„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№934
სარეგისტრაციო კოდი
010.240.080.08.002.
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 153, 17/12/2009

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №934

2009 წლის 17 დეკემბერი

ქ. თბილისი

 ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებით (საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების კრებული, 1997 წ., №2, გვ. 41) დამტკიცებულ სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) 2.1 პუნქტის 2.1.5–2.1.7 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.1.5. სამხედრო უწყებების მიერ მოწყობილი (და მიმდინარე) ოპერატიული და ტექნიკური დაზვერვის, მათ მიერ მოპოვებული მონაცემების შესახებ; აგრეთვე აღნიშნული მიზნებისათვის შეძენილი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებისა და გაწეული ხარჯების შესახებ;

2.1.6. კრებსითი მონაცემები სამხედრო ნაწილების, ხომალდების, ქვედანაყოფების, სამხედრო დაწესებულებების, შტაბების, სამხედრო აეროდრომებისა და დასაფრენი მოედნების, პოლიგონების, ბაზების საწყობების, სამშენებლო მოედნებისა და სხვა სამხედრო ობიექტების დისლოკაციის შესახებ; აგრეთვე მონაცემები დროებითი დისლოკაციის ადგილების მოწყობასთან დაკავშირებული ხარჯების შესახებ;

2.1.7. ცნობები საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით გათვალისწინებული საქართველოს სამხედრო ძალებსა და საზღვარგარეთის ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს შორის ოპერატიულ-საბრძოლო თანამშრომლობის შესახებ; აგრეთვე მონაცემები ყველა იმ ხარჯის შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია ამ საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით გათვალისწინებულ ღონისძიებებთან“;

ბ) 2.3 პუნქტის 2.3.4 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.3.4. ცნობები სამხედრო აეროდრომებისა და დასაფრენი მოედნების, სამხედრო ქალაქების, ყაზარმების და სხვა ობიექტების (მათ შორის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასწავლო დაწესებულებების) მშენებლობისა და სამხედრო მიზნებისათვის სამოქალაქო ობიექტების გამოყენების შესახებ; აგრეთვე მონაცემები აღნიშნულ ობიექტებთან დაკავშირებული ხარჯთაღრიცხვის, საპროექტო და სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესახებ“;

გ) 2.3 პუნქტის 2.3.12 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.3.12 ცნობები ჯარების ორგანიზაციის, საბრძოლო და პირადი შემადგენლობის რიცხოვნობის (გარდა პირადი შემადგენლობის რიცხოვნობის კანონით დამტკიცებული ზღვრული ოდენობისა), იარაღის, სამხედრო ტექნიკის, ტრანსპორტისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საშუალებათა ოდენობის, ჯარების დაკომპლექტების, უზრუნველყოფისა და დაკომპლექტების წესის შესახებ“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 17.12.2009.
როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 17.12.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №934. სარეგისტრაციო კოდი — 010.240.080.08.002..
სად არის „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.12.2009 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, №934, 17.12.2009, სარეგისტრაციო კოდი 010.240.080.08.002. (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/106402/