირებულ სადავ
ო ბათილად ცნობის საკითხებს განიხილავს სასამართლო.